ტურის მშვენება მადრიდული დერბია - კვირას "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" "ატლეტიკოს" დაუხვდება და შეეცდება, 4-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანოს.

დიახ, ეს რეალურად მეორე ადგილისთვის ბრძოლაა, რადგან დიეგო სიმეონესა და, განსაკუთრებით, ზინედინ ზიდანის გუნდებს "ბარსას" დაწევის პრაქტიკული შანსები აღარ აქვთ...

"ელ დერბი მადრილენიო" ყოველთვის გამორჩეული მოვლენა იყო ფეხბურთში. დერბის დიდი სოციალური და პოლიტიკური წიაღსვლები ჰქონდა ("ატლეტიკო" მუშათა კლასის გუნდად მოიაზრებოდა, ჯერ ის იყო ფრანკოს რეჟიმის "საყვარელი" კლუბი, შემდეგ კი სიმპათიები "რეალისკენ" გადაიხარა). მოკლედ, ისტორიას აღარ ჩავუღრმავდებით და ვიტყვით, რომ ეს არის რიგით 219-ე მადრიდული დერბი.

პირველ წრეში მადრიდული დერბი ცოტა, მოსაწყენი გამოდგა - 0:0, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გოლები არ გასულა.

"ბარსელონა", რომელმაც 8 ტურით ადრე უკვე ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაისად, შაბათს "ლეგანესს" მასპინძლობს. თუ კატალონიური გრანდი არ წააგებს (მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ "ბარსა" "კამპ ნოუზე" "ლეგანესთან" დამარცხდება), კლუბი ლა ლიგის წაუგებელი სერიის რეკორდს გაიმეორებს, რომელიც აქამდე "რეალ სოსიედადს" ეკუთვნის (1980) - 38 ტური წაუგებლად!

მეორეადგილოსანთა ჯახით სარგებლის ნახვას "ვალენსიაც" აპირებს - "ღამურები" "მესტალიაზე" "ესპანიოლს" ელიან.

ფაქტები

218 დერბიდან 109 "რეალმა" მოიგო, 54 ფრედ დასრულდა და 55-ში "ატლეტიკომ" გაიმარჯვა. ბურთების შეფარდება - 364:275 "რეალის" სასარგებლოდ.

ლა ლიგაში 161 მატჩი გაიმართა - 86 "რეალმა" მოიგო, 36 ფრედ დასრულდა, ხოლო 39 მატჩში "ატლეტიკომ" გაიმარჯვა. ბურთების შეფარდება - 285:214.

ლა ლიგაში "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკვე 4 თამაშია, რაც ვერ მოუგია "ატლეტიკოსთვის" (1 ფრე, 3 წაგება).

ბოლოს "რეალმა" ჩემპიონატში "ატლეტიკოს" 2012/13 წლების სეზონში მოუგო - 2:0.

დერბის აბსოლუტური ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა (რეალი) - 21 გოლი.

"რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი 37-ე დერბის ითამაშებს და "სუფთა" მესამე ადგილზე გადავა. ხენტოს და სანჩისს 42-42 თამაში აქვთ.

"ბარსელონამ" ბოლო 26 საშინაო მატჩიდან 24-ში იმარჯვა.

"ლეგანესს" ბოლო 10 საგარეო მატჩიდან 8-ში გოლი არ გაუტანია.

"რეალს" ლა ლიგის ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 34-ში არ წაუგია.

"ატლეტიკოს" ლა ლიგაში ბოლო 34 მატჩიდან 31-ში არ წაუგია.

"ვალენსიამ" ლა ლიგაში ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო.

"ესპანიოლი" ბოლო 14 საგარეო მატჩიდან 13-ში მოუგებელია (ლა ლიგა).

ლა ლიგა. XXXI ტური

პარასკევი, 6 აპრილი

დეპორტივო-მალაგა 3:2

გოლები: 1:0 ლუკას პერესი (6), 1:1, 2:2 დიეგო როლანი (41, 73), 2:1, 3:2 ადრიანი (70, 85)

შაბათი, 7 აპრილი

ალავესი-ხეტაფე 15:00

სელტა-სევილია 18:15

ბეტისი-ეიბარი 20:30

ბარსელონა-ლეგანესი 22:45

კვირა, 8 აპრილი

ლევანტე-ლას პალმასი 14:00

რეალი-ატლეტიკო 18:15

სოსიედადი-ჟირონა 20:30

ვალენსია-ესპანიოლი 22:45

ორშაბათი, 9 აპრილი

ვილიარეალი-ბილბაო 23:00

ბომბარდირები: 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა