მაიამის სუპერტურნირის შემდეგ ბელარუსი ჩოგბურთელი მარბელიაში ზედიზედ მეორე ტიტულის აღებას შეეცდება
ჩარლსტონში მთავარი მოვლენა პირველი და მესამე განთესვის ნომრების - კაროლინ ვოზნიაცკისა და ელენა იანკოვიჩის დაპირისპირება იყო. პირველ სეტში დანიელმა სამჯერ წააგო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე, თუმცა თავად უფრო წარმატებულად ითამაშა მიღებაზე და ოთხი ბრეიკი გააკეთა, თანაც ერთი - პარტიის ბოლოს, რამაც 6:4 გამარჯვება მოუტანა.

სამაგიეროდ, მეორე სეტში მეტოქეები დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ გეიმებს. სერბს მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორივე დაკარგა, დანიელმა კი ბრეიკის გაკეთების ერთადერთი შანსი 5:4-ზე მიიღო, ის ხელიდან არ გაუშვა და მოიგო გათამაშება, სეტი და მატჩი, რომელიც საათსა და 48 წუთს გრძელდებოდა. ასე რომ, ვოზნიაცკი მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში - შარშანწინ მან აქ გერმანელ საბინ ლისიცკისთან წააგო.

მეორე ფინალისტი გახდა რუსი ელენა ვესნინა, რომელიც ჩინელ შუაი პენგს ეთამაშებოდა. სხვათა შორის, ამ სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით ეს აზიელი ჩოგბურთელი მხოლოდ ვოზნიაცკის ჩამორჩება. პირველ პარტიაში 5:4-ზე პენგმა ვენსინას მოწოდებაზე ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მაინც მოუწია დანებება, მეორე სეტი კი ვესნინამ უფრო დამაჯერებლად აიღო - 6:3.

რუსისთვის ეს იქნება მეხუთე ფინალი კარიერაში. წინა ოთხ შემთხვევაში ის წაგებული რჩებოდა, ასე რომ, ვოზნიაცკისთან მატჩი ვესნინასთვის ნამდვილი გამოწვევა უნდა გახდეს. სხვათა შორის, წინა ოთხი ფინალიდან ერთ-ერთი ელენამ სწორედ დანიელ ვარსკვლავთან წააგო - 2009 წელს ნიუ ჰევენში.

მარბელიაშიც ერთი ფინალისტის პროგნოზირება იოლი იყო და ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამაც გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. წინა კვირას მაიამის სუპერტურნირის შემდეგ ბელარუსი ზედიზედ მეორე ტიტულის აღებას შეეცდება. ნახევარფინალში ვიქტორიამ ზედმეტი გართულების გარეშე მოუგო სარა ერანის.

74 წუთის განმავლობაში განთესვის ლიდერმა 12 ბრეიკ-პოინტი მიიღო და აქედან ხუთი გამოიყენა. სხვათა შორის, აზარენკამ ამ მოგებით ათამდე აიყვანა თავისი გამარჯვებათა სერია.

მეორე ნახევარფინალის შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ტურნირის მეორე ჩოგანმა სვეტლანა კუზნეცოვამ ბევრისთვის უცნობ რუმინელთან ირინა-კამელია ბეგუსთან წააგო, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა.

რუსი ჩოგბურთელის მიერ მოგებული პირველი სეტის შემდეგ, რუმინელმა ორი ბრეიკი გააკეთა და მეორე პარტიაში 4:0 დაწინაურდა. ბეგუს გეიმბოლი ჰქონდა და თითქოს ანგარიში 5:0 უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად კუზნეცოვამ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და ბრეიკების გაცვლის შემდეგ ანგარიში 5:5 გახდა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უფრო ძლიერი რუმინელი ჩოგბურთელი აღმოჩნდა. მანვე მესამე პარტია მეორის მსგავსად დაიწყო - ზედიზედ სამი გეიმის აღებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 3:0, მაგრამ რუსმა ისევ მოახვია თავს ბრძოლა მეტოქეს და კინაღამ ანგარიში გაათანაბრა. 5:3-ზე ბეგუმ მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო, სამაგიეროდ, მეცხრე გეიმში ბრეიკი გააკეთა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

20 წლის რუმინელისთვის ეს WTA-ის პირველი ფინალია კარიერაში.

WTA

Andalucia Tennis Experience

მარბელია (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/2 ფინალი

ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 2) 3:6, 7:6, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-სარა ერანი (იტა, 8) 6:2, 6:1.

Family Circle Cup

ჩარლსტონი (აშშ). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/2 ფინალი

ელენა ვესნინა (რუს)-შუაი პენგი (ჩინ, 11) 7:6, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 3) 6:4, 6:4.

ATP

US Men's Clay Court

ჰიუსტონი (აშშ). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 442 500 დოლარი

1/2 ფინალი

რაიან სვიტინგი (აშშ)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:6, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:3, 7:5.

Grand Prix Hassan II

კასაბლანკა (მაროკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/2 ფინალი

პოტიტო სტარაჩე (იტა, 5)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ, 8) 6:1, 6:7, 7:6; ალბერტ მონტანიესი (ესპ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 4:6, 4:6.

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის