დღეს, 27 მარტს საქართველოს ესტონეთი ეწვია და საღამოს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე, ვიმედოვნებთ, კიდევ ერთ საფეხბურთო ზეიმს ვიხილავთ
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან ამხანაგურ შეხვედრაში ისეთი პირველი ტაიმი ჩაატარა, რთულია, გამოხვიდე იმ ემოციებიდან და დაივიწყო ის სიამოვნება, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მოგვანიჭეს.

დღეს კი, 27 მარტს საქართველოს ესტონეთი ეწვია და საღამოს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე, ვიმედოვნებთ, კიდევ ერთ საფეხბურთო ზეიმს ვიხილავთ. ვინც სტადიონზე ვერ მოხვალთ, მატჩის სატელევიზიო ტრანსლაციას "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იხილავთ.

ტაქტიკური მონახაზი და შემადგენლობა

თუ წინა შეხვედრაში სამი ფეხბურთელი გვაკლდა, ამჯერად რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ჯანო ანანიძემ ლიტვასთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და შემოდგომამდე მინდორს დაემშვიდობა. ასევე, ვაკო გვილიაც ვარჯიშზე მსუბუქად დაშავდა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მეორე შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე მონაწილეობას არ მიიღებდა. ასევე ტრავმის გამო წინა შეხვედრამდე გვაკლდნენ: დავით ხოჭოლავა, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე.

სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ეს ცვლილებები არ იქნება. ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი მაკარიძე.

სლოვაკი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა პაპუნაშვილის თამაშით და ამ ქმედებით მას ნაკრებში დამკვიდრების უფრო მეტ შანსს აძლევს.

ბოლო წლებია საქართველოს ნაკრებში საკმაოდ კარგი კონკურენციაა მეკარეებს შორის და ვაისიც შანსს ყველას აძლევს. ამჯერად გიორგი მაკარიძე დაიწყებს, რომელსაც უფრო მეტი წნეხი ექნება, ვიდრე გიორგი ლორიას ჰქონდა ლიტვასთან.

ვლადიმირ ვაისმა ძალიან ბევრი კარტი გახსნა მატჩის წინ. სასტარტო შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, იქნებიან: ნიკა კაჭარავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი, ჯიმი ტაბიძე და ლაშა შერგელაშვილი.

ანუ, თუ ვაისს დავუჯერებთ, დაახლოებით ასეთი იქნება ჩვენი ტაქტიკა - 4-2-3-1: გიორგი მაკარიძე - ლაშა შერგელაშვილი, ჯიმი ტაბიძე, საბა კვირკველია, ოთო კაკაბაძე - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი - გიორგი პაპუნაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მერებაშვილი - ნიკა კაჭარავა.

ერთი მხრივ, კარგია, რომ საქართველოს ნაკრების დამრიგებელი არჩევს შემადგენლობას, რომელსაც ერთა თასზე დაეყრდნობა, თუმცა წინა მოგებით გახარებული გულშემატკივარი "მიხეილ მესხის" სტადიონზე მომავალი გამარჯვების იმედით ცარიელ ადგილს არ დატოვებს.

ვლადიმირ ვაისი: ესტონეთთან მატჩში ვაკო გვილიაც გამოგვაკლდება

მეტოქე ესტონეთი

წინა დაპირისპირება ნაკრებსაც და გულშემატკივარსაც ცუდად ახსოვს. 2015 წელს, ჯერ კიდევ როცა ცხადაძე იყო მწვრთნელი, ტალინში 3:0 წავაგეთ და ჩვენს თამაშში საერთოდ არ იყო ფეხბურთის ნასახი. დღეს გამოძახებული 20 ფეხბურთელიდან ტალინში შვიდი ფეხბურთელი იმყოფებოდა და ექვსმა მიიღო მატჩში მონაწილეობა: ლორიამ, კაკაბაძემ, კაშიამ, ნავალოვსკიმ, კანკავამ და ყაზაიშვილმა. იმ შეხვედრაში თადარიგში მხოლოდ გიორგი მაკარიძე იყო.

ესტონეთი თბილისში წამოსვლამდე სომხეთს 0:0 დაუზავდა. მათი მწვრთნელის განცხადებით, ჩვენთან დადებითი შედეგის მისაღწევად მოდის. მათი ნაკრები ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზეა და c დივიზიონში ჯგუფში უნგრეთთან, საბერძნეთთან და ფინეთთან ერთად იმყოფება.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ესტონეთი: ერევნის გავლით თბილისში

მეტოქის ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია ადგილობრივი ჩემპიონატიდან. 4 ფეხბურთელი ტალინის "ფლორიდანაა", რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამ კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილია. ბოლო პერიოდში კი ზაქარიას ესტონეთის ნაკრებში ასპარეზობაზე მიდის საუბარი.

"ვაისი ჩემით არასდროს დაინტერესებულა, ესტონეთის ნაკრებში კი შანსი მომეცემა"

სხვათა შორის, 2015 წელს 78-ე წუთზე ჩაერთო ბეგლარიშვილი შეხვედრაში ესტონეთის წინააღმდეგ, მაგრამ რადგან ის ოფიციალური შეხვედრა არ იყო, მას თავისუფლად შეუძლია ესტონეთის ნაკრებში ითამაშოს.

ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი "ლივერპულის" მცველი რაგნარ კლავანია. ესტონეთის ნაკრებშია ნიკა კაჭარავას თანაგუნდელი კენ კალასტეც, რომელიც მარცხენა მცველია.

ესტონეთის ნაკრებს 2016 წლიდან ადგილობრივი სპეციალისტი მარტინ რეიმი წვრთნის, რომელიც მანამდე ახალგაზრდული ნაკრებების გაწვრთნით იყო დაკავებული.

რას ველით?

გავსებულ სტადიონს! ერთი რამ, რაც გულდასაწყვეტი და უცნაური იყო წინა მატჩში, ეს იყო შეხვედრის მიწურულს ტრიბუნების მასობრივი დაცარიელება. ცოტა უცნაურია - თუ ვაგებთ, მიდის გულშემატკივარი, თუ ვიგებთ, მაინც მიდის.

დღევანდელი მატჩი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ლიტვასთან იყო. როგორც დანაკლისიდან გამომდინარე, ამავდროულად, იმ ცვლილებებითაც, რასაც ვაისი გეგმავს.

მაგრამ ამ ექსპერიმენტებით ბევრი დეტალი იჩენს თავს, მაგალითად: ვინ უნდა იყოს მთავარი მეკარე? ვინ უნდა იყოს სასტარტოში, გიორგი ქვილითაია თუ ნიკა კაჭარავა? დანაკლისის პერიოდში რამდენად ძალუძს გიორგი პაპუნაშვილს ლიდერების ჩანაცვლება? შეძლებს ისეთივე ნაყოფიერი იყოს ნიკა კვეკვესკირი, როგორც ვაკო გვილიაა? და ა.შ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რთულია, რევანშზე იფიქრო, თუმცა ყველაფერი ხდება...

კანკავაზე ეწყობა ისევ გუნდი? მე სამწუხაროდ ვერ ვატყობ გუნდს რომ მისი ყოფნა რამეს მატებდეს და იქნებ დროა მის გარეშე ითამაშოს ამხანაგურები და დალაგდეს სათამაშო სქემა. უფრო მობილური გუნდი გამოვა ჩემი აზრით, ჯაბას ცალსახა ჩამშლელია და ქეცბაიას ფორმაციის გუნდისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა როცა შეტევის პრეტენზია გვაქვს მისი მოედანზე ყოფნა დასუსტებაა ამ პოტენციალის.

კანკავაზე ეწყობა ისევ გუნდი? მე სამწუხაროდ ვერ ვატყობ გუნდს რომ მისი ყოფნა რამეს მატებდეს და იქნებ დროა მის გარეშე ითამაშოს ამხანაგურები და დალაგდეს სათამაშო სქემა.
ozeki.
-საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მაკარიძე, კაშია, კვირკველია, ხოჭოლავა, ?... ?... ?... ?...ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, ქვილითაია.
qomagi
am tamashi xom gamogvadgeboda sxirtladze da chanturia, auzileblad orive unda gamoezaxa(((
თენგო
არაბიძე ძალიან კარგი ახალგაზრდაა და პერსპექტივა აქვს თუ განვითარდება, მაგრამ ეროვნულში რატომ არ იძახებთო ვინც იძახით, უყურეთ ახალგაზრდულში ფარერებთან თამაშს? მოგეწონათ იქ არაბიძე?
roma
კვეკვესკირისგან რა გინდათ ხალხო? გვილია რომ არ გვყავდა მოლდოვასთან თამაში საუკეთესო იყო და საერთოდ მისი დამსახურებაა ის მატჩი რომ არ წავაგეთ,
მერო
რა წაიღეთ ტვინი ამ არაბიძით,მე მაგის ისეთი ნათამაშები არ მახსოვს ნაკრებს რომ აკმაყოფილებდეს. ხომ ხედავთ შახტარის დუბლებშიც აღარ ათამაშებენ.მე თუ მკითხავთ ახალგაზრდულ ნაკრებშიც არ უნდა იძახებდენ ამ ეტაპზე.
მიშა63
დღეს დაამტკიცონ არაბიძემ და ზარანდიამ, რომ პრეტენზია აქვთ ეროვნულზე !!!
კოტე
გიორგი მერებაშვილი ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას, იქ სადაც გადაცემაა საჭირო კარში ურტყავს და პირიქით.
giga
ერთი რამე არ მესმის,კონკრეტულად არაბიძესთან დაკავშირებით, თუ იმიტომ არღარ იძახებს ვაისი, რომ ბურთს ათრევს პასს აგვიანებს, ან სხვა რამის გამო, (რასაც მე არ ვეთანხმები) ერთი მაინტერესებს რა არის განსხვავება პაპუნაშვილსა და არაბიძეს შორის რა, ამ პაპუნაშვილს უფრო მეტი წუნი აქვს თამაშის დროს მეთუ მკითხავთ, არაბიძე არიყო სენტ კიტსა და ნევისთან სირცხვილს რო გადაგვარჩინა, ტიპმა 4 თამაშში 3 გოლი შეაგდო მეტი რაღა გინდა? დავიჯერო 15 წუთი აღარ ეკუთვნის
gio
რა ცაში აიყვანეთ ნაკრები ქებით, ერთი ჭ კლასი გუნდია.)))
რემზე
მე პირადად კაჭარავა მირჩევნია ქვილითაიას, კვეკვესკირს საერთოდ რაღატო იძახებენ? აბურჯანია ჯობია. პაპუნაშვილი ძაან მატრაკვეცობა მგონია, მაგას საბა ლობჟანიძე მირჩევნია.
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: რუსებმა ქართველებზე უარი თქვეს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]