"ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე რეაბილიტაციის კურსს გადის. მისი აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება, მოედანს მაისში დაუბრუნდება.

26 წლის მორაგბე თებერვალში, ინგლისის ნაკრებთან ერთობლივი წვრთნისას დაშავდა. ამჟამად ის ბიარიცის მახლობლად, ცნობილ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება და იქ 24 აპრილამდე დარჩება.

"საქართველოს ნაკრებთან ერთად ინგლისელებთან 3-დღიანი ვარჯიშების ბოლო დღეს დავშავდი. ერთ-ერთ ეპიზოდში, მოლში შესვლისას თავით ძლიერად დავეჯახე და კისრის მეექვსე მალა გამებზარა. მეორე დღეს ბიჭები გერმანიაში სათამაშოდ გაემგზავრნენ, მე კი საფრანგეთში ოპერაციის გასაკეთებლად ჩავედი" - იხსენებს ტრავმის მიღების მომენტს მიქაუტაძე.

რეაბილიტაციის პროცესზე გვიყვება:

"ოპერაციის შემდეგ კისერი დამიფიქსირეს და 4 კვირა არაფერი მიკეთებია. მერე ქირურგმა გამსინჯა და რადგან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მომცრო ზომის ფიქსატორი დამიყენა, მასაჟები დამიწყეს და ველოსიპედით ვარჯიშის უფლებაც დამრთეს. ახლა სარეაბილიტაციო ცენტრში ვარ და აქ 24 აპრილამდე ვრჩები. დატვირთვებმა მოიმატა და უკვე ცოტა-ცოტა ძალოსნურ ვარჯიშებსაც ვასრულებ. ექიმები ამბობენ, რომ ყველაფრი კარგად მიდის".

თავდაჯერებულობა მოგვემატა

საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული პირველობა 5 მაისს სრულდება, ორ კვირაში კი პლეი-ოფები იწყება. ამ დროისთვის კოტე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ იცის, ათამაშებენ თუ არა:

"თუ არაფერი გართულდა, პლეი-ოფებისთვის მზად უნდა ვიყო, მაგრამ ეს ისეთი პერიოდია, ალბათ, თამაში არ მომიწევს".

მიქაუტაძისთვის ინგლისელებთან ერთობლივი წვრთნები 3-თვიანი ტრავმით დასრულდა, თუმცა მიაჩნია, რომ გუნდმა ამით დიდი სარგებელი მიიღო:

"მთავარი ის იყო, რომ თავდაჯერებულობა მოგვემატა. დავინახეთ და ვირწმუნეთ, რომ დიდ გუნდებთან უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. 15-15-ზე გვქონდა სამფაზიანი შეტევები, რაქში თამაშის გარეშე და ლელო არ მივიღეთ. თამაში არ გააჩერეს და თავი უფრო მეტი ფაზის დროსაც დავიცავით. ჩვენი ჯერი რომ დადგა, სამ ფაზაში ერთი ლელო გავუტანეთ. ინგლისელები გაგიჟებულები იყვნენ".

▶ "ბორჯღალოსნებისა" და ინგლისის ნაკრების ერთობლივი შეკრების პირველი დღის ვარჯიში [VIDEO]

ჩემპიონობამდე ორ ნაბიჯში

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, კოტე მიქაუტაძის, მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის "მონპელიე" ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილს 71 ქულით ლიდერობს. ის უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს და დიდი ალბათობით, პლეი-ოფში პირველი-მეორე ადგილით გავა, რაც ბრძოლის პირდაპირ ნახევარფინალიდან გაგრძელებას ნიშნავს.

მიუხედავად ამისა, მიქაუტაძე ფიქრობს, რომ ჩემპიონობის მოპოვება ურთულესი იქნება:

"ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა. ახლა ისინი შეთამაშდნენ, მწვრთნელებმაც ახალი სისტემა დანერგეს და ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ტოპ 14-ში შესაძლოა მთელი სეზონი პირველ ადგილზე იყო და ბოლოს ის გადამწყვეტი წააგო, ჩემპიონობა სხვას გადაულოცო. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ შანსები ყველასათვის თანაბარია. გაიმარჯვებს ის, ვინც გადამწყვეტ თამაშში ფსიქოლოგიურად უკეთ იქნება მომზადებული".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ლეგიონერები - პრო დე2 მიქაუტაძემ გახსნა
ოფიციალურად: კოტე მიქაუტაძე "ბაიონის" მორაგბეა
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"რვა ერი": ირლანდიასთან მიქაუტაძე თითქმის გამოირიცხა
ლეგიონერები - კოტე მიქაუტაძე "ბაიონში" 2023 წლამდე
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში