ტურნირში, რომელშიც ერთმანეთს 16 გუნდი ეჯიბრებოდა, იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა "მაჯლაჯუნამ" გაიმარჯვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ კვირას ტარდება ტურნირი სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ამჯერად სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა შეჯიბი ხელბურთში, სადაც თსუს სტუდენტები მონაწილეობდნენ.

საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს 16 გუნდი ეჯიბრებოდა. 6 აპრილს გამოვლინდა ორი ფინალისტი გუნდი: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი "მაჯლაჯუნა" და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი "მგლები". ფინალური შეხვედრა გაიმართა 7 აპრილს სპორტ კომპლექს "ქარიშხალა"-ში.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ, ანგარიშით 11-10 "მაჯლაჯუნების" გამარჯვებით დასრულდა. ტურნირზე გამოვლინდა საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ჯავახაძე, საუკეთესო მეკარე ლექსო მელაძე, საუკეთესო ხელბურთელი თორნიკე ზაალიშვილი.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს სტუდენტურმა თვითმმართველობამ მედლებთან და თასთან ერთად გადასცა ფულადი ჯილდო 300 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 150 ლარი.

თამაშს ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ზურაბ კაკაბაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე.

სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტი კვლავ აგრძელებს ტურნირებს ჩატარებას, ამჯერად სტუდენტები ლაზერლენდში მოსინჯავენ ძალებს.

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა