BRAVO: საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარიშით მიჯრით მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]
27 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთი 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მიერ ლიტვის 4:0 დამარცხებამ ბევრი სასიამოვნოდ გააკვირვა, არაკეთილმოსურნეებმა კი თქვეს, რომ ეს მატჩი საეჭვო იყო. ეს რომ ასე არ გახლდათ, ესტონეთთან შეხვედრამაც ნათლად გვაჩვენა, როდესაც გადახალისებულმა ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და ანგარიშიც გახსნა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მცველ ტაბიძეს მიუვიდა, გულზე მიიღო, კოხტად ჩამოიღო და მეერტისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ იერიშების მიტანა "ჯვაროსნებს", კაჭარავამ გაუშვა კარგი შანსი ხელიდან, პაპუნაშვილმა მახვილი კუთხიდან ვერ მოახერხა მეორე გოლის გატანა. სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და 23-ე წუთზე მაკარიძემ ბალტიისპირელთა თავდამსხმელის დარტყმული ბურთი მოიგერია.

35-ე წუთზე კი ყაზაიშვილმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელიც დიდხანს ემახსოვრება ფეხბურთის ქომაგს. ეს უბრალოდ, შედევრი იყო.

მეორე ტაიმში მეტოქემ თამაში გადააწყო, ორი თავდამსხმელით შემოგვიტია და კლავანმა ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ კაჭარავამ ვერ მოახერხა მეერტისის დამწუხრება. საბოლოოდ 2:0 და იმაზე დაგვწყდა გული, რომ უფრო დიდი ანგარიშით ვერ გავიმარჯვეთ...

ერთი სიტყვით, ჩვენმა გუნდმა ლიტვაზე უფრო ძლიერ ესტონეთსაც სძლია, ორ შეხვედრაში აჩვენა კლასი, დიდებული იყო გუნდურად, ფეხბურთელები ინდივიდუალურად ჩინებულად მოქმედებდნენ, თითქმის არ უტოვებდნენ მეტოქეს თავისუფალ ზონებს, თავს კარგად იცავდნენ, შესანიშნავად უტევდნენ, უტევდნენ სწრაფად, შემართებით, ლაზათიანად, ბურთსაც მშვენივრად აგორებდნენ და რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ ნაკრები ერთ და ორ მოთამაშეზე არაა დამოკიდებული: ჩაკვეტაძის, გვილიას და ანანიძის გამოკლება ფაქტიურად არც დაეტყო.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ვლადიმირ ვაისი: მე ვერ გამოვიყენებ მომენტებს ფეხბურთელების ნაცვლად

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველები უფრო შემოქმედებითად თამაშობენ

თბილისი. "მიხეილ მესხი".

საქართველო - ესტონეთი 2:0

გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35)

საქართველო: მაკარიძე, შერგელაშვილი (დვალი 63), ტაბიძე, კვირკველია (კაშია 84), კაკაბაძე, კანკავა, კვეკვესკირი , მერებაშვილი (ჯიღაური 63), ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი (აბურჯანია 83), კაჭარავა (არაბული 70, ქვილითაია 77)

მთ. მწვრთნელი: ვაისი

ესტონეთი: მეერტისი, ტენისტე (ალ. დმიტრიევი 71), ტამი, მოროზოვი, კლავანი, პიკი, კუატი (ვასილევი 76), ანტონოვი (კრუგლოვი 63), ლეპისტუ (ელჰი 71), ზენიოვი, ანიერი (არ. დმიტრიევი 46)

მთ. მწვრთნელი: რეიმი

დდდ
ძლივს რაღაც პოზიტიური დავინახეთ ჩვენი ნაკრების თამაშში.გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ 2 თამაში მოვიგეთ ზედიზედ და მოდი შევიგროთ და შევარგოთ ბიჭებს ეს გამარჯვება და ჩასაფრებული პოზიციიდან ნუ ვისაუბრებთ,გადახედეთ წინა წლებს და მიხვდებით რატომ გვიხარია თუნდაც ესეთ გუნდებთან მოგება, გამართული ფეხბურითის თამაში და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი-გოლის არგაშვება,ასე რომ წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდს,წინ მნიშვნელოვანი თამაშებია და გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს.
kashialegend
კარგით რა ნათია მასს. ეს გამისწორე აბა ჯკსდლკასLKDN,მსდ, ,ასმ ,ასმ დსდ ც,მს ა,მსდ ს ცს
ანდრი
გეთანხმები 2020-მდე. მაგის შემდეგ რაც დაწერა შენი პირადი განცდა და სურვილია, რეალობამდწ კი შორია ჯერ. კალათბურთელებმაც დაგლიჯეა, მაგრამ ფედერეაცია არ იყო იმ ერთ გუნდში. აქ ჯერ ეს ბიჭები მწვრთნელი და გულშემატკივარია.
irakli81
აქ ბევრმა დაწერა, რომ სუსტი მეტოქეები გვყავდა, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ ჩვენ გამართული , ხარისხიანი და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მჯერა ამას უფრო ძლიერ გუნდებთანაც შევძლებთ თუ მოვინდომებთ.
OMARI
ეს ისეთივე ნაკრებია როგორც საქართველო . უფრო ძლიერი ნაკრები უნდა ვეძებოთ სათამაშოთ
სოსო
ლუკა ,კარგი არ არის სხვისი ხელით ნარის გლეჯა,შე კაი კაცო,შეჰპირდებოდი მაღარიჩს და თუ გინდა ორ ბურთსაც გაიტანდა.ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,სერიოზულად კი გილოცავთ ყველას ამ ორ გამარჯვებას,შეიძლება ამხანაგურებია,მაგრამ რამდენი წელია ჩვენს ნაკრებს თან მოეგოს და თან ₾ამაზად ეთამაშოს,ასეთი არა გვქონია და საერთოდაც, როდის ვითამაშეთ ლამაზად უკანასკნელად?აღარც კი მახსოვს.
babeli
შემდეგი ალბატ ინდონეზია იქნება
pele
იმიტომ გიჭირდა გიბრალტართან გოლის გატანა, რომ არაფერს წარმოადგენ
irakli81
უდაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა ჩვენმა ნაკრებმა ეს ორი თამაში. იმედია ერთა ლიგაზეც ესე ვითამაშებთ.რაც მთავარია გამოჩნდა, რომ შეგვძლებია ფეხბურთის თამაში
888
ახლა საჭიროა სასწრაფოდ მოვიწვიოთ ვანუატუს ნაკრები,შეიძლება იმათაც მოვუგოთ.
status quo
მეორე თამაშია,რაღა მიჯრით.მიჯრით იქნებოდა, მეოთხე ან მერვე რომ მოეგოთ.
kashialegend
რატო გაქვთ ისეთი წარმოდგენა,რომ ესტონეთი გიბრალტარის დონის გუნდია. თუ გახსოვთ,იგივე გიბრალტართანაც გვიჭირდა გოლის გატანა. ყველაფერზე კრიტიკა არ შეიძლება. ორი თამაში ჩავატარეთ და ორივეში ტოტალური უპირატესობა გქონდა. ბიჭებმა სული და გული ჩადეს,თითოეულ მეტრზე იბრძოდნენ და უნდა დაუფასოთ ეს შრომა. ფეხბურთი ცუდ დღეშია ამაზე არავინ დაობს,მაგრამ რა პირობებს ვთავაზობთ მომავალ ფეხბურთელებს ან თუნდაც ახლანდელებს? სტადიონი რა დღეში იყო იმას ვერ დაკვირდით. დაბალი პასის გაკეთების დროს ბურთი ხტუნვა ხტუნვით რომ მიდიოდა. ესეც ფეხბურთელების ბრალი ხომ არაა. მე ვამაყობ ქართველი ფეხბურთელებით და ყოველთვის ასე იქნება. არიან ადამიანები სხვადასხვა ნაკრებების გამო ერთმანეთს ხოცავენ საქართველოში და ეს ადამიანები დინამოზე შვაიშტაიგერს ფეხებში უვარდებიან და ულოცავენ საქართველოსთან გამარჯვებას. როცა ასე გექცევა შეიგულშემატკივარი,მერე გახვიდე სული და გული ჩადო თამაშში ეს ძალიან მაგარი საქციელია. არ მივატოვებ არასდროს, ნაკრები ჩემი გულია და მე ყოველთვის ვიქნები, იქ სადაც ჩემი გუნდია. ის ხალხი ვინც ამ გამარჯვებებს აკნინებთ, გირჩევთ ჯერ გულშემატკივრობა ისწავლეთ და მერე შეედავეთ ფეხბურთელებს. 2020 წელს ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ევროპაზე და ეს ასე რომ არ მოხდეს ჩემთვის არაფერი იცვლება, ისევ მექნება მიზანი იგივე და მოვა დრო ამას მივაღწევთ, ყველანი ერთად და ჩემთვის ფეხბურთელები, მწვრთნელი,ფედერაცია და გულშემატკივარი ერთი გუნდი მგონია და ასეც უნდა იყოს, ეს ხომ ჩვენი ქვეყანა და ეს ხომ ჩვენი ნაკრებია, ბიჭებს გულზე ჩვენი დროშა აქვთ ამოქარგული და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და აუცილებლად მოვა დიდი გამარჯვებების დროც
kashialegend-ს ნათია ,,მასწავლებლისაგან"
ეს გამარჯვება ეძღვნება მათ, ვინც (ვისაც) საქართველოში ფეხბურთი მკვდარი ჰგონია(ჰგონიათ) და გაუქმებას ითხოვდენ (ითხოვდნენ). კარგი თამაში,ლამაზი (ლამაზ) სტილიში (სტილში)მოგება გამოვიდა. სხვას არც ველოდი და უფრო მეტი უნდა გაგვეტანენა (გაგვეტანა). ბედის ირონიაა (-) კლავანი ლივერპულში და კვირკველია ლოკომოტივში. ვამბობდი (,)მომავალი მოდისთქო და აჰა დადგა ეს დროც. კაკაბაძე,პაპუნაშვილი,აბურჯანია,დვალი,ტაბიძე და ჩაკვეტაძე. კვეკვესკირი საუკეთესო იყო დღეს. კარგი პიროვნებაა პირველ რიგში და კარგი თამაშიც ჩატარა. ყველას გილოცავთ (!) მესმის, რომ გიხარიათ მოგება, მაგრამ იქნებ ისე ვწეროთ, რომ ... წვრილმან შეცდომებზე არაფერი დამიწერია.
Modric
ეგ კომენტარი ვნახეთ უკვე ფეისბუქზე. 7-ჯერ.
anti
ესენი ამხანაგურებს უფრო იგებენ ვიდრე ოფიციალურებს, ოფიციალურებში მოგება როდის გვქონდა აღარც გვახსოვს, ხომ არ აჯობებს რომ მოვატყვილოთ ფეხბურთელებს ოფიციალური თამაშები ამხანაგურიათო და იქნება გვეშველოს :)
gio
ესტონეთი ნამდვილად არ არის გიბლარტარის დონის ნაკრები ცენტრალური მცველი ჰყავთ ლივერპულის ფეხბურთელი და დანარჩენი ფეხბურთელები ყველა ევროპაში თამაშობენ და ბოლოს რომ შევხდით 3-0 მოგვიგეს და ჩვენზე წინაც არიან რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ვულოცავ ძალიან კარგად ითამაშეს.
თემო
არიქა! გიბრალტარის დონის გუნდს მოუგეს. ყველაზე მაგრები ვართ!
kashialegend
ეს გამარჯვება ეძღვნება მათ, ვინც საქართველოში ფეხბურთი მკვდარი ჰგონია და გაუქმებას ითხოვდენ. კარგი თამაში,ლამაზი სტილიში მოგება გამოვიდა. სხვას არც ველოდი და უფრო მეტი უნდა გაგვეტანენა. ბედის ირონიაა კლავანი ლივერპულში და კვირკველია ლოკომოტივში. ვამბობდი მომავალი მოდისთქო და აჰა დადგა ეს დროც. კაკაბაძე,პაპუნაშვილი,აბურჯანია,დვალი,ტაბიძე და ჩაკვეტაძე. კვეკვესკირი საუკეთესო იყო დღეს. კარგი პიროვნებაა პირველ რიგში და კარგი თამაშიც ჩატარა. ყველას გილოცავთ
ლუკა
ეს რა მიქნა კაჭარავამ.2.5 მეტი მქონდა.350ლ წამაგებინა((( ჩვენს ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას.ასე გააგრძელეთ...!
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! - სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! - სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე