დღეს უმცროსი "ბორჯღალოსნები" ევროპირველობის ნახევარფინალში პორტუგალიას შეხვდებიან
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა დღეს, საქართველოს დროით 17:50 საათზე პორტუგალიასთან გასამართი 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პოლონეთში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში, დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა ჰოლანდია 69:12 დაამარცხეს. 25 მარტს გამართული მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობის ორი მოთამაშე შეცვალეს. 9 ნომერზე თამაშს მიხეილ ალანია იწყებს, ხოლო კვაჭი საბა კურატიშვილი იქნება.

ჰოლანდიელთა ძლევის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეორე დღე აღდგენას დაუთმეს, დღეს კი კაპიტნის ვარჯიში გამართეს. მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩის შემდეგ არავინ დაშავებულა და ყველა მოთამაშე მწყობრშია.

პორტუგალიას მეოთხედფინალში რუსეთთან დიდი ბრძოლა გადახდა. 26-ე წუთზე 3:18 ჩამორჩენის შემდეგ, მათ 10 წუთში 3 ლელოს გატანა შეძლეს და ტაიმი 22:18 მოიგეს.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში პორტუგალიამ კიდევ ორი ლელო გაიტანა და 32:18 დაწინაურდა. ამჯერად რუსეთმა გაიბრძოლა, ორი ლელო თავადაც გაიტანა, ორივე გარდასახა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე პორტუგალიამ გამარჯვების ლელო გაიტანა და 37:32 იმარჯვა.

მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი და ესპანეთი ითამაშებენ. პირველმა რუმინეთი 67:8 დაამარცხა, ხოლო მეორემ ბელგიას 42:3 სძლია.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

თასის ნახევარფინალი. 28 მარტი

საფრანგეთი - ესპანეთი (13:50 საათი)

საქართველო - პორტუგალია (17:50 საათი)

სასტარტო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 13. დემურ თაფლაძე - კაპიტანი (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. მიხეილ ალანია (ჯიქი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. საბა კურატიშვილი (არმაზი), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 6. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 7. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. ვანო კარკაძე (აია), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 25. ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფინალები. 31 მარტი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

რამაზ
http://www.rugbyeurope.eu/2018-u18-men-xv-championship-m6-georgia-vs-portugal
zviadi
თამაშს თუ აჩვენებს რომელიმე არხი ან ლინკი თუ იცის ვინმემ
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე