გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტკომპლექსში ხელბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი დაიწყო

გუშინ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი დაიწყო. მატჩები კვლავ გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტკომპლექსში იმართება.

ყველაზე დაძაბული "ბათუმსა" და თსუ-ს შორის გამართული შეხვედრა გამოდგა, რომელიც აჭარელთა გამარჯვებით, 27:24 დასრულდა. ჩემპიონატში უკონკურსოდ მოასპარეზე აზერბაიჯანის ნაკრებმა "ქუთაისს" 33:28 სძლია, ხოლო ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, აგრარული უნივერსიტეტის "თბილისმა" ასევე დედაქალაქური "ქარიშხალა" სოლიდური ანგარიშით, 46:29 დაამარცხა.

მეოთხე ეტაპი კიდევ ოთხ დღეს გასტანს, მატჩები 14 საათიდან დაიწყება. ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი გლდანში გაიმართება და ჩემპიონ-პრიზიორები ფლეი ოფის გარეშე, წრიული სისტემით გამოვლინდებიან. ჩემპიონის ვინაობის გამოცნობა კი ძნელი ნამდვილად არაა – "თბილისს", რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს, მორიგ ოქრომდე ბევრი აღარაფერი უკლია.

სადღეისო სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

თ მ ფ წ ქ

1. სსაუ/თბილისი 16 16 0 0 32

2. ქუთაისი 16 9 0 7 18

3. ბათუმი 16 5 3 8 13

4. თსუ 16 5 2 9 12

5. ქარიშხალა 16 6 0 10 12

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა