ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. განმეორებითი მატჩი: გვარდიოლამ დონეცკში მეორე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი წაიყვანა

ერთი კვირის წინ, დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელები „ნოუ კამპზე“ „ბარსელონას“ პირველივე წუთებიდანვე რომ ეკვეთნენ და აგრესიული პრესინგით რომ სცადეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დაწნეხვა, გაოცებისგან პირი კი დავაღეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მირჩა ლუჩესკუს გუნდმა მეტი ვერაფრით გაგვაოცა, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ, ტაბლოზე ისეთი ანგარიში იყო დაფიქსირებული, რომელიც საპასუხო მატჩის წინ, დონეცკურ კლუბს მეოთხედფინალში გასვლის შანსს არ უტოვებს.

თანაც, „შახტარს“ დღეს ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი არ ეყოლება: კაპიტანი დარიო სრნა ტრავმირებულია, დაცვის ბურჯი რაცი კი - დისკვალიფიცირებული.

საკადრო პრობლემები „ბარსელონასაც“ აქვს. მაგალითად, ბოიან კრკიჩი დაშავებულია და გუნდს დონეცკში ვერ გაჰყვა. კატალონიაში დარჩა ანდრეს ინიესტაც, რომელმაც პირველ შეხვედრაში მეორე გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიცირებულია. ბევრი ფიქრობს, რომ ინიესტამ ყვითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია ძალიან წამოიკიდა, რათა დონეცკური მატჩი გამოეტოვებინა და ნახევარფინალში „რეალთან“ სავარაუდო ჯახს უვნებელი შეხვედროდა.

პეპ გვარდიოლამ უკრაინაში მეორე მეკარედ ოლასაბალი წაიყვანა, რადგან პინტუ ტრავმირებულია. საერთოდ, პეპმა დონეცკში მეორე გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი იახლა: ფონტასი, ალკანტარა და დოს სანტოსი.

მოკლედ, „ბარსას“ თავკაცს სანერვიულო არაფერი აქვს და გამორიცხული არაა, რომ ძირითადი შემადგენლობა გვარიანად გადაახალისოს - ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში „ბარსას“ ხომ წელს პირველი „ელ კლასიკო“ ელის და ძალების დაზოგვა ნამდვილად არ აწყენდა.

დონეცკი. დონბას-არენა. 22:45

შახტარი- ბარსელონა

პირველი მატჩი: 1:5

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - კობინი, რაკიცკი, იშჩენკო, შევჩუკი - მხითარიანი, ჰიუბშმანი - დუგლას კოშტა, ჟადსონი, ვილიანი - ლუის ადრიანო.

ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბუსკეტსი, ადრიანო - ჩავი, მასკერანო, კეიტა - ვილია, მესი, აფელაი.

არბიტრი: ფლორიან მაიერი (გერმანია).

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა