ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
სერია A. XXX ტური: ბონუჩი, სტვენა და "ქალბატონის" ენდშპილი [VIDEO]
სერია A. XXX ტური: ბონუჩი, სტვენა და "ქალბატონის" ენდშპილი [VIDEO]
სერია A-ს მორიგ ტურში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - "ნაპოლიმ" ქულები დაკარგა "სასუოლოსთან" საგარეო მატჩში, რითიც ისარგებლა "იუვენტუსმა" და მდევარი 4 ქულით ჩამოიტოვა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სკუდეტოს ორ მაძიებელს შორის მეორე წრის მატჩს აპრილის ბოლოს ტურინმა უნდა უმასპინძლოს, ცხადი გახდება, შაბათის ამბები შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს საჩემპიონო რბოლაში...
გრანდებიდან ტური "რომამ" გახსნა. ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" რკენის წინ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი "ბოლონიას" ეწვია და ბევრისთვის გასაკვირად, მხოლოდ ქულას დასჯერდა.
"რომას" დამრიგებელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა ედინ ჯეკო და, ალბათ, ინანა კიდეც. საქმე ისაა, რომ როცა ბოსნიელი მინდორზე გამოჩნდა, მალე ანგარიშიც გაათანაბრა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. რა თქმა უნდა, უფრო მწვავედ "რომა" უტევდა, მაგრამ ამან მოსაგებად არ იკმარა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ძალიან საინტერესო მომენტი იყო: გოლის ავტორ პულგარს პასი... "რომას" მთავარი მწვრთნელის ვაჟმა, ფედერიკო დი ფრანჩესკომ უბოძა...
როგორც ჩანს, "რომამ" ვერა და ვერ აინაზღაურა რაჯა ნაინგოლანის ნაადრევი დაშავებით გამოწვეული დანაკლისი. მის გარეშე სტუმრებს მინდვრის ცენტრში სიხისტე აკლდათ.
"ჩვენ აქ სამი ქულისთვის ჩამოვედით და მიზნისთვის უნდა მიგვეღწია, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა და როგორც გეგმავ. ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ამ შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ", - თქვა ნამატჩევს ჯეკომ.
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ კი ნაინგოლანის ტრავმაზე დაიწუწუნა...
31.03.18 ბოლონია - რომა 1:1
"ინტერმა", რომელიც გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, შინ 3:0 მოუგო "ვერონას". საინტერესოა, რომ ამ საუკუნეში ვერონულ კლუბს "ნერაძური" ჯერაც არ დაუმარცხებია და ნავსი არც ამჯერად გატყდა. "ინტერს" ერთი წუთითაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ამ თამაშის ფავორიტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დუბლი შეასრულა მაურო იკარდიმ, მატჩის მთავარი გმირი მაინც ხორვატიის ნაკრების "ვინგერი" ივან პერიშიჩი გახლდათ, ვინც ორი საგოლე პასი გადააწოდა იკარდის და ერთიც თავად შეაგდო.
მთლიანობაში, "ინტერი" ძალიან დამაჯერებელი იყო. მილანურმა კლუბმა ეტყობა უკან მოიტოვა ჩავარდნა და ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტემპი შეინარჩუნოს.
"ჩვენთვის მთავარია, რომ სეზონის გადამწყვეტ მატჩებში მოვუმატოთ. ასეთ შემთხვევაში, შევასრულებთ ამოცანას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას - გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაში. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია", - განაცხადა "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.
01.04.18. ინტერი - ვერონა 3:0
"ლაციო" "ბენევენტოსთან" შეხვედრაში აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ თავიდან რომაელებს ცოტა ნერვიულობა მოუწიათ. ისინი კაცნაკლულ მოწინააღმდეგესთან 1:2-ს აგებდნენ, მაგრამ მერე ძალები მოიკრიბეს და ისედაც წყალწაღებული მოწინააღმდეგისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს.
დუბლი მიითვალა ჩირო იმობილემ. სერია A-ში არსებული საჩემპიონო ინტრიგის შემდეგ ძალიან საინტერესო იქნება ისიც, თუ ვინ გახდება საუკეთესო ბომბარდირი - იმობილე თუ იკარდი?
საღამოს კი საქმეში ჩაება ჩემპიონობის ორი მაძიებელი - "ნაპოლი" და "იუვენტუსი". მოხდა ის, რასაც ძნელად თუ წარმოვიდგენდით.
ნეაპოლელები შინ მხოლოდ ერთი ქულით დაბრუნდნენ. ის კი არა, ძალიან რეალური იყო იმის საფრთხეც, რომ "ნაპოლის" საერთოდ წაეგო ეს თამაში. ასეთ შემთხვევაში, "იუვეს" საქმე კიდევ უფრო გაუადვილდებოდა.
"სასუოლო" პოლიტანოს გოლით დაწინაურდა. რა თქმა უნდა, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ ეს არ იყო ისეთი უპირატესობა, რომელსაც ჩემპიონობის პრეტენდენტი უნდა ფლობდეს ერთ-ერთ აუტსაიდერთან. თამაშის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა, როცა "სასუოლოს" ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და "ნაპოლის" გამარჯვების მშვენიერი შანსი მიეცა. შეცვლაზე შესულმა არკადიუშ მილიკმა ულამაზესი "მაკრატელათი" სცადა მასპინძელთა კარის აღება, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.
ბოლო წუთებზე ნეაპოლელებმა მეტოქის კართან შტურმის მოწყობა ვერ შეძლეს და საბოლოოდ, მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. ალბათ, ეს დღე არასოდეს დაავიწყდება "ნაპოლის" შემტევ ლორენცო ინსინიეს, ვინც ორი 100-პროცენტიანი მომენტი გაატანა ქარს.
ჩემპიონატის ბოლოსკენ "ნაპოლის" თითქოს რესურსი გამოელია. თუმცა ბრძოლა ჯერ მაინც გრძელდება. რა თქმა უნდა, მაურიციო სარიმაც მშვენივრად იცის, რომ მის გუნდს შემადგენლობის სიღრმე აკლდება, რაც ასე ჭარბად აქვს "იუვეს".
როცა "ნაპოლის" თავკაცს თამაშის გაძლიერება დასჭირდა, მილიკის გარდა, სკამზე არ ჰყავდა შესაფერისი ფიგურა და იძულებული გახდა, თამაშში ჩაერთო მარეკ ჰამშიკი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა და სასტარტო შემადგენლობაში ამიტომაც არ იყო. ადრე თუ გვიან, "ნაპოლის" ფეხქვეშ ბეწვის ხიდი უნდა ჩატეხილიყო და ჩატყდა კიდეც...
"უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ვიფიქროთ, რომ ყველაფერი მორჩა. ჩვენი მიზანი არ არის სკუდეტოს მოგება. ჩვენ, როგორც გუნდი, არ ვართ მზად ამისთვის. და მაინც, ჯერ კიდევ შეგვიძლია, ამ ბრძოლაში დავრჩეთ. მე არასოდეს მითქვამს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი", - თქვა სარიმ.
31.03.18 სასუოლო - ნაპოლი 1:1
ტურის მშვენება გამოდგა მატჩი "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ ეპიზოდებში "მილანი" უკეთესი იყო, საბოლოოდ მაინც "ბებერმა ქალბატონმა" იმარჯვა.
ანგარიში ტურინელებმა გახსნეს. პაულო დიბალას ეშმაკური შორეული დარტყმის შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმა თითქმის უშანსოდ იყო. "მილანმა" ექსიუვენტუსელი ლეონარდო ბონუჩის თავურით ანგარიში გაათანაბრა. როგორც კი მან მოედანზე ფეხი დადგა, მთელი სტადიონი უსტვენდა, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, როცა ბონუჩიმ ჩვეული ჟესტით აღნიშნა ყოფილი კლუბის კარში გატანილი გოლი...
მატჩის დასკვნით ნაწილში ავანსცენაზე სამი ხედირა გამოვიდა. გერმანიის ნაკრების საყრდენმა ჯერ ბურთი თავზე დაასვა ხუან კუადრადოს, მერე კი თავად გაიტანა დიბალას დიდებული პასის შემდეგ, რამაც დონარუმა ერთ ადგილზე გააშეშა.
"ბედნიერი ვარ ბონუჩის გოლის გამო. ის ჩვენი მეგობარია, მაგრამ ორმაგად ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ "იუვენტუსმა" გაიმარჯვა. ჩვენ საჩემპიონო სიგნალი გავგზავნეთ. მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ კარგია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ხედირამ ერთხელაც დაამტკიცა, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელია", - თქვა თამაშის შემდეგ "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ.
"ჩვენ დიდი მატჩების გამოცდილება გვაკლია. ახლა ზედიზედ ვითამაშეთ ორი ასეთი თამაში - ჯერ "არსენალთან" და ახლა "იუვენტუსთან". ძალიან კარგი თამაში იყო "მილანის" მხრიდან, მაგრამ შედეგი არ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა. ახლა საუბარი აღარ ღირს იმაზე, მეტს ვიმსახურებდით თუ არა. შედეგი უკვე დაფიქსირებულია. რატომ გავუბრაზდი ჩალჰანოღლუს? იმიტომ, რომ ბურთი დაკარგა და აღარ იბრძოლა მის დასაბრუნებლად... ახლა ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ მილანურ დერბიზე," - ეს "მილანის" მწვრთნელ ჯენარო გატუზოს სიტყვებია.
31.03.18 იუვენტუსი - მილანი 3:1
სერია A. XXX ტური
ბოლონია-რომა 1:1
გოლები: 1:0 პულგარი (18), 1:1 ჯეკო (76)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნაინგოლანი (17. ჟერსონი), დე როსი, სტროოტმანი (75. დეფრელი) - ელ შაარავი (61. ჯეკო), პეროტი, შიკი.
ატალანტა-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 პეტანია (68), 2:0 მაზიელო (75)
კალიარი-ტორინო 0:4
გოლები: 0:1 ფალკე (61), 0:2 ლიაიჩი (65), 0:3 ანსალდი (79), 0:4 ობი (89)
ფიორენტინა-კროტონე 2:0
გოლები: 1:0 სიმეონე (3), 2:0 კიეზა (62)
გაძევება: კაპუანო (57. კროტონე)
ჯენოა-სპალ 1:1
გოლები: 1:0 ლაპადულა (30-პენ), 1:1 ლაძარი (60)
გამოუყენებელი პენალტი: ლაპადულა (6. ჯენოა)
გაძევება: ვიკარი (29. სპალ)
ინტერი-ვერონა 3:0
გოლები: 1:0 იკარდი (1), 2:0 პერიშიჩი (13), 3:0 იკარდი (49)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ"ამბროზიო (59. სანტონი) - გალიარდინი, ბროზოვიჩი - კანდრევა, რაფინია (75. იგლესიასი), პერიშიჩი - იკარდი (65. ედერი).
გაძევება: ნიკოლასი (90. ვერონა)
ლაციო-ბენევენტო 6:2
გოლები: 1:0 იმობილე (19), 1:1 კატალდი (23), 1:2 გილერმე (51), 2:2 კაისედო (60), 3:2 დე ვრეი (66), 4:2 იმობილე (68), 5:2 ლუკას ლეივა (83), 6:2 ლუის ალბერტო (90-პენ)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ბასტოსი (46. კაისედო), დე ვრეი, რამოს მარკი - მარუშიჩი, პაროლო (75. მილინკოვიჩ-სავიჩი), ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, გაბარონი - ანდერსონი, იმობილე (74. ნანი).
გაძევება: პუჯონი (9. ბენევენტო)
სასუოლო-ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (23), 1:1 როჟერიო (81-საკ. კარში)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, მარიო რუი - ალანი (83. დიავარა), ჟორჟინიო (65. მილიკი), ზელინსკი - კალიეხონი, მერტენსი (75. ჰამშიკი), ინსინიე.
კიევო-სამპდორია 2:1
გოლები: 0:1 კვალიარელა (26-პენ), 1:1 კასტრო (62), 2:1 ჰეტემაი (79)
იუვენტუსი-მილანი 3:1
გოლები: 1:0 დიბალა (8), 1:1 ბონუჩი (28), 2:1 კუადრადო (79), 3:1 ხედირა (87)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბენატია, კიელინი - ლიხტშტაინერი (46. დუგლას კოშტა), ხედირა, პიანიჩი (76. ბენტანკური), მატუიდი (61. კუადრადო), ასამოა - დიბალა, იგუაინი.
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია (76. მონტოლივო), ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ (80. კუტრონე), ანდრე სილვა (65. კალინიჩი).
ბომბარდირები: 26 - ჩირო იმობილე (ლაციო); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 18 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).
გამოტოვებული მატჩები
3 აპრილი: ატალანტა-სამპდორია, ჯენოა-კალიარი, უდინეზე-ფიორენტინა
4 აპრილი: ბენევენტო-ვერონა, მილანი-ინტერი, კიევო-სასუოლო, ტორინო-კროტონე
მომდევნო ტური
7 აპრილი: ბენევენტო-იუვენტუსი, რომა-ფიორენტინა, სპალ-ატალანტა, სამპდორია-ჯენოა
8 აპრილი: ტორინო-ინტერი, კროტონე-ბოლონია, ნაპოლი-კიევო, ვერონა-კალიარი, უდინეზე-ლაციო, მილანი-სასუოლო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი