"პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონია და ეს პარიზულმა გუნდმა ბრწყინვალე სტილში გააკეთა - საქვეყნოდ შეარცხვინა წინა ჩემპიონი "მონაკო", რომელსაც 7:1 მოუგო. თანაც, ისე, რომ მათ საუკეთესო მეგოლეს, რადამელ ფალკაოს საკუთარ კარში გაატანინა.

მაშ ასე, ტური სრული ვერ გამოვიდა, ნორმანდიაში კოკისპირულად წვიმდა, ამიტომ "კაენისა" და "ტულუზის" მატჩი მოგვიანებით გაიმართება.

"ლიონმა" კვლავ მოიგო, რაც "სამი მუშკეტერის": ბერტრან ტრაორეს, მემფის დეპაისა და მარიანო დიასის დამსახურებაა. სამივე შემტევი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჰოლანდიელი მაინც შეუდარებელია ბოლო დროს. მეორე ტაიმში კი მათ ტრავმამოშუშებული ნაბილ ფეკირიც დაემატა, რომელსაც თვე-ნახევარი გაუცდა. ფეკირმა "ამიენის" კარში ბოლო ორ გოლში მიიღო მონაწილეობა - 3:0.

მოიგო "მარსელმაც", მაგრამ მას "ტრუას" დამარცხება ძალიან გაუჭირდა. კოსტას მიტროღლუსა და ფლორიან ტოვენის გოლების წყალობით სამხრეთელებმა მეტოქეს გამარჯვება ბოლო წუთებზე გამოგლიჯეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში არც ერთი გუნდი დანებებას არ აპირებს.

ფაქტები

მატიო დებიუშიმ (სენტ ეტიენი) 2018 წელს 4 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგის მცველებს შორის.

ლიგა 1-ში ნოლან რუს 14 გოლიდან 6 მატიო დოსევის პასით გავიდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ნეიმარსა და ედინსონ კავანის აქვთ - ურუგვაელმა ბრაზილიელის პასებით 7 გოლი გაიტანა.

ზედიზედ ხუთი მოგება "ლიონის" ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიაა 2015 წლის იანვრის შემდეგ.

მემფის დეპაიმ ბოლო 4 ტურში შეძლო გოლების გატანა - 5 გოლი და 5 საგოლე პასი.

ნოლან რუმ (მეცი) ამ სეზონში ერთით მეტი გოლი გაიტანა (14), ვიდრე წინა ორ სეზონში "სენტ ეტიენის" რიგებში ერთად.

"დიჟონმა" ამ სეზონში მატჩების მხოლოდ 22% მოიგო.

2011 წლის შემდეგ ლიგა 1-ში პირველად მოხდა, რომ გუნდმა, რომელიც 90-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, თამაში ვერ მოიგო. ეს "ლილმა" მოახერხა.

პსჟ-მა 2007 წლის შემდეგ ყველაზე ადრე შეძლო საფრანგეთის ჩემპიონად გახდომა. 2007-ში "ლიონმა" ეს 30-ე ტურში გააკეთა.

პსჟ პირველი გუნდია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომელმაც 100 გოლზე მეტი გაიტანა.

ედინსონ კავანი ლიგა 1-ში პსჟ-ის ყველა დროის გოლეადორ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწია - 113 გოლი.

პსჟ მეშვიდედ გახდა ლიგა 1-ის ჩემპიონი.

ლიგა 1. XXXIII ტური

ანჟერი-ნიცა 1:1

გოლები: 0:1 პლეა (67), 1:1 ფულხინი (84)

ლიონი-ამიენი 3:0

გოლები: 1:0 მარიანო დიასი (30), 2:0 დეპაი (83), 3:0 ბ. ტრაორე (85)

ლიონი (4-3-1-2): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე (88. კორნე), ტუსარი, აუარი (78. ფერი) - დეპაი - ბ. ტრაორე, მარიანო დიასი (75. ფეკირი)

კაენი-ტულუზი გადაიდო

ლილი-გენგამი 2:2

გოლები: 1:0 პეპე (55), 2:0 ლუის არაუჟო (57), 2:1 ალონსო (90 ს.კ.), 2:2 ბრიანი (92)

ნანტი-დიჟონი 1:1

გოლები: 1:0 ნაკულმა (33), 1:1 კვონი (61)

რენი-მეცი 1:2

გოლები: 1:0 ბურიჟო (27), 1:1 რუ (52), 1:2 რუ (57)

სტრასბური-სტ. ეტიენი 0:1

გოლი: 0:1 დებიუში (82)

მონპელიე-ბორდო 1:3

გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (9), 0:2 კამანო (49), 0:3 მეიტე (78), 1:3 სხირი (88)

გამოუყენებელი პენალტი: ს. კამარა (90. მონპელიე)

ტრუა-მარსელი 2:3

გოლები: 1:0 გრანდსირი (1), 1:1 ნ'ჟიე (11), 2:1 ნივე (48), 2:2 მიტროღლუ (75), 2:3 ტოვენი (85)

მარსელი (4-5-1): პელე - საკაი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი - ტოვენი, ზამბო ანგისა, პაიე, სანსონი (72. მ. ლოპესი), ნ'ჟიე (69. მიტროღლუ) - ჟერმენი (87. აბდენური)

პსჟ-მონაკო 7:1

გოლები: 1:0 ლო სელსო (15), 2:0 კავანი (17), 3:0 დი მარია (20), 4:0 ლო სელსო (27), 4:1 რონი ლოპეში (38), 5:1 დი მარია (58), 6:1 ფალკაო (76 ს.კ.), 7:1 დრაქსლერი (86)

პსჟ (4-1-2-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ი. ბერჩიჩე - რაბიო (65. ლ. დიარა) - ლო სელსო (80. ნკუნკუ), დრაქსლერი - პასტორე, კავანი, დი მარია (75. მონიე)

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე (34. ღეზალი), რაჯი, ჟემერსონი, ჟორჟე - ა. ტურე, ფაბინიო - რონი ლოპეში (75. დიაქაბი), ჟოაო მოუტინიო, ლემარი - ფალკაო (82. ტილემანსი)

ბომბარდირები: 25 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო); 17 - კარლ ეკამბი (ანჟერი), ფლორიან ტოვენი (მარსელი); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი).

მომდევნო ტური

20 აპრილი: ნანტი-რენი, დიჟონი-ლიონი;

21 აპრილი: მარსელი-ლილი, ამიენი-სტრასბური, გენგამი-მონაკო, მეცი-კაენი, ტულუზი-ანჟერი;

22 აპრილი: ნიცა-მონპელიე, სენტ ეტიენი-ტრუა, ბორდო-პსჟ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა