"ლივერპული" ერთადერთი იყო "დიდი ექვსეულიდან", რომელმაც თასის გამო სეკვესტრირებულ ტურში ითამაშა და 5:0 გაანადგურა "უოტფორდი"...

აი, ბომბარდირი!

...თუმცა ეს იყო ერთი კაცის თამაში, ვიდრე "ლივერპულის" მოჰამედ სალაჰმა ოთხჯერ(!) დაამწუხრა "უოტფორდი" და ერთი გოლიც რობერტო ფირმინოს გაატანინა.

თავის მხრივ, ბრაზილიელის შედევრიც აღსანიშნავია - ფლანგური პასის შემდეგ ქუსლით გაგზავნა ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში, ხოლო თავად სალაჰმა საბომბარდირო დავაში 4 გოლით ჩამოიტოვა "ტოტენჰემის" ტრავმირებული ფორვარდი ჰარი კეინი.

Video

17.03.18 ლივერპული - უოტფორდი 5:0

ფაქტები

იურგენ კლოპის გუნდის მაისურით ნათამაშებ 41 მატჩში სალაჰს 36 გოლი აქვს გატანილი - უფრო მეტი, ვიდრე "ლივერპულის" რომელიმე სხვა ფეხბურთელს თავის სადებიუტო სეზონში.

მიმდინარე პრემიერლიგაში მას უკვე 28 გოლი აქვს გატანილი. ერთადერთი აფრიკელი, ვინც სალაჰზე მეტი შეძლო ერთი ჩემპიონატის განმავლობაში, იყო დიდიე დროგბა (კოტ დ'ივუარი/"ჩელსი", 29 გოლი).

მოჰამედ სალაჰმა 4 გოლი 4 დარტყმით გაიტანა და ამით გახდა მეორე ფეხბურთელი ანდრეი არშავინის ("არსენალი") შემდეგ, რომელმაც ანალოგიური რამ 2009 წლის აპრილში... "ლივერპულის" წინააღმდეგ გააკეთა.

რობერტო ფირმინომ (3 საგოლე პასი) და მოჰამედ სალაჰმა (4 საგოლე პასი) ერთმანეთს ჯამში 7 გოლი გაატანინეს. ანალოგიური მაჩვენებელია იმავე სალაჰს (1 საგოლე პასი) და სადიო მანეს (6 საგოლე პასი) შორის.

რაც იურგენ კლოპი "ლივერპულის" მწვრთნელია, ამ გუნდს საშუალოდ მატჩში 2.2 გოლი გააქვს. პრემიერლიგაში "ლივერპულს" არც ერთი სხვა მწვრთნელის ხელში ასეთი მაღალი შედეგიანობა არ ჰქონია.

"უოტფორდმა" "ლივერპულთან" პრემიერლიგის 11 საგარეო მატჩიდან 10 წააგო.

"უოტფორდს" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 9 საგარეო მატჩი (1 ფრე, 8 წაგება)

სასიცოცხლოდ აუცილებელი

"ბორნმუთმა" ჯუნიორ სტანისლასის მიერ მატჩის ბოლოსწინა წუთზე გატანილი ეფექტური საჯარიმო დარტყმით 2:1 დაამარცხა "ვესტ ბრომვიჩი" და, ფაქტობრივად, ჩემპიონშიფის ბილეთი გამოუწერა, თავად კი კატასტროფის ზონას 8 ქულით დაშორდა. ეს იყო სტუმარი გუნდის მიჯრით მე-7 მარცხი, რამაც ალან პარდიუს კრებული მთელი 10 ქულით დააცილა იმ ადგილს, საიდანაც სამშვიდობოს გადიან.

"ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით, მაგრამ საკმარისი იყო, რამდენიმე შეცდომა დაგვეშვა, რომ მაშინვე დავისაჯეთ. ეს არის არა მარტო ამ მატჩის, არამედ ჩვენი გუნდის მთელი ამ სეზონის ისტორია. ჩემი მომავალი? ამაზე ყოველ კვირას მეკითხებიან. მე წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს და ვალდებული ვარ, პატივი ვცე ამ კონტრაქტს, ვიდრე არ მეტყვიან, რომ აღარ უნდა გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ", - თქვა პარდიუმ.

"ევერტონმა" ზედიზედ 5 საგარეო მარცხის შემდეგ პირველად (13 დეკემბრის შემდეგ) გაიმარჯვა გასვლით შეხვედრაში. თოვლით დაფარულ Bet365-ზე დუბლი შეასრულა ჯენქ თოსუნმა, რომელიც ბოლო 3 მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ერთ დროს მიდლსბროელი თუნჯაი ჩანლის შემდეგ (2008, "ასტონ ვილასთან") ის პირველი თურქი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგაში დუბლი მიითვალა.

ბოლო 8 ტურში (5 წაგება, 2 ფრე) პირველი თამაში მოიგო "კრისტალ პალასმა" და გასავარდნი ზონიდან ამოძვრა. გახარებულმა როი ჰოჯსონმა ამ გამარჯვებას "სასიცოცხლოდ აუცილებელი" უწოდა და მართალიც იყო.

ფაქტები

"ბორნმუთმა" 16 ქულა მოაგროვა იმ თამაშებში, რომლებსაც თავიდან აგებდა, "ვესტ ბრომვიჩმა" კი 24 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომლებშიც თავად იყო დაწინაურებული.

ჯეი როდრიგესის გოლი იყო პირველი - "ვესტ ბრომვიჩის" საგარეო მატჩებში ბოლო 402 წუთში.

ჯუნიორ სტანისლასმა ("ბორნმუთი") პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა - უფრო მეტი, ვიდრე წინა 19 თამაშში.

2008/09 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "სტოკმა" პრემიერლიგის ერთ სეზონში ორივე მატჩი წააგო "ევერტონთან".

"სტოკს" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 7 მატჩში.

"ჰადერსფილდმა" მიმდინარე პრემიერლიგის 17 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.

პრემიერლიგა. XXXI ტური

ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 2:1

გოლები: 0:1 როდრიგესი (49), 1:1 იბე (77), 2:1 სტანისლასი (89)

ჰადერსფილდი-კრ. პალასი 0:2

გოლები: 0:1 ტომკინსი (23), 0:2 მილივოიევიჩი (68-პენ)

სტოკი-ევერტონი 1:2

გოლები: 0:1 თოსუნი (69), 1:1 ჩუპო-მოტინგი (77), 1:2 თოსუნი (84)

გაძევება: ადამი (30. ევერტონი)

ლივერპული-უოტფორდი 5:0

გოლები: 1:0 სალაჰი (4), 2:0 სალაჰი (43), 3:0 ფირმინო (50), 4:0 სალაჰი (77), 5:0 სალაჰი (85)

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ჯანი (27. მილნერი), ჰენდერსონი, ვეინალდუმი (71. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - სალაჰი, მანე, ფირმინო (79. ინგსი).

ბომბარდირები: 28 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

31 მარტი: კრისტალ პალასი-ლივერპული, ბრაიტონი-ლესტერი, მანჩესტერ იუნ-სუონსი, ნიუკასლი-ჰადერსფილდი, უოტფორდი-ბორნმუთი, ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი, ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი, ევერტონი-მანჩესტერ სიტი

1-ლი აპრილი: არსენალი-სტოკი, ჩელსი-ტოტენჰემი

ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი

სოუნსი-ტოტენჰემი 0:3

გოლები: 0:1 ერიქსენი (11), 0:2 ლამელა (45), 0:3 ერიქსენი (62)

ტოტენჰემი (4-3-3): ვორმი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - სისოკო, დაიერი, ერიქსენი - ლუკას მოურა (73. ლორენტე), ლამელა (81. ალი), სონი.

მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი 2:0

გოლები: 1:0 ლუკაკუ (37), 2:0 მატიჩი (84)

მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, შოუ (46. იანგი) - მაკტომინი, მატიჩი - მატა (74. რაშფორდი), ლინგარდი (89. ფელაინი), მარსიალი - ლუკაკუ.

Video

17.03.18 მანჩესტერი - ბრაიტონი 2:0

უიგანი-საუთჰემპტონი 0:2

გოლები: 0:1 ჰოიბერგი (62), 0:2 სედრიკი (90)

გამოუყენებელი პენალტი: გაბიადინი (73. საუთჰემპტონი)

ლესტერი-ჩელსი 1:1, დდ 1:2

გოლები: 0:1 მორატა (42), 1:1 ვარდი (76), 1:2 პედრო (105)

ჩელსი (3-4-2-1): კაბალიერო - ასპილიკუეტა, კრისტენსენი (101. კეჰილი), რიუდიგერი - მოზესი, კანტე, ბაკაიოკო (46. ფაბრეგასი), ალონსო - ვილიანი (92. პედრო), აზარი - მორატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
"რომას" სალაჰის დაბრუნება სურს, თუმცა...
"რაც გააკეთა, სირცხვილი იყო" - კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა
სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება - სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს