ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
ბუნდესლიგა. XXVII ტური: ხანდახან "ბაიერნიც" აგებს [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXVII ტური: ხანდახან "ბაიერნიც" აგებს [VIDEO]
ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ბაიერნის" გაჩემპიონების შანსი არსებობდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ კვირას მიუნხენელები "ლაიპციგს" მოუგებდნენ, ხოლო "ბაიერნის" კონკურენტები ქულებს დაკარგავდნენ, მაგრამ შაბათს ეს ინტრიგა გააქრო "შალკემ", რომელმაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სამი ქულა გამოგლიჯა "ვოლფსბურგს".
ამ მატჩში სამი გადამწყვეტი მომენტი იყო: ჯერ "შალკეს" მეკარე ფერმანმა მოიგერია ვერჰაეგის 11-მეტრიანი (ჰოლანდიელმა ბოლო შვიდი პენალტიდან სამი გააფუჭა), შემდეგ ემბოლომ აიძულა კნოხეს - საკუთარ კარში ჩაეჭრა ბურთი, კომპენსირებულ დროში კი "ვოლფსბურგის" მოთამაშემ მეკარის საჯარიმოს ხაზიდან ააცილა ბურთი კარს.
მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, ფერმანი იყო, რომელიც ლევერკუზენელ ლენოსთან ერთად, ლიდერია მოგერიებული პენალტებით (ცხრა) ბუნდესლიგის მოქმედ მეკარეებს შორის. გარდა ამისა, ფერმანმა ზედიზედ 103-ე მატჩი ჩაატარა ძირითადში, რაც გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია.
"შალკემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და პირველად 2009-10 წლების სეზონის შემდეგ ზედიზედ ოთხ მატჩში არ გაუშვა.
ასე რომ, "ბაიერნის" ჩემპიონობა, მინიმუმ, 31 მარტამდე გადაიდო. ეს ისედაც ასე მოხდებოდა, "შალკესაც" რომ ვერ მოეგო, რადგან რეკორდმაისტერმა მოულოდნელად ლაიპციგში წააგო, თანაც, სავსებით სამართლიანად, რადგან მასპინძელი გუნდი არაფერში ჩამოუვარდებოდა მეტოქეს, დარტყმების რაოდენობით დაჯაბნა - 16:9 (ზუსტი დარტყმები - 6:2) და მომენტებიც მეტი შექმნა.
რა თქმა უნდა, მიუნხენელებისთვის რთულია ბუნდესლიგის მატჩებზე კონცენტრირება (ლიდერს პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა), რადგან ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვთ, თან ჰაინკესმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა. ამ მარცხის გამართლებაც ამ მიზეზებით შეიძლება.
რაც შეეხება "ლაიპციგს", მას შესანიშნავი კვირა გამოუვიდა - გავიდა ევროპალიგის მეოთხედფინალში და "ბაიერნს" მოუგო, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების გოლის გატანა ტიმო ვერნერისთვის, რომელსაც 543 წუთი უგოლო სერია ჰქონდა.
18.03.18 ლაიპციგი - ბაიერნი 2:1
"აინტრახტი" აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. ფრანკფურტელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს "მაინცი" და ისევ შევიდნენ ოთხეულში. თუმცა, იქ ადგილის შესანარჩუნებლად, კვირას მოთამაშე კონკურენტების წაფორხილება სჭირდებოდათ და ამ მხრივ, მოულოდნელი საჩუქარი მიიღეს "კიოლნისგან", რომელმაც კარგად ისარგებლა ალარიოს პირველ ტაიმში გაძევებით და "ლევერკუზენს" 2:0 აჯობა. ამით "თხებმა" ბოლო ადგილი "ჰამბურგს" გადაულოცეს და მეხუთე ადგილზე დატოვეს "ბაიერი".
"დორტმუნდი" ევროპალიგიდან გამოვარდა და შეუძლია მთელი კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისკენ მიმართოს. შიურლემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ამით უპასუხა იოახიმ ლიოვს ნაკრებში არგამოძახებისთვის.
შიურლემ ბატშუაის 24-ე წუთზე გაატანინა და დორტმუნდელებმა ერთადერთი გოლით მოიგეს, რითაც "შალკეს" დევნაც გააგრძელეს და ოთხი ქულითაც დაშორდნენ მეხუთე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენს".
18.03.18 დორტმუნდი - ჰანოვერი 1:0
გიჟური სცენარი ჰქონდა მატჩს მიონხენგლადბახში. "ჰოფენჰაიმი" სამჯერ გავიდა წინ, მაგრამ "ბორუსია" ახერხებდა გათანაბრებას. ამ მატჩში დრმიჩმაც კი გაიტანა, რომელიც ორ წელი უგოლოდ იყო. მაყურებელი კმაყოფილი დარჩა, მაგრამ შედეგი არც ერთ გუნდს არ აწყობდა: "ჰოფენჰაიმმა" ვერ გამოაგდო ევროთასების ზონიდან "ლაიპციგი", "გლადბახი" კი საბოლოოდ დამკვიდრდა ცხრილის შუაში.
ფაქტები
"შალკემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ოთხი ტურია, გოლს არ უშვებს.
"შალკეს" სტუმრად ზედიზედ სამი მოგება აქვს და სამივე "მშრალი" ანგარიშით.
"შალკეს" მცველმა ბასტიან ოშჩიპკამ მე-200 მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში.
ფერმანს ორი პენალტი აქვს მოგერიებული 2018 წელს.
"ვოლფსბურგი" შვიდი ტურია ვერ იგებს და ზედიზედ სამი წაგება აქვს.
"ვოლფსბურგს" შინ ექვსი ტურია არ მოუგია და სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
"აინტრახტს" 10 ტურია ფრე არ უთამაშია.
"აინტრახტი" შინ ცხრა ტურია (+7=2) არ მარცხდება.
"აინტრახტს" საკუთარ მოედანზე ექვსმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
"გლადბახს" ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
"გლადბახს" ოთხი ტურია, საკუთარ მოედანზე არ მოუგია.
დრმიჩმა პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში 2016 წლის თებერვლის შემდეგ.
გინტერმა ამ სეზონში უფრო მეტი გოლი (ხუთი) გაიტანა, ვიდრე წინა ექვს სეზონში ერთად აღებული.
"ჰოფენჰაიმმა" მერვე გოლი გაიტანა პირველ 15 წუთში, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია.
კრამარიჩმა შვიდი გოლი გაიტანა ბოლო შვიდ მატჩში. მხოლოდ ლევანდოვსკის აქვს 2018 წელს მეტი გოლი გატანილი - 8.
"შტუტგარტი" შვიდი ტურია (+5=2) არ მარცხდება.
"შტუტგარტს" სტუმრად სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
გომესმა "შტუტგარტში" დაბრუნების შემდეგ 10 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.
"შტუტგარტი" დაუმარცხებელია მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა თაიფუნ ქორქუთი - 5 მოგება და 2 ფრე.
პეტერსენის გოლი 750-ე იყო "ფრაიბურგისთვის" პირველ ბუნდესლიგაში.
პეტერსენი 13 გოლით საუკეთესო გერმანელი ბომბარდირია.
"მაინცს" ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
"აუგსბურგმა" შინ ზედიზედ მესამედ წააგო.
"აუგსბურგის" ფეხბურთელმა ფილიპ მაქსმა მე-12 საგოლე პასი შეასრულა, რითაც ბუნდესლიგის ლიდერია.
"ვერდერს" ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
"ვერდერის" ბოლო რვა გოლი რვა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.
"ჰამბურგს" 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"ჰამბურგმა" ბოლო ექვს მატჩში ხუთჯერ წააგო.
კრისტიან ტიტცი "ჰამბურგის" მე-18 მწვრთნელია ბოლო 10 წელიწადში.
"ჰერტამ" შეწყვიტა ოთხმატჩიანი უგოლო სერია, რომელიც 447 წუთს უდრიდა.
"ჰერტამ" ბოლო 10 მატჩში მერვედ მოუგო "ჰამბურგს".
"დორტმუნდი" 11 მატჩია ბუნდესლიგაში არ მარცხდება.
მიში ბატშუაიმ "ჩელსიდან" "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ, შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.
"ჰანოვერმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
"ჰანოვერს" რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"ჰანოვერი" ცხრა მატჩია სტუმრად ვერ იგებს.
შეწყდა "ლევერკუზენის" სტუმრად 10-მატჩიანი წაუგებელი სერია.
"ლევერკუზენმა" ბოლო 25 წელიწადში მხოლოდ მესამედ წააგო კიოლნში.
"ბაიერნმა" შეწყვიტა 13-მატჩიანი წაუგებელი სერია. გუნდის ბოლო მარცხი 25 ნოემბრით თარიღდებოდა ("გლადბახთან" - 1:2).
ვაგნერმა "ბაიერნის" ბოლო სამ მატჩში შეძლო გატანა.
კეიტას საპასუხო გოლი "ლაიპციგის" რიგით მე-11 დარტყმა იყო მატჩში.
"ლაიპციგმა" ყველა მატჩი მოიგო, როცა კეიტამ გაიტანა - ეს სერია 10 თამაშს უტოლდება.
"ლაიპციგს" ბაიერნთან" ზედიზედ ოთხი წაგება ჰქონდა.
ბუნდესლიგა. XXVII ტური
ფრაიბურგი-შტუტგარტი 1:2
გოლები: 0:1 გომესი (4), 1:1 პეტერსენი (53), 1:2 გომესი (75)
გლადბახი-ჰოფენჰაიმი 3:3
გოლები: 0:1 ჰიუბნერი (13), 1:1 დრმიჩი (33), 1:2 კრამარიჩი (57-პენ), 2:2 შტინდლი (72), 2:3 გრილიტში (73), 3:3 გინტერი (89)
აინტრახტი-მაინცი 3:0
გოლები: 1:0 ბოატენგი (6), 2:0 იოვიჩი (23), 3:0 რებიჩი (41)
აუგსბურგი-ვერდერი 1:3
გოლები: 0:1 ბელფოდილი (5), 0:2 ბელფოდილი (40), 1:2 ხედირა (63), 1:3 კრუზე (82)
ჰამბურგი-ჰერტა 1:2
გოლები: 1:0 დუგლას სანტოსი (25), 1:1 ლაზარო (56), 1:2 კალუ (63)
ვოლფსბურგი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 კნოხე (86-საკ. კარში)
შალკე: ფერმანი - სტამბული (46. ინსუა), ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, გორეტცკა, მაიერი, ოშჩიპკა - ჰარიტი (60. ემბოლო) - ბურგშტალერი (80. დი სანტო), ბენტალები.
76-ე წუთზე ვერჰაეგმა ვერ გაიტანა პენალტი.
დორტმუნდი-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 ბატშუაი (24)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, თოფრაქი (46. პაპასტატოპულოსი), შმელცერი - გონსალო კასტრო (46. ვაიგლი), დაუდი - პულიშიჩი (70. ფილიპი), გიოტცე, შიურლე - ბატშუაი.
კიოლნი-ლევერკუზენი 2:0
გოლები: 1:0 ოსაკო (9), 2:0 ცოლერი (69)
ლევერკუზენი: ლენო - იედვაი (46. ჰენრიხსი), ს. ბენდერი, ტა, ვენდელი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი (46. პოიანპალო) - ბრანდტი, ჰაფერცი, ბეილი (73. ბელარაბი) - ალარიო.
გაძევება: ალარიო (33, ლევერკუზენი)
ლაიპციგი-ბაიერნი 2:1
გოლები: 0:1 ვაგნერი (12), 1:1 კეიტა (37), 2:1 ვერნერი (56)
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, კონატე, უპამეკანო, ილსანკერი - კამპლი, დემე, კეიტა (68. ფორსბერგი), ბრუმა - პოულსენი, ზაბიტცერი (10. ვერნერი/83. ოგუსტენი).
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი (79. რაფინია), ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - რუდი, ვიდალი - მიულერი, ხამეს როდრიგესი (72. ლევანდოვსკი), ბერნატი (61. რიბერი) - ვაგნერი.
ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მიახელ გრეგორიტში (აუგსბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
31 მარტი: ჰოფენჰაიმი-კიოლნი, შალკე-ფრაიბურგი, ლევერკუზენი-აუგსბურგი, ჰანოვერი-ლაიპციგი, შტუტგარტი-ჰამბურგი, ბაიერნი-დორტმუნდი, ჰერტა-ვოლფსბურგი.
1-ლი აპრილი: ვერდერი-აინტრახტი, მაინცი-გლადბახი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო - "არსენალმა" და "ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ლილის" ბარიერი გადალახა
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ჩემპიონთა ლიგაზე წყვილები გაირკვა - პსჟ პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "სიტიმ" პსჟ-ს შემოუტრიალა, "რეალმა" "შერიფის" ზღაპარი დაასრულა, მესიასმა გაიტანა, მესიმ - ვერა [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]