ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი "რეინჯერსმა". თითქოს "ატლანტასთან" მატჩის ბედი გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ნიუიორკელები პლეი ოფში თამაშს ინაღდებდნენ. მაგრამ "რეინჯერებმა" საქმე გაირთულეს. მასპინძლებმა თავიდანვე შტურმი მოუწყვეს "ატლანტას" და დაანახეს მეტოქეს, რომ ამ მატჩში შანსი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სტუმრები, რომლებსაც არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ აწუხებდათ, კარგად ათამაშებდნენ შაიბას ლუნდკვისტის კართან. "რეინჯერების" მეკარე კვლავ შეუდარებელი იყო. მასპინძლების დაცვა უშვებდა ერთი ერთზე გასვლებს, მეკარის მოედნიდან ან ცისფერი ხაზიდან დარტყმებს, მაგრამ ლუნდკვისტი ყველაფერს იჭერდა.

თუმცა მეორე პერიოდში "ატლანტამ" სრულიად სამართლიანად გაიტანა პირველი შაიბა. ლუნდკვისტი ვერ გაუმკლავდა შრემპის კარგ დარტყმას. გავიდა 15 წამი და ენდრიუ ლედმა ეფექტურად მოატყუა მეტოქის წამყვანი მცველები - ჟირარდი და მარკ სტაალი, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ლამაზი გოლი გაიტანა.

"რეინჯერსს" მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობისას გამოსდიოდა თამაში, მაგრამ "ატლანტა" ხარისხიანად იცავდა საკუთარ კარს. მესამე მეოთხედის სტარტზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ ვერ გაითამაშეს ზედმეტი მოთამაშე, "ტრეშერზმა" კი საფრთხე მოიგერია, კარგი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც ერიკ ბულტონმა დაასრულა.

როგორც გითხარით, "რეინჯერსმა" ძალიან გაირთულა საქმე. მართალია, ორი ქულით უსწრებს მეცხრე ადგილზე მყოფ "კაროლინას", მაგრამ ამ უკანასკნელს ერთი თამაში თადარიგში აქვს და მოგების შემთხვევაში (დღეს "ჰარიკეინზი" "ატლანტას" ეთამაშება) გაასწრებს ნიუიორკულ კლუბს, რადგან ნაკლები მატჩი აქვს მოგებული ბულიტების სერიით.

დასავლეთში "დალასი" უპრობლემოდ გაუსწორდა "კოლორადოს", რომელიც ტექსასში ძირითადის 11 ჰოკეისტის გარეშე იყო ჩასული. "დალასი" მეცხრე ადგილზე გადავიდა და "ჩიკაგოსა" და "ანაჰაიმს" ორი ქულით ჩამორჩება. აღვნიშნავთ, რომ "სტარზს" კონკურენტებს შორის ყველაზე იოლი კალენდარი აქვს - კიდევ ერთი მატჩი "კოლორადოსთან" და რეგულარულის ბოლო შეხვედრა "მინესოტასთან".

რეინჯერსი-ატლანტა 0:3

0:0, 0:2, 0:1

გოლები: 0:1 შრემპი-13 (ზუბარევი-1, ე.სტიუარტი-25), 0:2 ლედი-28 (ველერი-25, ლიტლი-29), 0:3 ბულტონი-6 (ოდუია-15, შრემპი-13).

ოტავა-მონრეალი 3:2 (ო)

0:0, 0:1, 2:1, 1:0

გოლები: 0:1 ჯონტა-27 (დარში-13, ვიშნიევსკი-40), 1:1 სპეცა-21 (გრინინგი-7, ბატლერი-10), 2:1 ბატლერი-9 (სპეცა-35, ფილიპსი-8), 2:2 კამალერი-19 (ა.კოსტიცინი-25, ვიშნიევსკი-41), 3:2 კუბა-2 (ბატლერი-11, შენონი-16).

დალასი-კოლორადო 4:2

2:0, 0:1, 2:1

გოლები: 1:0 ვენდელი-7, 2:0 ლ.ერიქსონი-26 (ბენი-31, ბ.რიჩარდსი-47), 2:1 იიპი-10 (დუპუი-10, დუშენი-37), 3:1 მოროუ-31 (ლ.ერიქსონი-43, რიბეირო-51), 3:2 ოლვერი-2 (რ.უილსონი-13, დუშენი-38), 4:2 ბ.რიჩარდსი-27 (ბენი-32).

ვანკუვერი-მინესოტა 5:0

2:0, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 რეიმონდი-14 (ჰანსენი-19), 2:0 კესლერი-38 (ჰ.სედინი-74, დ.სედინი-60), 3:0 კესლერი-39, 4:0 რეიმონდი-15 (დ.სედინი-61, ბიეკსა-16), 5:0 კესლერი-40 (ჰიგინსი-15).

ვარსკვლავური კანადა

ჰოკეის ეროვნული ლიგის რამდენიმე ვარსკვლავმა გადაწყვიტა მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე თამაში. ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთა გუნდები ვერ მოხვდნენ NHL-ის პლეი ოფში. ამ სიაში არიან: "კოლამბუსის" კაპიტანი რიკ ნეში (ეს მისთვის მეშვიდე ჩემპიონატი იქნება), სტენლის თასის ორგზის მფლობელი "ატლანტადან" ენდრიუ ლედი, "ოტავასა" და "კოლორადოს" ფორვარდები - ჯეისონ სპეცა და მეტ დუშენი.

როგორც TSN წერს, კანადის ნაკრების შემადგენლობის დაკომპლექტებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი სამი დღე. კერძოდ, თუ "კაროლინა" ვერ შეძლებს სტენლის თასის გათამაშებაში გასვლას, მაშინ სლოვაკეთში პლანეტის პირველობაზე ამ გუნდიდან ვიხილავთ მეკარე კემ უორდს, ფორვარდ ერიკ სტაალსა და ამ სეზონის აღმოჩენად მიჩნეულ თავდამსხმელს ჯეფ სკინერს.

კანადის ნაკრებში თამაშის ინტერესი გამოთქვეს "ედმონტონისა" და "ნიუ ჯერსის" ფორვარდებმა - ჯორდან ებერლემ და ტრევის ზაიაცმა. ასევე დიდია გუნდში "ტორონტოს" მცველების - დიონ ფანოფისა და ლიუკ შენის მოხვედრის ალბათობა.

შეგახსენებთ, რომ კვლავაც უცნობია კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა. გუნდის დამრიგებლის სახელს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, საჩემპიონატო განაცხადის ძირითადი ბირთვი კი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე