რურის დერბი განა მხოლოდ გერმანულ ფეხბურთში, მსოფლიოს მასშტაბითაც ფრიად საყურადღებო მოვლენაა.

ცხადია, მას გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით - ტურის ცენტრალურ შეხვედრად სწორედ "შალკესა" და "დორტმუნდის" ჯახი უნდა შევრაცხოთ.

"დორტმუნდს" ისევ ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. საერთოდ, როცა საქმე ამ კლუბს ეხება, სულ ასეა და ამჯერადაც არ იქნება გამონაკლისი. მატჩის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ ორივე გუნდი გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

ვნახოთ, მორჩება თუ არა რურის დერბიში ფრეების ეპიდემია. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კი მთავარი ისაა, ლამაზი ფეხბურთი და გოლები ნახოს, როგორც ეს წინა ბუნდესლიგის დაუვიწყარ მატჩში მოხდა: "დორტმუნდი" პირველი ტაიმის შემდეგ შინ 4:0-ს იგებდა, მაგრამ "ხუმარებმა" მეორე ნახევარში სასწაული მოახდინეს - ოთხი(!) უპასუხო გოლი გაიტანეს და თამაში 4:4 დასრულდა. შემსრულებლები დღესაც არ აკლიათ გუნდებს და, წესით, კარგ ფეხბურთს უნდა ველოდოთ.

"ბაიერნი" უკვე ჩემპიონის რანგში უმასპინძლებს "გლადბახს". უნდა ვივარაუდოთ, რომ "რეკორდმაისტერი" ამ შეხვედრაში ვერ მოდუნდება. საქმე ისაა, რომ იუპ ჰაინკესის გუნდს რევანში აქვს ასაღები პირველ წრეში დამარცხების (1:2) გამო. თუმცა არც ისაა გამორიცხული, ჰაინკესმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენოს.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "ლევერკუზენსა" და "აინტრახტს" შორის გაიმართება. ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაში გასვლაა და ორივეს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. გვაიმედებს ის გარემოება, რომ "ლევერკუზენიც" და "აინტრახტიც" შეტევაზე აკეთებენ აქცენტს და, წესით, არ უნდა მოვიწყინოთ.

"ლაიპციგს", რომელმაც წინა ტურში შინ 1:4 წააგო "ლევერკუზენთან", ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი აქვს "ვერდერთან". აღმოსავლეთგერმანელები, ბუნდესლიგის არ იყოს, ამ ბოლო დროს ევროპალიგაშიც გვარიანად დაიხარჯნენ. აქედან გამომდინარე, გუნდს უჭირს ორ ფრონტზე ძალების გადანაწილება. სწორედ ამის ბრალიც იყო "ლევერკუზენთან" ხსენებული მარცხი.

რა თქმა უნდა, "ლაიპციგს", თუნდაც შემადგენლობის გათვალისწინებით, შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება. ეგაა, რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, თუმცა არც "ვერდერია" ოპტიმალური შემადგენლობით. და მაინც, თუ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა უნდათ, სტუმრებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გაიღონ.

ფაქტები

"აუგსბურგმა" უკანასკნელი 2 მატჩი მოუგო "ვოლფსბურგს".

"ლევერკუზენმა" ბოლოს ზედიზედ ორჯერ დაამარცხა "აინტრახტი".

"ჰოფენჰაიმმა" და "ჰამბურგმა" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

"შტუტგარტს" 4 მატჩია, არ მოუგია "ჰანოვერისთვის".

"დორტმუნდსა" და "შალკეს" შორის ბოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

ბუნდესლიგა. XXX ტური

პარასკევი, 13 აპრილი

ვოლფსბურგი-აუგსბურგი 22:30

შაბათი, 14 აპრილი

ლევერკუზენი-აინტრახტი 17:30

ჰერტა-კიოლნი 17:30

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 17:30

შტუტგარტი-ჰანოვერი 17:30

ბაიერნი-გლადბახი 20:30

კვირა, 15 აპრილი

შალკე-დორტმუნდი 17:30

ვერდერი-ლაიპციგი 20:00

ორშაბათი, 16 აპრილი

მაინცი-ფრაიბურგი 22:30

ბომბარდირები: 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა