ერთი შეხედვით, "ბაიერნისთვის" სულერთი უნდა იყოს, როდის გაიფორმებს ოფიციალურად ჩემპიონობას - ამ ტურში, თუ ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ ეს ისეთი რამეა, დროში გადადება არ უხდება. ამიტომ, "რეკორდმაისტერი" ახლავე ეცდება აუგსბურგიდან შინ ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდეს, რასაც გამარჯვება სჭირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საგარეო მატჩი მთლად იოლი არ უნდა გამოდგეს იუპ ჰაინკესის გუნდისთვის, რადგან გერმანულმა გრანდმა ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ. თუმც ეს არ იყო ისეთი თამაშის ხარისხი, როგორსაც "ბაიერნის" ფანები ისურვებდნენ და ეს ჰაინკესმაც აღიარა.

მანეულ ნოიერისა და კინგსლი კომანის გარდა, მიუნხენურ გრანდს ვერაფრით დაეხმარება დავიდ ალაბა, რომელიც "სევილიასთან" მატჩში დაშავდა. სხვა ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან. ფავორიტის შანსებს ისიც ზრდის, რომ მეტოქეს მისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება.

ერთი სიტყვით, "ბაიერნი" ამ უქმეებზე გახდება ჩემპიონი თუ ვერა, ეს აღარ არის ბუნდესლიგის მთავარი ინტრიგა, ახლა საინტერესოა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი 3 ადგილისთვის, რომელზეც 6 კლუბი აცხადებს პრეტენზიას.

მეორეადგილოსანი "შალკე" ჩადის "ჰამბურგთან". წესით, გარკვეული უპირატესობა გელზენკირხენელებს უნდა ჰქონდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ მასპინძლებს ლამის ნახევარი გუნდი ჰყავთ ლაზარეთში, სტუმრები კი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ, თან კარგ ფორმაშიც არიან - "ხუმარებმა" ზედიზედ მოიგეს 6 მატჩი და გაუშვეს მხოლოდ ერთი გოლი.

"ჰამბურგის" მდგომარეობა კი ტურიდან ტურამდე უიმედო ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გერმანული კლუბი ძალიან ახლოს არის მწარე რეალობასთან - პირველად, არსებობის განმავლობაში, გავარდეს ბუნდესლიგიდან.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ყველაზე გვიან გაიმართება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები შეხვდებიან - "ლაიპციგისა" და "ლევერკუზენის" უშუალო ჯახი მართლაც დიდ ინტერესს იწვევს. "ფარმაცევტებს" ის უპირატესობა აქვთ, რომ მეტოქემ გუშინ ევროპალიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გამართა...

"დორტმუნდი" სეზონის ბოლოს შეელევა მთავარ მწვრთნელ პეტერ შტიოგერს. მანამდე, "კიოლნის" ყოფილ დამრიგებელს ერთადერთი ამოცანა აქვს - როგორმე ღირსეულად ჩაამთავრებინოს სეზონი გუნდს და ჩემპიონთა ლიგის მიღმა არ დატოვოს, რაც ნამდვილი კატასტროფა იქნება "დორტმუნდის" გულშემატკივრებისთვის და თავად ტიტულოვანი კლუბისთვისაც.

ფაქტები

"ვერდერმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო (1 ფრე) და ამ 4 თამაშიდან თითოეულში გავიდა 2,5-ზე მეტი გოლი.

"ბაიერნმა" ბოლო 6 მატჩი მოუგო "აუგსბურგს".

"კიოლნისა" და "მაინცის" ბოლო სამ ურთიერთშეხვედრაში მინიმუმ ერთ გუნდს ვერ გაჰქონდა გოლი.

5 შეხვედრაა, "ფრაიბურგმა" ბუნდესლიგაში გამარჯვების გემო არ იცის.

"დორტმუნდისა" და "შტუტგარტის" ბოლო 9 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ჰანოვერმა" წააგო ზედიზედ 5 მატჩი.

"აინტრახტისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. XXIX ტური

პარასკევი, 6 აპრილი

ჰანოვერი-ვერდერი 2:1

გოლები: 1:0 მარტინ ჰარნიკი (17), 2:0 ფელიქს კლაუსი (42), 2:1 იშაკ ბელფოდი (74)

შაბათი, 7 აპრილი

კიოლნი-მაინცი 17:30

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 17:30

გლადბახი-ჰერტა 17:30

აუგსბურგი-ბაიერნი 17:30

ჰამბურგი-შალკე 20:30

კვირა, 8 აპრილი

დორტმუნდი-შტუტგარტი 17:30

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 20:00

ორშაბათი, 9 აპრილი

ლაიპციგი-ლევერკუზენი 22:30

ბომბარდირები: 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში