ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"პატარძეული" ელიტაში ითამაშებს

"პატარძეული" ელიტაში ითამაშებს

"პატარძეული" ელიტაში ითამაშებს
პირველი ლიგის ბოლოსწინა, მე-13 ტური ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ 2 დრამატული შეხვედრით დაიწყო. ‘დინამომ’, ფულბეკ კლავდიუს ხუციშვილისა და კვაჭი იაგო წაქაძის ლელოთა წყალობით ‘იუნკერებს ტაიმი’ 14:10 მოუგო. კიკეთელებმა მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს. ხელდახელ თამაშში უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში დაშვებულ შეცდომათა გამო, ოდენ შეცვლაზე შესულ ფულბეკ ლევან ბარკავას ლელოს დასჯერდნენ 14:15. ‘დინამო’ ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე უხნესი ქართული გუნდის ფულბეკ აჩიკო ზანგურაშვილს, ვისაც მანამდე 2 გარდასხვა ზუსტად ჰქონდა შესრულებული, ამჯერად 22 მეტრიდან გასატანი ჯარიმა გაუცუდდა და დებიუტანტის კვალობაზე ჩინებულად ათამაშებულმა ‘იუნკერებმა’ მიჯრით მეოთხე მოგებით, პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს და დაგეგმილი მე-4 ადგილი ვადამდე გაინაღდეს /თანაბარ ქულებში გიორგი ზაბახიძისა და გიორგი ნოზაძის შეგირდები ცხრილში მდევარ ‘დინამოელებს’ უკეთესი პირისპირ ბალანსით ჯობნიან/. სერგო რამიშვილისა და ვაჟა პაიჭაძის ბიჭებმა კი აღებული ნუგეშით, პირველ ლიგაში ადგილი ოფიციალურად შეუნარჩუნეს.

ანალოგიური შედეგით დასრულდა ‘ივერიასა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრა. ორივე ფრთის მოთამაშეების, ბადრი ევგენიძისა და გიორგი კალანდაძის ლელოებით /ორივე ზუსტად გარდასახა მგეზავმა ოთარ მჟავიამ/ გურულები მეორე ტაიმის დასაწყისში 0:14 დაწინაურდნენ. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა ‘ივერიამ’ გაიბრძოლა. ჯერ კვაჭმა თემო ბედიამ მოახერერხა ლელოს გატანა, შემდეგ კი თავი მღლეტელმა ისმაილ მარსაგიშვილმა გამოიჩინა. გარემარბმა გაგა ყენიამ ერთი გარდასახვა გამოიყენა და ანგარიშში ჩამორჩენა 12:14 შეამცირა. მიშა ჩაჩუას შეგირდებს გამარჯვებისთვის სწრაფვა დაუფასდათ. მატჩის ბოლო წუთებზე ფულბეკ დათო შვანგირაძის ჯარიმით, ‘ივერიამ’ 15:14 მოიგო და ფლეი აუტის ადგილიდან თავის დაღწევის მცირე შანსი შეინარჩუნა. საწადელის მისაღწევად ‘ივერიას’ დასკვნით ტურში ‘ყოჩების’ ძლევა ესაჭიროება, თანაც პარალელურად ‘არწივებმა’ ზვანში ‘არესთან’ მარცხი უნდა განიცადონ.

‘ხულიგანა’ აუტსაიდერის პოზიციიდან თავის დაღწევის ბოლო და მიზერული შანსის გამოყენებას ქუთაისში, ‘არესთან’ შეხვედრაში ცდილობდა. მამუკა ტყეშელაშვილისა და გოშა შკინინის შეგირდებს ხელს მხოლოდ პრემიით მოგება აძლევდა. აუტსაიდერმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში უწია. მიჯრით 2 მარცხით გაგულისებულმა ‘სერჟის’ ბიჭებმა მეორე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და სტუმრებს მთლიანობაში 7 ლელო გაუტანეს 43:5. რიონისპირელთა მარცხენა ფრთა ირაკლი ცხადაძემ ‘დუბლი’ შეასრულა. ხულიგანას მომავალ სეზონში რეგიონულ ლიგაში მოუწევს თამაში, ‘არესს’ კი დიდ 10-ში ასასვლელ შეხვედრებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად თეორიული შანსი შერჩა.

პირველი ლიგის გამარჯვებულისა და დიდი 10-ის საგზურის მფლობელი პატარძეულში, ადგილობრივი ‘ვეფხვებისა’ და ’ყოჩების’ დაპირისპირებაში ირკვეოდა. საგარეჯოს კოხტა სოფლის სარაგბო არენამ მიძალებული ქომაგი ვერ დაიტია. შეხვედრა კი მოსალოდნელისამებრ უშეღავათო და დაძაბული გამოდგა. მართალია კახელებმა თავიანთი კაპიტნისა და შუამარბის ვანო გაბროშვილის ლელოთი ტაიმი 10:7 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმის შუაწელისთვის ‘ყოჩები’ ექს-ბორჯღალოსან თემურ სოხაძის 3 გატანილი ჯარიმით 10:16 დაწინაურდნენ. მატჩის დასკვნით ნაწილში თავი იჩინა ‘ვეფხვების’ უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ , რის ხარჯზე კახელებმა მეტოქეს სტატიკაში აჯობეს და თან დერეფანშიც გაბატონდნენ. ‘ვეფხვებმა’, ფულბეკ შაქრო სუხაშვილის ჯარიმებით ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი ფულბეკ მურაზ გიორგაძისა და მარჯვენა ფრთა გიორგი კოტორაშვილის ლელოებით 26:16 იმარჯვეს და ქართული შიდა რაგბის ისტორიაც გადაწერეს. პატარძეული, ქართული რაგბის ისტორიაში პირველი კახური გუნდია, რომელიც უმაღლესს დივიზიონში /დიდი 10/ ითამაშებს. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს კი დასკვნით ტურში, ‘ივერიას’ ძლევის შემთხვევაში, ელიტაში დასაბრუნებლად დიდი 10-ის ბოლოსწინა ადგილოსან ‘არმიასთან’ 2-რაუნდიანი დაპირისპირება მოუწევს.

‘ვეფხვების’ ესოდენ დიდი წარმატების სულისჩამდგმელებმა ზვიად ცუხიშვილმა და ზურა ამონაშვილმა პატარძეულში რაგბს საფუძველი მილენიუმის დასაბამიდან /2000 წლიდან/ ჩაუყარეს. მოზარდ მორაგბეეთან ნაყოფიერი მუშაობის პარალელურად, ხსენებული დუეტი, 9 წლის წინ, პატარძეულის მკვიდრის, გამოჩენილი ბორჯღალოსანის მალხაზ ურჯუკაშვილისა და მისი ძმის, მერაბის თაოსნობით შექმნილ კლუბს პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ჩაუდგა სათავეში. პირველი ლიგის შექმნის დღიდან, პატარძეული ლიგის უცვლელი ბინადარია და გუნდის ამჟამინდელ მოთამაშეთა 60 % ადგილობრივი მკვიდრია. მართალია, გუნდს მხარში საგარეჯოს გამგებელი გიორგი ერბოწონაშვილი და რაიონის დეპუტატი რომან მუჩიაშვილი აქტიურად უდგანან, თუმცა არსებული მწირი ბიუჯეტით ‘ვეფხვებს’ დიდ 10-ში დამკვიდრება გაუჭირდებათ. მოსაგვარებელია სტადიონის პრობლემაც. გუნდის მრავალრიცხოვანი ქომაგი საშინაო შეხვედრათა გამართვას მხოლოდ მშობლიური საგარეჯოს ტერიტორიაზე ითხოვს. სოფლის სარაგბო არენა ეროვნული ჩემპიონატის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ცუხიშვილსა და ამონაშვილს ალტერნატიულ ვარიანტად საგარეჯოში ახლახანს აშენებული სტადიონის გამოყენება ესახებათ და თან სასურველი მეოხის მოძიების იმედსაც არ ჰკარგავენ. ცუხიშვილისა და ამონაშვილის თქმით, სათანადო ინფრასტრუქტურისა და ხელშეწყობის შექმნის შემთხვევაში ‘ვეფხვები’ ელიტაში ფეხს მყარად მოიკიდებენ, რაც როგორც საგარეჯოში, ასევე რეგიონში რაგბის პოპულარიზაციასა და არსებული მდიდარი ცოცხალი რესურსის მობილიზებას და მის გამოყენებას ხელს დიდად შეუწყობს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• გავაზელი

თქვენ გაგიმარჯოთ კახელებო! რაიონის ხელმძღვანელობას ვთხოვ, ყველანაირად დაეხმაროს და ხელი შეუწყოს გუნდს.

• B-52

პატარძეულს ჩემი სიმპათიები და საუკეთესო სურვილები მთიულეთიდან!

• სოსო

აქ ფანატიკოსები მუშაობენ და თამაშობენ.ისინი თავისას მაინც გააკეთებენ მაგრამ,თუ ხელის შეწყობა ექნებათ,ეს გაცილებით ადვილად და უკეთესად მოხდება.

• megrel13

წარმატებებს ვუსურვებ პატარძეულს,დაიმსახურეს,ერთად დგომით,მონდომებით და ჟინით!

15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში

ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა

ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში

ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა

ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო

"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა

"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა

[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!

გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა

[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად

[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა

ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები

საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა

კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება

[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში

პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე

უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს

"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი

ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა

დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" დებიუტანტი პატარძეულის "ვეფხვები" ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა

პატარძეულის "ვეფხვების" სამი გუნდი გერმანიაში გაემგზავრება

დიდი 10: "ბათუმმა" "ვეფხვები" 25:0 დაამარცხა

დიდი 10: მარნეულის "არმაზმა" პატარძეულის "ვეფხვები" 55:15 დაამარცხა

დიდი 10: პატარძეულის "ვეფხვებმა" წელი დიდი გამარჯვებით დაასრულა