ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო
პრემიერლიგა. XXXIV ტური: "იუნაიტედმა" "სიტი" ჩემპიონად გამოაცხადა [VIDEO]
პრემიერლიგა. XXXIV ტური: "იუნაიტედმა" "სიტი" ჩემპიონად გამოაცხადა [VIDEO]
"უემბლიზე" გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ სიტის" 3 ქულაღა სჭირდება ჩემპიონობის გასაფორმებლად, თუმცა ეს შეიძლება შუა კვირაშივე მოხდეს, თუ "იუნაიტედი" "ბორნმუთთან" დამარცხდება. ყოველ შემთხვევაში, ასეც და ისეც, ეს ყველაფერი მხოლოდ დროის ამბავია...
სწორი დასკვნები
მატჩის წინ პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მისმა გუნდმა შეიძლება თითქმის განაღდებული ჩემპიონობა... დაკარგოს. ვეჭვობთ, პეპი ამ შემთხვევაში არ იყო გულწრფელი. ცხადია, მას ეს სიტყვები ფეხბურთელების მოტივირებისთვის სჭირდებოდა მხოლოდ და მეტი არაფერი...
მოტივირება კი აუცილებელი იყო "სიტისთვის", რადგან ბოლო თამაშებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ გვარდიოლას ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს ჩემპიონობა და ეგებ, იმისი იმედიც ჰქონდათ, რომ "ლივერპულის" ბარიერსაც უმტკივნეულოდ დაძლევდნენ მთავარი ევროთასის მეოთხედფინალში...
ცხადია, თავად გვარდიოლა, თავისი ნატურიდან გამომდინარე, ასე ვერ იფიქრებდა, მაგრამ ეტყობა, ერთი ამოსუნთქვით ჩატარებულმა სეზონმა მის შეგირდებს ზედმეტი თავდაჯერება გაუღვივა...
"ქალაქელები" დომინირებდნენ "ტოტენჰემთან" პირველ ტაიმში, მაგრამ ასე იყო წინა ორ მატჩშიც და აკი ვიცით, როგორი დასასრული ჰქონდათ ამ მატჩებს. შეიძლება კრისტიან ერიქსენის (5 გოლი ბოლო 4 მატჩში) მიერ ტაიმის ბოლოს გატანილმა გოლმა ერთგვარი შიშიც გაუჩინა სტუმარს...
მაგრამ მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ წინა მატჩებიდან სწორი დასკვნებია გამოტანილი. "სიტიმ" არ დაკარგა თამაშზე კონტროლი და მეტიც - უფრო დამაჯერებელი გახადა პირველ 45 წუთში მოპოვებული უპირატესობა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ კევინ დე ბრუინი იყო, ვინც უნარიანად დირიჟორობდა (მარტო რაჰიმ სტერლინგისთვის გაკეთებული პასი რად ღირდა) თამაშს შეტევის მთელ ფრონტზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულიად დამსახურებულადაა მთავარი ფავორიტი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ჯილდოსთვის ბრძოლაში.
14.04.18 ტოტენჰემი - სიტი 1:3
ფაქტები
"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე პრემიერლიგაში მე-14 საგარეო მატჩი მოიგო. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ცალკე აღებულ სეზონში უფრო მეტი თამაში ჰქონდა მოგებული სტუმრად, იყო "ჩელსი" 2004/05 წლების სეზონში.
რაჰიმ სტერლინგმა ("სიტი") მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 22 გოლი გაიტანა, რაც, სულ მცირე, ორჯერ მეტია მის მიერ წინა ორ სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე.
გაბრიელ ჟეზუშმა ("სიტი") ძირითად შემადგენლობაში დაწყებულ 34 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) მონაწილეობა მიიღო 27 გოლში (20 გაიტანა, 7 გაატანინა).
2014 წლის აგვისტოს ("ლივერპულთან" 0:3) შემდეგ "ტოტენჰემმა" პირველად წააგო საშინაო მატჩი ორი (და მეტი) ბურთის სხვაობით.
პრემიერლიგის ბოლო 59 მატჩში "ტოტენჰემის" კარში პირველად დაინიშნა 11-მეტრიანი.
სალაჰი რაშს უახლოვდება
მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, რობერტო ფირმინო - "ლივერპულის" ბრწყინვალე ტრიომ თითო გოლი იკმარა "ბორნმუთთან" მატჩში და ლამაზად დაასრულა ერთობ შინაარსიანი კვირა, რომელმაც იურგენ კლოპის გუნდს დამსახურებულად არგუნა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ბილეთი.
ზემოთ ნახსენებმა სამეულმა მიმდინარე პრემიერლიგაში "ლივერპულის" 78 გოლიდან თავის წილად 55 შეაგდო, რაც 70 პროცენტს უტოლდება. ამას გარდა, სალაჰი (40 გოლი ყველა ტურნირის ჩათვლით) უახლოვდება "ლივერპულის" ლეგენდარული უელსელი ფორვარდის, იან რაშის რეკორდს, რომელიც 1983/84 წლების სეზონში დამყარდა - 47 გოლი.
თუმცა ამ დაუსრულებელი შოუს ავტორის უპირატესობა ის არის, რომ 40 გოლისთვის მას 45 მატჩი დასჭირდა, რაშს კი - 65 (იმ სეზონში ინგლისის მთავარი ლიგა 22-გუნდიანი იყო და რაშმა მარტო ჩემპიონატში 41 მატჩი ჩაატარა).
14.04.18 ლივერპული - ბორნმუთი 3:0
ფაქტები
"ლივერპული" დაუმარცხებელია პრემიერლიგის ბოლო 19 საშინაო მატჩში, რაც უგრძესი სერიაა მიმდინარე სეზონში, ხოლო თავად "ლივერპულისთვის" მეორე მაჩვენებელია 2009 აგვისტოს შემდეგ, როცა დასრულდა ამ გუნდის 31-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია.
სადიო მანე ("ლივერპული") პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სენეგალელი ფეხბურთელი გახდა - 44 გოლი. მეორე ადგილზეა დემბა ბა - 43 გოლი.
მოჰამედ სალაჰი მე-8 ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც ერთ ჩემპიონატში 30 და მეტი გოლი გაიტანა. ასევე, ის პირველი აფრიკელია, ვინც ამ ზღვარს უწია.
როჰერ ჰანტისა (1961/62 - 42) და იან რაშის (1983/84 - 47, 1986/87 - 40) შემდეგ მოჰამედ სალაჰი მე-3 ფეხბურთელია "ლივერპულის" ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 40 და მეტი გოლი გაიტანა.
ბომბარდირი სკამიდან
"ჩელსი" ძლივს გადაურჩა მორიგ უღიმღამო ფინალს. მატჩის პირველი 60 წუთი ანტონიო კონტეს გუნდს კარგს არაფერს უქადდა. ამის მერე კი მთავარ როლში ვიხილეთ ოლივიე ჟირუ, ვინც შეცვლაზე შესვლის შემდეგ დუბლი შეასრულა. ფრანგი ფორვარდი იანვრიდან ირიცხება "ჩელსიში" და აქამდე მხოლოდ თასზე ჰქონდა გატანილი ერთი გოლი.
საერთოდ, მან პრემიერლიგურ კარიერაში შეცვლაზე 19 გოლი შეაგდო. უკეთესი შედეგი (24 გოლი) მხოლოდ ჯერმეინ დეფოს აქვს. ამასთან, 31 წლის ფორვარდი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბომბარდირია (6 გოლი) იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც გოლები სწორედ სამარქაფოთა სტატუსით გაიტანეს.
ზოგადად "ჩელსის" რაც შეეხება, "არისტოკრატებს" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი აქვთ, თუმცა კონტე არწმუნებს ქომაგებს, რომ მისი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ რაც შეიძლება უკეთესი დასასრულისთვის.
და კიდევ - კონტეს გადაწყვეტილებით, ლონდონელთა განაცხადში არ ყოფილა გერმანელი მცველი ანტონიო რიუდიგერი, ვინც "ვესტ ჰემთან" წინა ტურის მატჩის (1:1) შემდეგ მწვრთნელს ტაქტიკური სვლები დაუწუნა.
15.04.18. საუთჰემპტონი - ჩელსი 2:3
ფაქტები
"საუთჰემპტონმა" თავის ისტორიაში პირველად წააგო ზედიზედ 2 მატჩი ისე, რომ თითოეულ ამ შეხვედრაში 2 (ან მეტი) ჰქონდა გატანილი.
2002 წლის აგვისტოს (3:2 "ჩარლტონთან", კლაუდიო რანიერის მწვრთნელობის დროს) შემდეგ "ჩელსიმ" პირველად შეძლო ისეთი თამაშის მოგებას, რომელსაც 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა.
"ჩელსიმ" პირველად შეძლო ინგლისის მთავარ ლიგაში "საუთჰემპტონის" ზედიზედ 5-ჯერ დამარცხება.
ედენ აზარმა "ჩელსის" მაისურით 69-ე გოლი გაიტანა. ლონდონური კლუბის ბომბარდირებს შორის მასზე მეტი მხოლოდ ფრენკ ლემპარდს (147) და დიდიე დროგბას (104) აქვთ გატანილი.
შენარჩუნებულია!
"არსენალი", რომელიც მთლიანად ევროპალიგაზეა გადართული, "ნიუკასლთან" დამარცხდა, არადა, თავიდან იგებდა ალექსანდრ ლაკაზეტის გოლით. პასი კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ითავა.
უცნაურია, რომ არსენ ვენგერმა ისინი პირველად დააყენა ერთად ძირითად შემადგენლობაში.
თავის მხრივ, "ნიუკასლს" უკვე შეუძლია, მშვიდად იყოს. პრაქტიკა გვასწავლის, რომ 40 ქულა (და მეტი) ის მინიმალური ზღვარია, რომელიც ლიგაში დარჩენის გარანტიას იძლევა.
ფაქტები
ალექსანდრ ლაკატეზის მიერ გატანილი გოლი "არსენალისთვის" მე-100 იყო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით. "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" შემდეგ "არსენალი" მეოთხე გუნდია, ვინც ამ სეზონში აღნიშნულ ზღვარს უწია.
"არსენალი" ერთადერთი გუნდია ინგლისის ოთხ მთავარ დივიზიონში, რომელსაც 2018 წელს ერთი გასვლითი მატჩიც არ მოუგია.
ტურის სხვა ფაქტები
"ვესტ ბრომვიჩმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" პრემიერლიგის ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (3 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).
"ვესტ ბრომვიჩმა" დარენ მურის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 2 მატჩში 4 ქულა მოიპოვა, იმდენი, რამდენიც მისი წინამორბედის, ალან პარდიუს თავკაცობით - ბოლო 11 მატჩში.
13 იანვრის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩმა" პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო სტუმრად ასევე პირველი - 19 აგვისტოს შემდეგ.
"ბარნლიმ" პირველად შეძლო პრემიერლიგის მატჩის საწყის 10 წუთში 2 გოლის გატანა. დროის ამავე მონაკვეთში, 2003 წლის აგვისტოს შემდეგ "ლესტერმა" პირველად გაუშვა 2 გოლი.
"კრისტალ პალასმა" დაასრულა საკუთარ მოედანზე 4-მატჩიანი წარუმატებელი სერია (1 ფრე, 3 წაგება), 2017 წლის მაისის შემდეგ პირველად შეძლო შინ 3 (და მეტი) გოლის გატანა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ გუნდებმა (ან გუნდმა) პირველ ტაიმში 5 გოლი ("კრ. პალასი"-"ბრაიტონი" 3:2) გაიტანეს.
ვილფრიდ ზაჰამ ("კრ. პალასი") 2015 წლის მაისის შემდეგ პირველად შეძლო პრემიერლიგის ზედიზედ ორ მატჩში გატანა.
"ჰადერსფილდმა" პრემიერლიგის ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 2 მოიგო, მაშინ, როცა წინა 5-დან ვერ მოიგო ვერც ერთი.
დეკემბრის შემდეგ "უოტფორდმა" სტუმრად მხოლოდ 1 ქულა (30 შესაძლებლიდან) აიღო.
"სუონსიმ" "ევერტონთან" ბოლო 8 ურთიერთდაპირისპირებიდან მხოლოდ 1 წააგო (2 მოგება, 5 ფრე).
2014/15 წლების სეზონის შემდეგ "სუონსის" ფეხბურთელებმა 13 ავტოგოლი გაიტანა - მინიმუმ 5-ჯერ მეტი, ვიდრე პრემიერლიგის სხვა რომელიმე გუნდმა.
პრემიერლიგა. XXXIV ტური
საუთჰემპტონი-ჩელსი 2:3
გოლები: 1:0 ტადიჩი (21), 2:0 ბედნარეკი (60), 2:1 ჟირუ (70), 2:2 აზარი (75), 2:3 ჟირუ (78)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, კრისტენსენი - ძაპაკოსტა (61. პედრო), ფაბრეგასი, კანტე, ალონსო - ვილიანი, აზარი (86. მოზესი) - მორატა (61. ჟირუ).
ბარნლი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 ვუდი (6), 2:0 ლონგი (9), 2:1 ვარდი (72)
კრ. პალასი-ბრაიტონი 3:2
გოლები: 1:0 ზაჰა (5), 2:0 ტომკინსი (14), 2:1 მარეი (18), 3:1 ზაჰა (24), 3:2 ისკიერდო (34)
ჰადერსფილდი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ინსი (90+1)
სუონსი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 ნაფტონი (43-საკ. კარში), 1:1 ჯ. აიუ (72)
ლივერპული-ბორნმუთი 3:0
გოლები: 1:0 მანე (7), 2:0 სალაჰი (69), 3:0 ფირმინო (90)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი (83. კლავანი), ვან დაიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - სალაჰი, ფირმინო (90+1. სოლანკე), მანე (77. მილნერი).
ტოტენჰემი-მანჩესტ. სიტი 1:3
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (22), 0:2 გიუნდოგანი (25-პენ), 1:2 ერიქსენი (42), 1:3 სტერლინგი (72)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, დემბელე (73. ლუკას მოურა) - ერიქსანი, ალი (84. სისოკო), ლამელა (64. სონი) - კეინი.
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ლაპორტი, დელფი - დე ბრუინი (89. ტურე), გიუნდოგანი, დავიდ სილვა - სტერლინგი, სანე (64. ოტამენდი), გაბრიელ ჟეზუში (76. ბერნარდო სილვა).
ნიუკასლი-არსენალი 2:1
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (14), 1:1 პერესი (29), 2:1 რიჩი (68)
არსენალი (4-3-3): ჩეხი - ჩემბერსი (78. მეიტლანდ-ნაილსი), მუსტაფი, ჰოლდინგი, მონრეალი - ელნენი, ჯაკა, უილკოკი (68. უელბეკი) - ივობი (86. ნკეტია), ობამეიანგი, ლაკაზეტი.
მანჩესტ. იუნ-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 როდრიგესი (73)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, იანგი (75. რაშფორდი) - ერერა (46. ლინგარდი), მატიჩი, პოგბა (58. მარსიალი) - მატა, ლუკაკუ, ალექსის სანჩესი.
ორშაბათი, 16 აპრილი
ვესტ ჰემი-სტოკი 23:00
ბომბარდირები: 30 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 25 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 15 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), რობერტო ფირმინო (ლივერპული).
გამოტოვებული მატჩი
19 აპრილი: ბარნლი-ჩელსი
მომდევნო ტური
17 აპრილი: ბრაიტონი-ტოტენჰემი
18 აპრილი: ბორნმუთი-მანჩესტერ იუნ
19 აპრილი: ლესტერი-საუთჰემპტონი
21 აპრილი: ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული, უოტფორდი-კრ. პალასი
22 აპრილი: არსენალი-ვესტ ჰემი, სტოკი-ბარნლი, მანჩესტერ სიტი-სუონსი
23 აპრილი: ევერტონი-ნიუკასლი (ჩელსი-ჰადერსფილდი 9 მაისს)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს