ჩემპიონთა ლიგა. ¼ ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" 3:1 დაამარცხა "რეალი", მაგრამ ორი მატჩის ჯამში "რეალი" გავიდა ნახევარფინალში. გავიდა 90+7-ე წუთზე რონალდოს გატანილი პენალტით.
ტურინში მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ (3:0) თითქოს "რეალს" ადვილად უნდა გადაელახა "იუვენტუსის" ბარიერი, მაგრამ მე-2 წუთზე ხედირას გადაცემით მანძუკიჩმა, რომელიც მწვრთნელმა ალეგრიმ დისკვალიფიცირებული დიბალას ნაცვლად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, თავურით გახსნა ანგარიში და დაპირისპირებას ინტრიგა დაუბრუნდა.
ამის შემდეგ თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. განსაკუთრებით სახიფათოდ მასპინძლები უტევდნენ, ალეგრიმ ჩათვალა, რომ დე შილიო ვერ ასრულებდა თავის სამუშაოს მარჯვენა ფლანგზე სათანადოდ და ლიხტშტაინერით შეცვალა.
შეცვალა და ბლანკოსის იერიშებიც მინავლდა. მინავლდა დროებით. კროოსმა და ისკომ ვერ გამოიყენეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა და მანძუკიჩმა სწრაფი კონტრშეტევისას ამჯერად ლიხტშტაინერის აწეულ ბურთს დაჰკრა თავი, 0:2 და ყველამ გაიფიქრა - ნუთუ "რომასა" და "ბარსელონას" მსგავსი სენსაციის მოწმენი შევიქნებით? ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვარანმა ძელს გაარტყა ბურთი.
შესვენებაზე "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, კაზემიროსა და ბეილის ნაცვლად მოედანზე ვასკესი და ასენსიო შეუშვა. "ბებერმა ქალბატონმა" კი თამაში დააწყნარა და შანსს მშვიდად ელოდა. ელოდა და მიიღო კიდეც: 61-ე წუთზე ნავასის შეცდომით მატიუდიმ ისარგებლა და 0:3. "იუვენტუსს" 1 საათი ეყო ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად.
ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბენატიასთან ბრძოლაში ვასკესი წაიქცა საჯარიმოში, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მერე კამათისთვის ბუფონი გააძევა, მის ნაცვლად კარში ჩამდგარ შესნის კი რონალდომ თერთმეტმეტრიანი გაუტანა და "რეალი" ნახევარფინალში გავიდა.
11.04.18. რეალი - იუვენტუსი 1:3
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 75 796 მაყურებელი
რეალი - იუვენტუსი 1:3
გოლები: 0:1 მანძუკიჩი (2), 0:2 მანძუკიჩი (37), 0:3 მატიუდი (61), 1:3 რონალდო (90+7)
გაძევება: ბუფონი (93)
რეალი: ნავასი, კარვახალი, ვალიეხო, ვარანი, მარსელო, კაზემირო (ვასკესი 46), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 75), კროოსი, ისკო, ბეილი (ასენსიო 46), რონალდო
იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო (ლიხტშტაინერი 17), კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, პიანიჩი, მატიუდი, ხედირა, დუგლას კოსტა, მანძუკიჩი, იგუაინი (შესნი 96)
მატჩის შემდგომი კომენტარები:
▶ მასიმილიანო ალეგრი: ეს პენალტი კუადრადოს შებრუნებული სიტუაციაა
▶ ზინედინ ზიდანი: დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში
▶ ჯანლუიჯი ბუფონი: მსაჯს გული კი არა ნაგვის ურნა აქვს
levan
ვეთანხმები ანესტეზიოლოგს.მიკვირს სად დაიანახეს გუშინ კატენაჩო (კატენაჩო თავისი არსით არაა მხოლოდ დაცვის თამაში,ის როგორც ზამბარა ისე ითარგმნება,ის როგორც ზამბარა ისე იკუმშება და შემდეგ ელვის სისჭრაფით იჭრება წინ,ანუ ზუსტი გაგებით კონტრშეტევას ნიშნავს.),და საერთოდ კატენაჩო უკვე დიდი ხანია ჩაბარდა წარსულს.თუ იმაზე აპელირებენ,რომ იტალიის ნაკრები გოლებს ვერ იტანს,ეს მხოლოდ ფეხბურთელების კლასის ბრალია,თორემ კლუბები უკვე დიდი ხანია კატენაჩოს აღარ თამაშობენ,თუნდაც რომას მაგალითიც გამოდგება,რომელიც გაუთავებლად უტევდა თვით ბარსელონას.რაც შეეხება მსაჯის გადაყვეტილებას ზუსტად ახსნა ანესთეზიოლოგმა.მას მარტო იმდღევანდელი თამაში და ის კონკრეტული მომენტი კი არა მთელი თამაშის და დაპირისპირების სურათი უნდა დაენახა და შეეფასებინა.ბოლო ორი დღეა ნამდვილი ფეხბურთი დაბრუნდა და ეს ძალიან კარგია,ბოლო-ბოლო დღევანდელ ფეხბურთში მარტო რეალი და ბარსას გარდა სხვა საინტერესო კლუბები და ფეხბურთელებიც არან.
ანესთეზეოლოგი
-ყური მიგდე- ს და -ლაშას- პირველ რიგში - რეალსა და იუვენტუს შორის ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ის სხვაობა არც ერთ ასპექტში, რომ უცილობელად რომელიმეს სიძლიერეზე გააკეთო აქცენტი და თქვა რომ, ეს უფრო ძლიერი იყო და ამიტომ გავიდა ნახევარფინალში. რეალს გატანილი ჰქონდა 3 ბურთი და ამდენივე გაუშვა საკუთარ მოედანზე, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ გუნდი რომელმაც ამხელა სხვაობა მოწინააღმდეგის მოედანზე აღმოფხვრა, როგორც მინიმუმ იმ კლასისაა, რაც ნახევარფინალში გასასვლელადაა საჭირო. კატენაჩოზე ლაპარი როგორ შეიძლება, როდესაც გუნდი გასვლაზე იტანს 3 უპასუხო გოლს. გუშინ რასაც ქვია ნამდვილი კაცები თამაშობდენ იუვეს მხრიდან. მათ დაამტკიცეს, რომ რეალი იუვენტუსზე ძლიერი გუნდი არ არის და მოდით გულშემატკივრის სუბიექტური აზრი ნუ აგვერევა ობიექტურ შეფასებაში. მსაჯის მოქმედებას რაც შეეხება - ეს იყო ეპიზოდი, რომელშიც მსაჯს ჰქონდა აბსოლიტურად თავისუფლად მოქმედების საშუალება. პირადად ჩემი აზრია, რომ სხვა, მეტად გამოცდილი ბრიტანელი და გერმანელი მსაჯების უმეტესობა აქ პენალს არ დანიშნავდა. მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთის მსაჯი არ უნდა იყოს მხოლოდ დოგმატებითა მხოლოდ და წესებით, კონსერვატიული მიდგომით გარშემორტყმული. კანონებისა და წესების ერთგული დამცველის სტატუსი შეიძლება აუცილებელი იყოს იურისპუდენციაში ან მედიცინაში მაგრამ არანაირად ფეხბურთში. ფეხბურთის მსაჯს პირველ რიგში უნდა უყვარდეს ფეხბურთი! უნდა იყოს მოედანზე ობიექტური მაგრამ უნდა იყოს ფეხბურთის ფანატი. წუხელ მსაჯს ეს თვისება ძალიან აკლდა. დამატებული დროის ბოლო წამებზე ფეხბურთის მოყვარული კაცი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ეს არ აზარალებდა არავის, არც რეალს. პენალტის დაუნიშნავობა მათ არ ტოვებდა ნახევარფინალის გარეშე. მოდი ობიექტურად ვთქვათ რომ 100% პენალტი არ იყო, ეს არ იყო ისეთი შემთხვევა, რომელიც დოგმატურად უნდა გადაწყვეტილიყო. გავიხსენოთ წინა თამაში სადაც იუვეს ამაზე ბევრად აშკარა პენალტი არ მისცეს. გუნდებს უნდა შეძლებოდათ დამატებით დროში დაემტკიცებინათ თუ რომელი იმსახურებდა გასვლას. დავიჯერო რეალის გულშემატივრებს ასეთი გასვლა აკმაყოფილებს? და ბოლოს მინდა იცოდეთ, რომ არც რეალის და არც იუვეს გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ორთავეს მადლობა გუშინდელი სპექტაკლისათვის.
levan
კატენაჩოს თამაშის დროს 3 ბურთს არ იტანენ.
ყური მიგდე
ლაშა-ს აბსოლუტურად ვეთანხმები.. ვისაც არ უნდა დანახვა-არ დაინახავს.. ერთი ვინმემ ახსნას, უკნიდან მკერდზე მიღებული ბურთი როგორ უნდა აართვა ფეხით სუფთად, რა რვაფეხას საცეცები აქვს და არა ფეხები? ისე, როგორ შემოუვლის ფეხით ბურთზე სუფთად რომ ითამაშოს..ხელი კვრაზე აღარაფერს ვამბობ.. მაგრამ, ამ სტატიაში მთავარი სხვა რამაა: ეს ჯურნალისტები ვერაფრიტ გადაეჩვიენ მიკერძოებულობას.. მაგალითი? ა, ბატონო! ,,"რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში,, ეს რეალობაა? ე.ი. მსაჯმა დამატებულ დროს გადააცილე ბევრით და მაშინ ოხდა პენალტი? ან, ვერ ერკვევა ავტორი დროში, ან, რაც უფრო სავარაუდოა, მიკერძოებულია.. აბა, როგორც ყოველთვის, დაბლოკეთ ეს, კრიტიკული პოსტი, ადმინ!
ერთი დანამდვილებით ვიცი...
ასეთ პენალტს, ასეთ ანგარიშზე და ასეთ დროს, მსაჯი, იარაღიც რომ დაგედოთ, რეალის კარში არ დანიშნავდა.
ერთი დანამდვილებით ვიცი...
ასეთ პენალტს, ასეთ ანგარიშზე და ასეთ დროს, იარაღიც რომ დაგედოთ, მსაჯი რეალის კარში არ დანიშნავდა.
უგულავა
იქ უნდა ყოფილიყავი:))))
gg
100% mec egre mgonia zmao
ლაშა
ყველამ კარგად იცით რომ რეალი იუვეზე ძლიერი გუნდია და თამაშმაც აჩვენა. იუვე კატენაჩეს თამაშობდა და ყველა მოთამაშემ ყვითელი მიიღი. ეს არ არის თამაში. 10 თამაშიდან იუვე რეალს ასეთი თამაშით მხოლოს ორს თუ მოუგებს. რვაში კი განადგურდება
ucha martalishvili
ბურთი მკერდზე უნდა მიეღო და კონტაქტის მერე მიიღო ტუჩებით!!!
მართლა ჯობია ჯერ გააანალიზო, რა ბურთი მკერდიდან წინ გაუვარდა სურათი მაინც ნახე ამავე საიტზე. და როგორ ინდა წაართვა ბურთი მკერდიდან ჯარიმის გარეშე უკან მდგომმა მცველმა ეგეც ცადე თუ თამაშობ საერთოდ ფეხბურთს. და მკერდიდან წინ უნდა გადაეგდო რომ დაერტყა აბა რა უნდა ექნა ვერ მიწვდებოდაო რომ წერ. ეს ისე ობიექტურობისთვის თორემ სულ ნუ დადებდა და იქით ეჩვენებინა სიმულაციისთვის ყვითელი.
nugo
ეპიზოდს დააკვირდით კარგად.. ბურთი მკერდიდან წინ გაუვარდა და ვერცერთ ვარიანტში ბურთს ვეღარ მიწვდებოდა...ეს როგორც კი იგრძნო დაცემა დაიწყო..ფეხებსაც დააკვირდით, ფეხის მოქნევის იმიტაციაც კი არ ჰქონია... მცველმა უკნიდან ეთამაშა, როგორც კი მისი შეხება იგრძნო დაეცა... ასე რომ როცა რაღაცის ანალიზს გააკეთებთ, ჯერ გაანალიზეთ და მერე წერეთ....მსაჯრიდელებო......
ქომაგი
მასაზე გათვლილი მშვენიერი ორმოქმედებიანი სპექტაკლი დადგეს ესპანურ-იტალიურმა გუნდებმა ორივე სამშაბათ-ოთხშაბათს და პარიტეტიც დაიცვეს (თითო გუნდი ნახევარფინალში). ახლა კენჭისყრისას ველოდები გაგრძელებას რომა-ლივერპულის და რეალი-ბაიერნის ნახევარფინალებით. ფინალში ერთი ბაიერნი იქნება და მეორედან კი გააჩნია მისი უდიდებულესობა ფული/ტოტალიზატორივის გასვლას გადაწყვიტავს (ვის გასვლა/მოგებებზეც მეტი ფული შევა, ის ვერ გავა)!
ozeki
-ნუ არ ვიცი, კი არა ეგეთი მსაჯის ტუ.......!
ყური მიგდე
ეს რა ბოდვაა?! ვხვდები ძალიან არ უყვრას ჟურნალისტს რეალი, მაგრამ ობიექტურობა ხომ არ უნდა დაკარგო? ,,ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბენატიასთან ბრძოლაში ვასკესი წაიქცა საჯარიმოში,, სად იყო იქ ბრძოლა? ბრმა ხარ თუ არ გიყურებია თამაში? რონალდუმ თავით ჩმაოუგდო ბურთი ვასკესს..ხოლო, ბენატიამ უკნიდან შეეცადა მკერდზე მისაღები ბურთის ართმევა..ერთი ახსენი, რანაირად შეიძლება ეს თამასის წესების დარღვევის გარეშე.. კარგით რა, ნუ ტინგიცობთ, სერიოზული ანალიზი შეეცადეტ გააკეთოთ..თუ შეგიძლიათ , რა თქმა უნდა?...
Roma
Barem saxlshi daudet tasi iuves. Jer goli ar chautvales reals. Yopiliyo video reperi xo chatvlidnen.. mere meore ramdens uxeshobdnen iuves pexburtelebi...? Eg aris waxaliseba..penalti ara goli ara jarimaze tvalebis daxuchva da ar gagdeba.. da es gindodat zog zogiertebs? Mere ityodit samartlianad gavida iuveo? Da psj ro gaagdo barsam iq ra penlebic dainishna magis mere xma rogor unda amoigon ver vxvdebi
ნოდო
ბუფონის გაძევების ერთი მიზეზია მხოლოდ და ალბათ შეურაწყოფა ეგრე 10 ვე უნდა გაეგდო მაშინ მეკარის პირდაპირ გაგდება როცა სხვის გამო ნიშნავ პენალტს თან ასეთ მატჩი რომელიც შეიძლება კიდევ მინიმუმ 30 წუთი გაგრძელდეს არის მიკერძოება რეალის ქართველ ფანობას გუშინ ბარსას რო იგდებდით მასხრად ხეფავთ რა ხელად შემმოგიტრიალდათ სხვისი დაცინვა? ბარსა ღირსეულ ბრძოლაში გავარდა რეალს კი გოლი ლანგრით მიართვეს
ucha martalishvili
რონალდომ გადაარჩინა რეალი რამხელაზე ახტა და როგორი პასი დაუგდო ვასკესს!!!მერე პენალტიც იდეალურად დაარტყა ძალიან დიდი წნეხია მაგ დროს და ამას სუ ფეხებზე კიდია და მაგიტომაცაა რონალდო!!!აი მესიმ ვერ გადაარჩინა ბარსა და მოწდნიდან ვირთხასავის გაიპარა:)
ucha martalishvili
არ ხარ მართალი,პენალტი იყო მსაჯს შეეძლო დაენიშნა და დანიშნა.ვერავინ იტყვის მოიგონაო.უბრალოდ შესაძლებელი იყო არ დაენიშნა და მერე მეალის ფანების კრიტიკის ობიექტი გახდებოდა.უკნიდან რომ არ ეთამაშა ბენატიას ვასკესი მაგას 100 დან 100 ჯერ გაიტანდა,ბურთს ვერ მოარტყა ფეხი ბენატიამ და ეს უკვე პენალტია ძმებო
status quo
დაჩაგრეს იუვე.
Zaza
Totalizator da gayiduli tamashebi sanam iarsebebs, bevri kitxva chndeba Didi mayurebeli Ara var tumca bevri kitxva chndeba faktia....
იუვენტუსს ყოჩაღ, უფრო სწორად ალეგრის! მაგრამ არც ნავასი უნდა დაგვავიწყდეს მესამე ბურთზე და მეორეც არ იყო აუღებელი. ზიზუმ არასწორი შემადგენლობა დააყენა (ბეილი ბენზემას ნაცვლად და ვალიეხო?!) , ხოლო ცვლილებები უარესი (კაზემიროს გაყვანა). პენალტზე კი რამდენად დარწმუნებულები ხართ რომ არ იყო?ბურთზე კონტაქტი არ იყო, ვასკესზე კი ზურგიდანაც და ფეხითაც.
გიორგი
ზუსტად მაგიტომ არ ნერგავენ ლიგაზე ვიდეო რეფერის...გაიხსენე შარშანდელი მეოთხედფინალი, მაშნაც განმეორებითი თამაში, ასევე მადრიდში ბაიერნთან...როგორც ჩანს წელსაც გადაწყვეტილია რომ რეალი ფინალშ უნდა დადონ...
svan
აი ასეთ შემთხვევებშია ვიდეორეფერი საჭირო ჯიჯიც აღარ მიიღებდა წითელს ან საერთოდ მისი გაგდება როგორ შეიძლებოდა...! არამგონია ვიდეორეფერს თამაში გაეფუჭებინა, ეს მატჩი დამატებით 30 წუთი რომ გაგრძელებულიყო კარგი იქნებოდა
ბიანკონერი
როცა გუნდი გასვლაზე, ბერნაბეუზე უგებ რეალს, ისიც სამით ნოლს. როცა თამაში დამატებითში გადადის და დარჩენილია წუთზე ნაკლები - მსაჯი ნიშნავ პენალს(ისიც სადაო სიტუაციაში) და პლუს მეკარეს წითელი ბარათი? ნუარვიცი...
kashialegend
აი საღოლ მსაჯს რა. ეს რა ჯანდაბა ხდება ფეხბურთში. რამდენჯერ უნდა შეცდნენ ერთი გუნდის სასარგებლოდ თფუი მაგათი...
ნუგო
მსაჯები რომ არ ვაჟკაცობდნენ, რეალს რა ეშველებოდა....მეტყვის ვინმე???
Z/S
Da es aris realis gasvla? Ra penali mougones? An jijis ese gagdeba?! Ukve agar ghirs fexburtis yureba ...
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია