ხუთშაბათს, 12 აპრილს, ბათუმის "დინამოს" სტადიონი და გუნდი აკურთხეს. კურთხევა მამა სერგიმ ჩაატარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოები გუნდის დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა განათავსა, თუმცა მასზე წვდომა მალევე შეწყვიტა.

კლუბის პრესსსამსახურში Batumelebi.netgazeti.ge-ს შემდეგი განუცხადეს:

"მოედანი დახაზეს და პირველად ივარჯიშა "დინამომ" ბუნებრივსაფარიან მოედანზე. მამა სერგი მოვიდა და მოედანი აკურთხა. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, დგინდება ეს საკითხი. მოედანს ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ იყენებენ ფეხბურთელები“.

Sportall.ge დაინტერესდა და გაიხსენა ის ეპიზოდები, რაც მსგავს ფაქტებს უკავშირდება.

ბათუმის "დინამოსა" და ოთარ ფედიჩკინს კიდევ ერთი საინტერესო ისტორიაც აქვთ. კერძოდ, 2013 წლის 30 ივლისს, როდესაც ის გუნდის პრეზიდენტად აირჩიეს, ფედიჩკინი საკრებულოს სხდომაზე წმინდა გიორგის ხატით მივიდა.

ეს ამ ფაქტის ამსახველი ფოტოა:

აღნიშნულ ლინკზე კი თქვენ ამის ვიდეო-მასალის ნახვა შეგეძლებათ:

▶ წმინდა გიორგის ხატით სხდომაზე - "დინამო ბათუმის" ახალი დირექტორი საკრებულოში

საინტერესო ისტორია უკავშირდება "დინამო თბილისსაც".

2016 წელს, როდესაც თბილისელებს ცუდი სერია ჰქონდათ და მისი შეწყვეტა სურდათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ეს ცხვარის შეწირვით მოინდომეს.

მაშინ, Sportall.ge-ს "დინამოს" პრესსამსახურში განუცხადეს:

"ცხვარი ნამდვილად მიიყვანეს ბაზაზე, ოღონდ ეს ყველაფერი ხუმრობით და ირონიით მოხდა. მცირე ხნის შემდეგ ცხვარი გაუშვეს, არ დაუკლავთ, რის შემდეგაც ფეხბურთელები რესტორანში წავიდნენ და იქ ივახშმეს. "დინამოში" კარგად ხვდებიან, რომ ცხვრის დაკვლა საქმეს არ უშველის...".

▶ კურიოზი: თბილისის "დინამოს" კომენტარი ცხვართან დაკავშირებით

2014 წელს, როდესაც ქუთაისის "ტორპედო" ბათუმის "დინამოსთან" თამაშისთვის ემზადებოდა, მატჩამდე ჭყონდიდის ეპარქიაში მომსახურე მამა გიორგიმ (ბასილაია) გუნდის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის სახელზე საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი საცხოვრებელი შენობა და მთლიანად "ტორპედოს“ ბაზაც აკურთხა.

2013 წლის 22 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ამავე ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, "ბაიას" ბაზაზე საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდისა“ და საფეხბურთო კლუბ “ლაზიკას” ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ადმინისტრაციის თანამშრომლები დალოცა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
ბათუმის "დინამო": ფროლოვი საქმეს შეუდგა, ევროპალიგა - ქუთაისში
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის