მალაიზიის გრან-პრი პარასკევის ორი თავისუფალი სესიით დაიწყო და ვარჯიშმა "რედ ბულის" პილოტ მარკ უებერის დომინირებით ჩაიარა
მალაიზიის გრან-პრი პარასკევის ორი თავისუფალი სესიით დაიწყო. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გუშინდელმა ვარჯიშმა "რედ ბულის" პილოტ მარკ უებერის დომინირებით ჩაიარა. პირველ სესიაში ავსტრალიელმა წამნახევარი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ლუის ჰემილტონს, დანარჩენებს კი ორ წამზე მეტი. უებერი სესიის დიდი ნაწილი სათავეში ედგა ოქმს და თანდათან ზრდიდა თავის უპირატესობას.

სხვა მონაწილეებს დილის სესიამ ნაკლები პოზიტიური ემოცია მოუტანა. იყო რამდენიმე სერიოზული ინციდენტი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნარაიან კართიკეიანის მანქანაზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან. თითქმის იქვე მარჯვენა საბურავი გაიჭედა "რენოს" პილოტ ნიკ ჰაიდფელდის ბოლიდზე და გერმანელმა ამის შემდეგ ვეღარ შეძლო ტრასაზე დაბრუნება.

"ლოტუს რენოს" მეორე პილოტი ვიტალი პეტროვი ბოქსებში ერთი საათი დარჩა - იქამდე, სანამ მექანიკოსები მის მანქანას არემონტებდნენ. ამის შემდეგ, წინა ეტაპის ერთი-ერთი გმირი ტრასაზე გასვლისთანავე მეცხრე მოსახვევში წინა მარცხენა საბურავის კვანძის მწყობრიდან გამოსვლის გამო გამოეთიშა ვარჯიშს. მსგავსი პრობლემები ბოლო წუთებზე ჟერომ დ'ამბროზიოს შეექმნა - დატვირთვას ვერ გაუძლო მარჯვენა დაკიდებამ.

დროის დიდი ნაწილი პილოტებმა ტექნიკური სიახლეების გამოცდას მოანდომეს და შედეგები მხოლოდ სესიის ბოლოსკენ გაიზარდა. მიხაელ შუმახერმა მესამე დრო აჩვენა, ნიკო ჰიულკენბერგმა - მეოთხე. თუმცა მე-15 ადგილზე გასულმა ჯენსონ ბატონმა ნიკოსთან მხოლოდ ნახევარი წამი წააგო.

უნდა აღინიშნოს იარნო ტრულის მე-16 შედეგი. "ლოტუსის" ვეტერანმა თვით სებასტიან ფეტელს გაასწრო, რომელსაც შეეძლო საკუთარი დროის გაუმჯობესება, მაგრამ ყვითელი დროშების გამო

ბოქსებში შესვლა მოუწია. HRT-ის პილოტებმა ჯამში 30 წრე გაიარეს, მაგრამ ვერც ერთი ვერ ჩაეტია საუკეეთესო დროის 107 პროცენტში.

I პრაქტიკა

1. მარკ უებერი (რედ ბული) - 1:37.651 (22 წრე)

2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +1,665 (16)

3. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +2,140 (29)

4. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +2,726 (23)

5. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2,792 (31)

6. ფელიპე მასა (ფერარი) - +2,802 (22)

7. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +2,874 (6)

8. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2,930 (21)

9. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +2,950 (23)

10. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +2,995 (29)

11. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +3,083 (21)

12. დანიელ რიკიარდო (ტორო როსო) - +3,097 (23)

13. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +3,119 (24)

14. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +3,221 (27)

15. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +3,276 (16)

16. იარნო ტრული (ლოტუსი) - +3,969 (21)

17. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +3,976 (18)

18. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +3,991 (24)

19. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +4,503 (18)

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +4,889 (20)

21. ვასეკი (ლოტუსი) - + 6,403 (18)

22. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +7,577 (20)

23. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +8,616 (10)

24. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +10,281 (4)

მეორე სესიისას ტრასის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სიჩქარე გაიზარდა და გუნდები აქტიურად მუშაობდნენ საბურავებზე, რითაც ცდილობდნენ განესაზღვრათ მომავალი რბოლის სტრატეგია. რამდენჯერმე მოიღრუბლა, ასფალტის ტემპერატურა დაეცა, მაგრამ წვიმას ხელი არ შეუშლია პილოტებისთვის.

ისევე როგორც დილით, ყველას აჯობა მარკ უებერმა, რომელსაც წრის გავლას წუთი და 36.876 წამი მოანდომა. პირველ ოთხეულში "რედ ბულისა" და "მაკლარენის" პილოტები მოხვდნენ - ეს ჯგუფი მეტად მჭიდრო აღმოჩნდა და კვარტეტი ორ მეათედში ჩაეტია.

ისევ ბევრი პილოტი ვერ გადაურჩა გავარდნას. ვიტანტონიო ლიუციმ ნაადრევად დაასრულა სესია - მის მანქანას ძრავამ უმტყუნა. პასტორ მალდონადომ კი მანქანა ბოქსებიდან გამოსვლისას დაამტვრია...

II პრაქტიკა

1. მარკ უებერი (რედ ბული) - 1:36.876 (24)

2. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - + 0,005 (30)

3. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0,134 (23)

4. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0,214 (30)

5. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +1,212 (26)

6. ფელიპე მასა (ფერარი) - +1,213 (31)

7. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1,689 (25)

8. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +1,694 (16)

9. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +1,707 (27)

10. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +1,970 (31)

11. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2,092 (25)

12. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2,311 (30)

13. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2,391 (17)

14. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +2,522 (29)

15. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2,727 (34)

16. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +2,749 (31)

17. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +2,933 (28)

18. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +3,239 (31)

19. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +3,990 (24)

20. იარნო ტრული (ლოტუსი) - +5,014 (19)

21. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +6,321 (15)

22. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +7,115 (14)

23. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +8,010 (4)

ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება