როგორც კი „არსენალის“ შეძენასთან დაკავშირებულ საბუთებს გააფორმებს, სტენ კროენკი არსენ ვენგერს ახალი ფეხბურთელების საყიდელ ფულს მისცემს
როგორც კი „არსენალის“ შეძენასთან დაკავშირებულ საბუთებს გააფორმებს, სტენ კროენკი არსენ ვენგერს ახალი ფეხბურთელების საყიდელ ფულს მისცემს. მოგეხსენებათ, ამერიკელმა მილიარდერმა თავისი წილი 63 პროცენტამდე გაზარდა — დენი ფრიზმანისა (16,1 პროცენტი) და ლედი ნინა ბრეისველ სმიტისგან (15,9 პროცენტი) 233,2 მილიონი ფუნტის აქციები იყიდა და თავისას დაამატა. კლუბისთვის, რომელსაც 2005 წლის შემდეგ ტიტული არ მოუგია, სატრანსფერო ბაზარში 40 მილიონის „გატანება“ კროენკის აზრით ძალიან დიდი საქმე იქნება. ახალი მეპატრონის გამოჩენის შემდეგ „არსენალის“ ერთი აქციის ფასი 11, 75 ფუნტი გახდა და კლუბის საერთო ღირებულებამ 731 მილიონ ფუნტს მიაღწია.

63 წლის კროენკს ამერიკულ სპორტულ კლუბებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მან თქვა:

„აღფრთოვანებული ვარ „არსენალში“ ფულისა და ენერგიის დახარჯვის საშუალება რომ მომეცა. მინდა გუნდმა ახალი ჯილდოები მოიპოვოს. იმედი მაქვს, რომ პიტერ ჰილ-ვუდი პატივს დაგვდებს და თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს“.

სტენ კროენკი უმდიდრესი ადამიანია, რომელიც „არსენალის“ მეწილე 2008 წლიდან გახლავთ. ახლა მას ჩრდილოლონდონური კლუბის დარჩენილი წილის გამოსყიდვაც უნდა, თუმცა ცნობილია, რომ თავისი ჯიბიდან ფულის დადებას არ აპირებს. მოგეხსენებათ, „არსენალის“ ერთ-ერთი მთავარი აქციონერი, აქციათა 27 პროცენტის მფლობელი არის უზბეკი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი, რუსული „მეტალოინვესტის“ მთავარი ფიგურა. ამბობენ, რომ უსმანოვი ჯერჯერობით ფიქრობს გაყიდოს თუ არა „არსენალის“ წილი.

არსენ ვენგერი: „სტენ კროენკთან რამდენიმე წელიწადია რაც ვთანამშრომლობ და დარწმუნებული ვარ, რომ მას „არსენალის“ გაძლიერება გულით სწადია. კროენკს კარგად ესმის რა ტრადიციისა და ამბიციის კლუბთანაც აქვს საქმე და იცის, რომ ჩვენ ისეთი საფუძვლის ჩაყრა გვჭირდება, რომელიც მომავალში ხანგრძლივ წარმატებებს უზრუნველყოფს“.

„არსენალის“ თავმჯდომარე ჰილ-ვუდი: „დირექტორატის წევრები და მე ვგრძნობთ, რომ უპირველეს ყოვლისა გუნდის სული უნდა დავიცვათ. მინდა სიამოვნებით ავღნიშნო, რომ მართალია მისტერ კროენკი „არსენალში“ შედარებით ახალი კაცია, მაგრამ უკვე დაამტკიცა, რომ „მეთოფეთა“ ისტორიასა და ტრადიციებს პატივს სცემს. „არსენალი“ ხომ სპეციფიური კლუბია. იმედი მაქვს, რომ ის პოზიციას არც მომავალში შეიცვლის“.

კლუბის აღმასრულებელი შეფი აივან გაზიდისი: „არსენს ჩვენთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. რაც ახლა ხდება აშკარად ეპოქის დასასრული გახლავთ, თუმცა ეს ახალი ეპოქის დასაწყისიც არის. არა მგონია ახალმა მეპატრონემ მოღვაწეობა რადიკალური ცვლილებებით დაიწყოს. მისტერ კროენკი სპორტში ჭიპმოჭრილი ადამიანია“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა