ესპანური ლა ლიგის 32-ე ტურში ლიდერი და თითქმის ჩემპიონი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში შერცხვენილი "ბარსელონა" მესამეადგილოსან "ვალენსიას" მასპინძლობს და თუ არ წააგებს, ჩემპიონატის ახალ რეკორდს დაამყარებს.

"ბარსამ" უკვე გაიმეორა ლა ლიგის 37-წლის წინანდელი რეკორდი - ზედიზედ 38 ტურში არ წააგო, "კამპ ნოუზე" მატჩი "ღამურების" წინააღმდეგ 39-ე იქნება, მაგრამ რომში 0:3 წაგებული გუნდი ახლა არც ისე კარგ ხასიათზეა, მეტოქისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

"ვალენსია" ქულით უსწრებს "რეალს" და სამით ჩამორჩება "ატლეტიკოს", მარსელინოს გუნდში ღიად აცხადებენ, რომ მეორე ადგილი სურთ. რატომაც არა?

"ბარსას" ლუკა დინი დააკლდება, "ვალენსიას" - ფრანსუა კოკლენი. პირველ წრეში ამ გუნდებმა "მესტალიაზე" 1:1 ითამაშეს, როდრიგოს გოლს 82-ე წუთზე ექსვალენსიელმა ალბამ უპასუხა და "ბარსა" მარცხისგან იხსნა. თებერვალში ამ გუნდებმა ესპანეთის თასზე ითამაშეს, თუმცა ამ შემთხვევაში "ბარსას" უპირატესობა გამოკვეთილი იყო - "კამპ ნოუზე" 1:0 მოუგო, ხოლო "მესტალიაზე" 2:0 და ფინალში გავიდა.

ევროპალიგაზე ბატალიებგამოვლილი "ატლეტიკო" გადარჩენისთვის მებრძოლ "ლევანტეს" მასპინძლობს. "ლევანტე" უკვე 8 ქულით უსწრებს გავარდნის ზონას.

"რეალმა" ლიგაზე ბეწვის ხიდზე გაიარა, კინაღამ "ბარსაზე" უარესად შერცხვა, მაგრამ ბოლოს, საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტის წყალობით გადარჩა. "სამეფო კლუბი" კვირას "მალაგას" ესტუმრება, რომელსაც ყოფილი სეგუნდას საგზური ლამის ჯიბეში უდევს.

ფაქტები

"ვალენსიას" ზედიზედ 5 ტური აქვს მოგებული.

"ბარსელონას" 38 ტურია, რაც არ წაუგია.

"ბარსელონამ" მოიგო ბოლო 27 საშინაო მატჩიდან 25 ლა ლიგაში.

ლა ლიგაში "ატლეტიკომ" ბოლო 35 მატჩიდან 32-ში არ წააგო.

"ვალენსიამ" ბოლო 9 ტურიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

"ბარსელონამ" "ვალენსიას" ბოლო 13 დაპირისპირებიდან 11 მოუგო "კამპ ნოუზე".

"რეალმა" ბოლო 24 საგარეო მატჩიდან 22 არ წააგო ლა ლიგაში.

"მალაგამ" ბოლო 16 ტურში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

5 ტურია, რაც "ეიბარს" არ მოუგია.

ბოლო 6 ტურია, რაც "ატლეტიკოს" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გოლი არ გაუშვია.

"ლევანტეს" გასვლაზე ბოლო 26 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული ლა ლიგაში.

"სევილიას" "სანჩეს პისხუანზე" "ვილიარეალთან" ბოლო 11 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.

ლა ლიგა. XXXII ტური

პარასკევი, 13 აპრილი

ჟირონა-ბეტისი 23:00

შაბათი, 14 აპრილი

სევილია-ვილიარეალი 15:00

ბარსელონა-ვალენსია 18:15

ლას პალმასი-სოსიედადი 20:30

ლეგანესი-სელტა 20:30

ბილბაო-დეპორტივო 22:45

კვირა, 15 აპრილი

ეიბარი-ალავესი 14:00

ატლეტიკო-ლევანტე 18:15

ხეტაფე-ესპანიოლი 20:30

მალაგა-რეალი 22:45

ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - იაგო ასპასი (სელტა); 18 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

B A R S E L O N A
იმის მერე რაც გუშინ ჟირონას გაუკეთეს სამი გოლი გაუუქმეს(მესამე საერთოდ ასპროცენტიანი)და ძალით წააგებინეს, არ გამიკვირდება დღეს ბარსასაც გადაუარონ. კატალონიელებზე ნადირობაა ესპანეთში გამოცხადებული.
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა