ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბა კვირკველია: შეიძლება ზაფხულში ტოპ-ჩემპიონატში მიხილოთ...

საბა კვირკველია: შეიძლება ზაფხულში ტოპ-ჩემპიონატში მიხილოთ...

საბა კვირკველიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო ორი შეხვედრა თითქმის შეუცვლელად ჩაატარა. მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი კარგად ირჯებოდა და საკმაოდ საიმედო იყო.

კვირკველია გუშინ დაბრუნდა მოსკოვში, სადაც "ლოკომოტივთან" ერთად რუსეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრისთვის ემზადება.

Sportall.ge ფეხბურთელს სწორედ რუსეთის დედაქალაქში დაუკავშირდა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ესაუბრა, მათ შორის, საქართველოს ნაკრებზე, მოსკოვის "ლოკომოტივსა" და სამომავლო გეგმებზე...

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების ასპარეზობას ორ ამხანაგურ შეხვედრაში?

- 100%-ით დადებითად. კარგი სიტუაციაა ნაკრებში და მთავარია, 80% ეროვნულ გუნდში ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავიანთ კლუბებში ასპარეზობენ და ეს ნაკრების თამაშის ხარისხსაც შეეტყო.

- რა პლუსები და მინუსები დაგანახათ ამ მატჩებმა, რაზე აქვს ნაკრებს სამუშაო?

- შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და თანაც, ლამაზი ფეხბურთის. ასევე შეგვიძლია, რომ ოდნავ გაბრაზებული ქართველი მაყურებელი სტადიონზე დავაბრუნოთ.

- ვლადიმირ ვაისი ორივე შეხვედრის შემდეგ გამოუყენებელ მომენტებზე საუბრობდა. თქვენი აზრით, რატომ უჭირს საქართველოს ნაკრებს მომენტების რეალიზაცია?

- ეგ შეკითხვა, ალბათ, უფრო მწვრთნელებს უნდა დაუსვათ. მე მწვრთნელი არ ვარ და რაც მევალებოდა, ის გავაკეთე.

- რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ქართველ გულშემატკივარს, იწყება თუ არა ის დადებითი ეტაპი, რომელსაც ყველა გულშემატკივარი ელოდა?

- მგონი, დადგა ის დრო, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი ხანი ელოდა. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შანსი, ძალა არ დავიშუროთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

უნდა გადავდოთ ყველაფერი და მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ამ ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ რეალურია და ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. ღმერთმა ნუ ქნას, ასე არ მოხდეს.

- რა იყო ვლადიმირ ვაისის დავალება პირველ და მეორე მატჩებში? რა ტაქტიკური სქემით უნდა გეთამაშათ? კეთდებოდა თუ არა აქცენტი სწრაფ გოლზე?

- ლამაზი და ხარისხიანი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. უნდა გვებრძოლა და რა ანგარიშიც უნდა ყოფილიყო, ჩვენი ტაქტიკა არ დაგვერღვია.

მოედანზე დისციპლინა უნდა ყოფილიყო, რაც 90 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა.

- ჯანო ანანიძის ტრავმასთან დაკავშირებითაც გკითხავთ. ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ჯანო გასახდელში ტიროდა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდებოდა ლიტვასთან თამაშის შემდეგ გასახდელში?

- ფეხბურთელმა ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო და ჩვენ, რაც შეგვეძლო, გვერდში დავუდექით და ყოველთვის დავუდგებით.

ყველა ფეხბურთელს შეიძლება ასეთი რამ დაემართოს, ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. ჯანოს ვუსურვებ, რომ მალე და უფრო იმაზე ძლიერი დაბრუნდეს.

- მოსკოვის "ლოკომოტივზე" რომ გადავიდეთ. გუნდი თითქმის რუსეთის ჩემპიონია. როგორ შეაფასებდით "ლოკომოტივში" მიმდინარე სეზონს?

- დღეს ჩამოვფრინდი მოსკოვში და ვემზადებით მომავალი მატჩისთვის. ზეგ "ამკართან" უკვე მორიგი ტურის მატჩი გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.

8 თამაშია წინ დარჩენილი. თუ ქულებს დაკარგავ, სხვა მოიგებს და დაგეწევა. ასე რომ, 100%-ით მობილიზებულმა უნდა გავაგრძელოთ ის თამაში, რაც აქამდე იყო და მგონი, ასეც იქნება.

- მიმდინარე სეზონში თქვენ ევროპის ლიგაზე იასპარეზეთ. რა მოგცათ გამოცდილების სახით ევროტურნირებმა, რამდენად რთული იყო რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ ევროპის ლიგის ტურნირზე ტოპ-ფორვარდების წინააღმდეგ თამაში?

- რა თქმა უნდა, ევროპულმა ტურნირმა დიდი გამოცდილება მომცა. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, რომ ევროპულ ტურნირებზე ითამაშოს, მაგრამ ყველაფერი ისე ცუდად დამთავრდა, რასაც არ მოველოდით...

არა უშავს, ეს უფრო ჭკუის სასწავლებელი იქნება.

- თქვენ მოსკოვის "ლოკომოტივში" შეუცვლელი ხართ და პრემიერლიგის ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარეთ. ყოველთვის კარგი პრესა გაქვთ და პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებით. როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა ეს?

- უფლის წყალობით, ტრავმები არ მაქვს, ჯანმრთელად ვარ და ალბათ, ამის დამსახურებაა.

- ყაზანის "რუბინში" გატარებული პერიოდი რომ გაიხსენოთ, რატომ არ გათამაშებდათ მწვრთნელი? თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჯამბაზი უწოდეთ და ხავი გრასია დღეს "უოტფორდის" მწვრთნელია...

- რატომ არ მათამაშებდა და საკუთარი შვილები ჰყავდა ჩემს ადგილას. იცოდა, რომ გუნდში ყველაზე ძლიერი ვიყავი და ერთ თამაშსაც თუ მათამაშებდა, ჩემი ამოგდება გაუჭირდებოდა.

არა უშავს, მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. რომ მცოდნოდა, ყველაფერი ასე იქნებოდა, ერთი წუთით ხმასაც არ ამოვიღებდი, პირიქით, გრასიას მადლობასაც გადავუხდიდი.

- რამდენიმე დღის წინ რუსულმა Sports.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, სადაც თქვენც მოხვდით. გამოცემის ინფორმაციით, თქვენი ხელფასი წლიურად 1,7 მილიონ ევროს შეადგენს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- მე რაც მაქვს, ალბათ, ის დავიმსახურე და ტყუილად არავინ არაფერს არ გაჩუქებს. ჩემი პირადი ხელფასი ჩემი ოჯახის წევრებმა არ იციან და ვფიქრობ, არაა სავალდებულო, ყველამ იცოდეს. რაც უნდათ, ის დაწერონ. რასაც ვიღებ, ყველაფერი ჩემი შრომითაა.

- ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვრცელდებოდა ხმები, რომ თქვენით პრემიერლიგის გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოხდა რეალურად და იყო თუ არა რომელიმე გუნდიდან რეალური დაინტერესება და მათ წარმომადგენლებთან კონტაქტი?

- რა თქმა უნდა, რაღაც დაინტერესება იყო, მაგრამ მე ვამჯობინე, დავრჩენილიყავი "ლოკომოტივში" სეზონის ბოლომდე, რადგან რაც დავიწყე ამ გუნდთან ერთად, ბოლომდე მიმეყვანა. შემდეგ უკვე რა იქნება, დრო გვიჩვენებს.

- თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ კლუბები, რომლებიდანაც ინტერესი იყო?

- დაინტერესება ტოპ-ჩემპიონატებიდან იყო და საკმაოდ სერიოზული გუნდები იყვნენ.

- რომელ წლამდე გაკავშირებთ "ლოკომოტივთან" კონტრაქტი?

- "ლოკომოტივთან" 2021 წლამდე მაქვს კონტრაქტი.

- შესაძლებელია ზაფხულში ტოპ-ჩემპიონატში გიხილოთ?

- რატომაც არა... მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და ყველაფერი კარგად იქნება. თუ იქნება შემოთავაზება, არც კი დავფიქრდები, ისე დავთანხმდები.

- თქვენ 2017 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდით და ასევე, ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც მხარი დამიჭირა.

ალბათ, ყველა ფეხბურთელი და ყველა სპორტსმენი იმისთვის იბრძვის, რომ საკუთარმა ყვეყანამ აღიაროს.

უბედნიერესი ადამიანი ვარ და ეს ტიტული გაორმაგებულ სტიმულს მაძლევს, რადგან ჩანს, რომ შრომა დამიფასდა.

• ლუკა

სასიხარულოა საბას წარმატებები. ის სტაბილურობის ნიმუშია. ვისურვებდი ჯანმრთელი და სტაბილური იყოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი. ამ ნაკრებს აქვს შანსი საქართველოს ისტორიაში პირველად მიაღწიოს წარმატებას. თუ ეს ასე მოხდება ეს ფეხბურთელები ჩაანაცვლებენ 1981 წლის ლეგენდებს და ქართველი გულშემატკივარი კიდევ დიდი ხანი ისაუბრებს მათზე. თუ ამ ნაკრებმა ვერ მიაღწია წარმატებას, მაშინ ეს ფეხბურთელები დავიწყებას მიეცემიან ისე როგორც ბევრი შესანიშნავი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ წარუმატებელი ნაკრების წევრი იყო.

• სოსო

ინგა გრიგოლია ამყკიცებს,ქართული ჟურნალისტიკის ლომი ვარო და მისი გავლენა ამ უტაქტო შეკითხვაში და თან ხან აქედან,ხან იქიდან კითხვის შეტრიალებაში აშკარად იგრძნობა.ეტყობა მართლა ლომია,თუმცა მისი გადაცემების ყურება,მე უკვე დიდი ხანია აღარ შემიძლია.ამ თავხედობაში გადასულ უტაქტობას ვეღარ ვიტან.

• კიკა

ძაანაც ნუ ავბლატავდებით,ვეცადოდ მაინც რომ მიწას არ მოვწყდეთ.ისე საბას მადლობა თავგანწირვით ითამაშა ორივე მატჩი და თან მააღალ დონეზე.

• თენგო

თან ორჯერ გაუმეორა :)

• ლევან

მთელი სტატია იყო საბას ხელფასზე და ბევრმა ავღნიშნეთ რომ უტაქტოობაა იყო ამ კაცის ხელფასის განხილვა და ამან ისევ ხელფასზე დაუსვა კითხვა.. :) მგონია რომ სტატიის ავტორები ხალხის კომენტარებს ან არ კითხულობენ (არადა როგორ არ უნდა წაიკითხონ??!!) ან აზრი ვერ გამოაქვთ წაკითხულიდან (უფრო ეს!!) :)

super kaci da adamiani

• მიხეილი

იმედი დაბრუნდა, ეს იყო ნამდვილი ფეხბურთი საქართველოს ნაკრების შესრულებით.

• Grigala

ძალიან უტაქტო კითხვაა ხელფასზე

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები

მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა

რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..