ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰარუ ბაშო. ტოჩინოშინი: ფინანსები, დაწინაურება და ოძეკებოს კომიტეტის მოლოდინი

ჰარუ ბაშო. ტოჩინოშინი: ფინანსები, დაწინაურება და ოძეკებოს კომიტეტის მოლოდინი

ჰარუ ბაშოს ტურნირი ოსაკაში დასრულდა და ახლა მთელი სპორტული იაპონია სუმოს შედეგებზე საუბრობს
ჰარუ ბაშოს ტურნირი ოსაკაში დასრულდა და ახლა მთელი სპორტული იაპონია სუმოს შედეგებზე საუბრობს.

იაპონელთათვის ძალიან საყვარელ ფიგურად იქცა ქართველი ტოჩინოშინი. ამაზე ისიც მეტყველებს, თუ როგორ ხვდებოდნენ და როგორი ოვაციებით აცილებდნენ ყოველდღიურად დოჰიოდან ლევანს.

ქართველმა სეკიტორმა 10 ბრძოლა მოიგო და 5 ბრძოლაში დამარცხდა. ეს, პირველ რიგში, ტრავმით იყო განპირობებული, თორემ ლევანს ეტყობოდა, რომ მეტიც შეეძლო. თუმცა ეს კაჩიკოშია და სუმოს სამყაროში დადებით შედეგად ითვლება.

ამ ამბავს ისიც დაერთო, რომ მიტაკეუმმა დადებითი ბალანსი ვერ მოიპოვა და ტოჩინოშინი მის პოზიციაზე დაწინაურდება, ანუ ნახევარი საფეხურით აიწევს წინ დასავლეთის სეკივაკედან და აღმოსავლეთის სეკივაკე გახდება.

იმპერატორის თასი მომავალ ბაშომდე მონღოლ იოკუძუნა კაკარიუს ეკუთვნის, რომელმაც 13 მოგება და 2 მარცხი მიითვალა, ერთ-ერთი კი ლევან გორგაძესთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ ბაშოზე კაკარიუ ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს.

ჰარუ ბაშო. XII დღე: არის! ტოჩინოშინმა დაუმარცხებელ კაკარიუს მოუგო [VIDEO]

ტოჩინოშინი ამ ბაშოზე იმითაც იყო გამორჩეული, რომ ძალიან მრავალფეროვანი ილეთების კოლექცია წარმოადგინა. ზოგიერთი ქართველი "კრიტიკოსი" კი ამბობდა, ერთსა და იმავე ტაქტიკას იყენებს, შესაბამისად, მალე ყველა მიუხვდებაო. არადა, ქართველ სეკიტორს ისეთი მოგებები ჰქონდა, საუკეთესო ორთაბრძოლისთვის განკუთვნილი პრიზი შუკუნ-შო დაიმსახურა. ეს პრიზი უკვე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ლევანმა, ამჯერად კაკარიუსთან გამარჯვებისთვის.

მთავარი ბრძოლა ქართველ ფალავანს ტრავმასთან აქვს. თუ ის შეძლებს, რომ მაისის ბაშოს უკეთეს ფორმაში შეხვდეს, სრულიად რეალური ხდება ოძეკობისთვის ბრძოლა. ამისთვის კი ნაცუ ბაშოზე შეიძლება იგივე შედეგის გამეორებაც კი ეყოს. ეს იქნება ის მინიმუმი, რითიც შეიძლება ოძეკობა მოიპოვოს, თუმცა ამ ყველაფერს სუმოს "მამები" წყვეტენ და შეიძლება ეს საკმარისი არ გამოდგეს.

რეალურად ამისთვის თუ რა დასჭირდება ტოჩინოშინს ოძეკობისთვის, ოთხშაბათს გახდება ცნობილი. 29 მარტს იოკუძუნა-ოძეკობის კომიტეტი შეიკრიბება და შემდეგი ბაშოსთვის ქართველს ნაცუ ბაშოზე, სავარაუდოდ, 10-11 მოსაგებ მატჩს დაუწესებენ.

რა ფინანსური სარგებელი ნახა ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე?

შუკონ-შოს პრიზის მიღებისთვის 2 მილიონი იენი მიიღო (18 936 დოლარი).

ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში 98 კენშო მოაგროვა. ჯამში დაახლოებით 50 960 დოლარი.

თუმცა ამაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ტიტულს. თუ ტოჩინოშინი ოძეკი გახდება, მისი ხელფასი დაახლოებით 25 000 დოლარი გახდება. ამჟამად ლევან გორგაძის ხელფასი 18 000 დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოპოვებული პრიზებისა და ხელფასის ნახევარი სხვადასხვა მოსაკრებელს ხმარდება.

1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს

რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, მას მაკუუჩი დივიზიონში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. თეიმურაზ ჯუღელმა ჰარუ ბაშო შესანიშნავად დაიწყო, თუმცა შემდეგ ბევრი მარცხიც დაუგროვდა. მის ანგარიშზე რვა მოგება და შვიდი მარცხი არის, არადა, ბოლო ბრძოლაში ლიგის მეთორმეტე ნომერი ტაკანოივა რომ დაემარცხებინა, შეიძლება დაწინაურებულიყო კიდეც. ამ შემთხვევაში კი ის აუცილებლად აიწევს ჯურიო ლიგის რეიტინგში.

პერსონალური ტესტი: გამოვა თუ არა შენგან სუმოისტი?

• ქუთაისელი

რა არის 18000 დოლარი ასეთი პოპულარული სპორტისთვის და კიდე დაქვითვები? ეს წუწურაქები ესენი.. სადაა იაპონიის პროფკავშირები და შრომის სამინისტრო? დავწეროთ პეტიცია რომ მოუმატონ ხელფასი :)

ტრამვას მოიშუშებს აპრილში ჩვენი ლომი და მაისის ბაშოს შეხვდება კიდე უფრო მაგარ ფორმაში. კარგია კაკურიუ თუ არ იქნება (მასაც კარგად ყოფნას ვუსურვებ) რაც შეეხება ოძეკებს: ტაკაიასუს და გოიედოს, რევანში გვაქ ასაღები და ეს გასაღები ლევანს აქვს :)) წარმატებები ტოჩი

• სოსო

ინგლისური არ ვიცი და და ჰარუ ბაშოს პირდაპირის ძებნაში ღობე ყორეს რომ ვედებოდი,რაღაც იაპონური არხის გვერდზე მოვხვდი,იქაც ალალ ბედზე,უაზრო ძრომიალის შემდეგ მოვხვდი გვერდზე,სადაც სუმოს ილეთების დემანსტრაციებია,თავისი დასახელებებით.პირდაპირი რეპორტაჟები ვერ ვიპოვე,მაგრამ ესეც არა ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

"ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან

ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!

ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა

ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა

"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა

მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]

ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]

ჰარუ ბაშო. XI დღე: ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა [VIDEO]

"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]

ჰარუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინი მიაწვა, მიაწვა და ტამავაში დოჰიოდან გაიყვანა! [VIDEO]

დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]

ჰარუ ბაშო. XII დღე: ტოჩინოშინი VS ჰაკუჰო - შანსი გვქონდა, თუმცა ვერა... [VIDEO]

ბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინის ახალი რეიტინგი ცნობილია

ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია

"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

ჰარუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი VS კაკურიუ - ბრძოლა შედგა, გამარჯვება იოკოძუნას დარჩა [VIDEO]

3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]

ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]