ამ კვირაში რამდენიმე დერბია და ყველაზე სასტიკი ჯახი რომში უნდა შედგეს. მარადიული ქალაქი ორად გაიყოფა. ერთმანეთის წინააღმდეგ ხომ "ლაციო" და "რომა" ითამაშებენ. ეს მატჩი, რომც არაფერს წყვეტდეს, მაინც ტურის ცენტრალური დაპირისპირება იქნებოდა.

ახლა კი ასე ნამდვილად არაა - ოდინდელი მტრები ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები არიან ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილებისთვის ბრძოლაში.

"რომა" ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა. ამ გუნდის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩადენილ სასწაულზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგან უკვე საკმარისად დავწერეთ.

საკითხავია, "ბარსელონასთან" გმირულად ჩამთავრებული თრილერის შემდეგ ეყოფა თუ არა "რომას" საიმისო ძალა, ბოლომდე დაიხარჯოს დერბიში. უნდა ვიფიქროთ, რომ ეყოფა - ამის თაობაზე "ჯალოროსის" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ილაპარაკა და მან ყველაზე უკეთ იცის თავისი ბიჭების მდგომარეობა.

დასვენებული არც სიმონე ინძაგის "ლაციოა" მას შემდეგ, რაც ევროპალიგაზე საპასუხო მატჩი ითამაშა "ზალცბურგთან". და მაინც, დერბი ისეთი რამეა, გუნდებმა დაღლილობა და სხვა მიზეზები გვერდით უნდა გადადონ.

შესაძლოა, ამ ტურში რეალურად დასრულდეს საჩემპიონო ბრძოლა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ნაპოლი" გასვლაზე ვერ შეძლებს "მილანის" დამარცხებას. ორი აზრი არ არის, რომ მაურიციო სარის გუნდს ურთულესი გამოცდა ელის.

ჯენარო გატუზოს ხელში "მილანი" უკეთესი გუნდი გახდა და ახლაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საშინაო ასპარეზზე "როსონერის" ფანობა გაახაროს და თან საჩემპიონო დავაზეც მოახდინოს გავლენა.

"ნაპოლის" წაფორხილებას მოუთმენლად ელის "იუვენტუსი". "ბებერი ქალბატონი", რომელსაც მადრიდში ძალიან ცოტა დააკლდა გმირობამდე (თამაშის დამატებით დროში გადაყვანა ტურინელებისთვის მართლაც გმირობა იქნებოდა, პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე), შინ ალბათ მოუგებს უმოტივაციოდ დარჩენილ "სამპდორიას". მასიმილიანო ალეგრის გუნდს ახლა მთავარ საზრუნავად "სკუდეტოს" მოპოვება დარჩა და აქ კომპრომისი გამორიცხულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, "იუვესთვის" სეზონი წარუმატებლად შეფასდება.

ფაქტები

"უდინეზემ" სერია A-ში ზედიზედ 8 მატჩი წააგო.

"კიევოსა" და "ტორინოს" შორის ბოლო 4 მატჩში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

"ინტერმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ატალანტას".

ბოლო 3 მატჩია, "ფიორენტინა" კარს "მშრალად" ინახავს.

"მილანსა" და "ნაპოლის" შორის ბოლო 4 მატჩში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

"ბოლონიას" ბოლო 5 მატჩია, არ მოუგია.

მიმდინარე სერია A-ს პირველ წრეში "სამპდორიამ" "იუვენტუსს" 3:2 მოუგო.

"ლაციოსა" და "რომას", ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 8 მატჩში ფრედ არ უთამაშიათ.

სერია A. XXXII ტური

შაბათი, 14 აპრილი

კალიარი-უდინეზე 17:00

კიევო-ტორინო 20:00

ჯენოა-კროტონე 20:00

ატალანტა-ინტერი 22:45

კვირა, 15 აპრილი

ფიორენტინა-სპალ 14:30

მილანი-ნაპოლი 17:00

ბოლონია-ვერონა 17:00

სასუოლო-ბენევენტო 17:00

იუვენტუსი-სამპდორია 20:00

ლაციო-რომა 22:45

ბომბარდირები: 27 - ჩირო იმობილე (ლაციო); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 18 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 17 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი