"კამპ ნოუზე" გული იმით დაიმშვიდეს, რომ მართალია, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში ბრწყინვალედ თამაშობს - "ვალენსიასთან" მოგება კი რეკორდული იყო - არასოდეს, არც ერთ სხვა გუნდს გადაბმით არ უთამაშია წაუგებლად 39 ტური, ეს კი ერთ ჩემპიონატზე (38 ტური) მეტია.
ახლა კატალონიელთა ამოცანა ამ ტურნირის ბოლომდე წაუგებლად ჩამთავრებაა. "ვალენსიას" მარცხით კი "რეალმა" ისარგებლა და მესამე ადგილზე გადავიდა...
სევილია-ვილიარეალი
ლა ლიგაში მე-5 ადგილისთვის დიდი ბრძოლა გაიმართება, ეს ადგილი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა. ჯერჯერობით, ზედიზედ ხუთი მოგების წყალობით "ბეტისი" აშკარა ფავორიტია, მით უფრო, რომ "სანჩეს პისხუანზე" "სევილიამ" და "ვილიარეალმა" ერთმანეთს ქულები დააკარგვინეს.
"სევილიამ" ამ სეზონში უკვე მეორედ ამოუქაჩა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ორბურთიანი უპირატესობა. "სევილიას" ქულა სტივენ ნ'ზონზიმ სუპერგოლით შეუნარჩუნა. ვინჩენცო მონტელას გუნდი მხოლოდ მეშვიდეა და, არა გვგონია, ეს ანდალუსიური კლუბის მესვეურებს აკმაყოფილებდეთ, მით უფრო, რომ უშუალო მტერი - "ბეტისი" - 5 ქულით წინ არის.
ფაქტები
ვინჩენცო მონტელას გუნდს ლა ლიგაში 5 ტურია, რაც ვერ მოუგია - 2 ფრე და 3 წაგება.
ნოლიტომ (სევილია) პენალტის გაფუჭებიდან 1 წუთში შეძლო თამაშიდან გოლის გატანა.
I წრეშიც "სევილია" 0:2-ს აგებდა, თუმცა მაშინ მატჩის შემოტრიალება და 3:2 მოგება შეძლო.
კარლოს ბაკამ "სევილიას" ჩემპიონატის ორივე მატჩში გაუტანა.
ბარსელონა-ვალენსია
ამიერიდან აღარავინ გაიხსენებს ბასკური "რეალ სოსიედადის" სასწაულ მიღწევას 70-იანი და 80-იანი წლების მიჯნაზე - მაშინ "ჩური-ურდინაკმა" ზედიზედ 38 მატჩის განმავლობაში არ წააგო ესპანეთის ჩემპიონატში.
აღარ გაიხსენებენ, რადგან ეს რეკორდი დამხობილია - ლა ლიგაში ისედაც მცირე ოდენობის რეკორდებია, რომლებიც "ბარსამ" ან "რეალმა" არ დაამყარეს და მათ კიდევ ერთი მოაკლდა - "ბარსამ" ზედიზედ 39-ე მატჩი არ წააგო, თუმცა რომელ არწაგებაზეა ლაპარაკი, როცა "ვალენსიას" სულაც 2:1 მოუგო. მართალია, "ღამურებს" მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, მათი 5-მატჩიანი მოგებების სერიაც შეწყვეტილია.
უნდა გამოვარჩიოთ ფილიპე კოუტინიო - ბრაზილიელმა ორი საგოლე პასი მიითვალა და, როგორც ჩანს, "ბარსას" ძირითად ბირთვშიც მკვიდრდება.
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობის მატჩი იყო. ჯერ ერთი, ახლა უკვე 7 ქულა გვრჩება ჩემპიონობამდე; მეორე, "ვალენსიას" დიდებული სერია ჰქონდა მოგებების; მესამეც, ჩვენ ძალიან მძიმე კვირა გვქონდა. ბიჭებს ეს წარმატება მივულოცე, სეზონის მთავარი იმედგაცრუების შემდეგ მობილიზება ძალიან ძნელია.
ვფიქრობ, ფანებსაც კარგად ესმოდათ ეს და ბიჭებს ამხნევებდნენ. კოუტინიოს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მისი კარგი თამაშების დრო მოვიდა. რაც შეეხება რეკორდს, ბოლო კვირაში მასზე ფიქრის დრო და განწყობა არ მქონდა, თუმცა ასეთი მოთამაშეებით ნორმალურია, როცა რეკორდებს ხშირად ამყარებ".
მარსელინო ("ვალენსიას" მწვრთნელი): "ჩვენ 1:1-ის უდიდესი შანსი გავუშვით ხელიდან, შემდეგ კი, როცა მეორე გავუშვით, უკვე ძალიან ძნელი იყო თამაშის შემობრუნება. იმ მომენტში ჩვენ ტერ შტეგენი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვაქციეთ".
14.04.18 ბარსელონა - ვალენსია 2:1
ფაქტები
"ვალენსიამ" 5-მატჩიანი მოგებათა და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ლა ლიგაში.
"ბარსელონამ" ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - გუნდი 39 მატჩია ზედიზედ, რაც ლა ლიგაში არ აგებს. აქედან - 32 მოგება, 7 ფრე.
"რეალ სოსიედადის" კიდევ ერთ რეკორდს შესწვდნენ - პირველი 32 ტური წაუგებლად - "რეალ სოსიედადმა" 1979/80 წლების სეზონში მოახერხა (17 მოგება, 15 ფრე), ახლა ეს რეკორდი "ბარსასაც" ეკუთვნის (25 მოგება, 7 ფრე).
6 ტური წაუგებლად და "ბარსა" ჩემპიონატს მარცხის გარეშე ჩაამთავრებს. ასეთი რამ ლა ლიგაში 30-იანი წლების მერე არ მომხდარა.
ლუის სუარესმა (ბარსელონა) "ვალენსიას" მე-10 გოლი გაუტანა ყველა შეჯიბრებაში. მის ესპანურ კარიერაში "ვალენსია" "საყვარელი" მეტოქეა.
ფილიპე კოუტინიომ "ბარსას" ბოლო 6 გოლიდან 4-ში საგოლე პასი შეასრულა.
ატლეტიკო-ლევანტე
მადრიდის "ატლეტიკო", რაც უნდა მოხდეს, მე-4 ადგილს ვეღარ ჩასცდება. ასე რომ (ახალი წესებით), დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა.
"ატლეტიკომ" ტრავმირებული დიეგო კოშტას გარეშე ითამაშა, თუმცა შესანიშნავად წარმოჩინდა არგენტინელი ანხელ კორეა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. სეზონში მე-19 გოლი გაიტანა ანტუან გრიზმანმა, ხოლო "ლევანტეს" წვალებას წერტილი ფერნანდო ტორესმა დაუმუშავებელი დარტყმით დაუსვა - 3:0. შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიომ" რამდენიმე დღის წინათ გამოაცხადა, რომ მადრიდული კლუბიდან მიდის.
ფერნანდო ტორესი (ატლეტიკო): "დარჩენილი მატჩები "ატლეტიკოში" ჩემთვის, როგორც ზეიმი, ისეა. მინდა, რომ ეს გრძნობა რაც შეიძლება დიდხანს გამყვეს".
დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ფერნანდო აქაურთა ნამდვილი კერპია. მან ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად დაიმსახურა. როცა აქ დავუძახე, ვუთხარი, რომ იგი, როგორც ფეხბურთელი მჭირდებოდა და არა, როგორც ლეგენდა. დღეს ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ, თამაში მოსაგები იყო და ფეხბურთელებმა ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს. ვიღაცამ რომ არ იცოდეს, არ დაიჯერებს, რომ ამ გუნდმა ხუთშაბათს მნიშვნელოვანი თამაში ითამაშა".
15.04.18. ატლეტიკო - ლევანტე 3:0
ფაქტები
ანხელ კორეამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) ჯამში 9 გოლი გაიტანა, რაც "ატლეტიკოში" მისი ყოფნისას საუკეთესო მაჩვენებელია.
2018 წელს ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდოს აქვს გატანილი - 19, მერე მოდის ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) - 14 და ლიონელ მესი (ბარსელონა) - 14.
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" მეხუთე ფეხბურთელია, ვინც 100 და მეტი გოლი გაიტანა ლა ლიგაში.
მალაგა-რეალი
ზინედინ ზიდანის გუნდმა მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა "მალაგა" (2:1), თუმცა ეს სეზონში მე-20 მოგება საკმარისი აღმოჩნდა მესამე ადგილზე გადასასვლელად, "სამეფო კლუბმა" "ვალენსია" 2 ქულით ჩამოიტოვა. ლა ლიგაში მე-20 მოგება ზიზუსთვის მეასეა "რეალის" თავკაცის პოსტზე. შესაშური შედეგია, რადგან ფრანგმა მატჩების 71 პროცენტი მოიგო.
წყალწაღებულ აუტსაიდერთან სათამაშოდ ზიდანს არ წაუყვანია გარეთ ბეილი, კრიშტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი და რაფაელ ვარანი. "სამეფო კლუბმა" ექსპერიმენტული შემადგენლობითაც მოიგო, მატჩის გმირი კი ისკო იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
15.04.18. მალაგა - რეალი 1:2
ფაქტები
მადრიდის "რეალმა" ბოლო 8 მატჩი მოიგო კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის გარეშე.
ისკომ (რეალი) ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით (მე-7 ცდიდან).
ისკომ ერთ თამაშში გოლი და საგოლე პასი ამ სეზონში პირველად მიითვალა.
ზინედინ ზიდანმა მე-100 თამაში მოიგო "რეალის" მწვრთნელის პოსტზე (71.4% მატჩების).
სხვა მატჩები
"რეალ სოსიედადმა" კანარის კუნძულებზე მიკელ ოიარზაბალის გოლის წყალობით მოიგო, ხოლო "ბილბაომ" "სან მამესზე" წააგო გავარდნის ზონაში მყოფ "დეპორტივოსთან". ასე რომ, ედუარდო ბერიცოს დანიშვნა ბასკურ კლუბში თითქმის განაღდებულია, კუკო სიგანდამ აშკარად ვერ გაამართლა.
ფაქტები
"ბეტისმა" ლა ლიგაში 5-მატჩიანი სერია "გამოაცხო". ბოლოს ასეთი რამ სევილიურ კლუბს 1997 წელს ჰქონდა.
მიგელ ანხელ გერეროს 8 გოლმა "ლეგანესს" ამ სეზონში 7 ქულა მოუპოვა.
"ლას პალმასმა" 7-ჯერ დაარტყა კარისკენ და ყველა უზუსტოდ. ეს პაკო ხემესის სამწვრთნელო ანტირეკორდია ლა ლიგაში.
ადრიან ლოპესმა (დეპორტივო) ბოლო 8 ზუსტი დარტყმიდან 6 გოლი გაიტანა.
მარკელ სუსაეტამ (ბილბაო) პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. ბოლოს კუთხურიდან ლა ლიგაში 2014 წელს ჩაახვიეს... ეს მაშინაც სუსაეტამ გააკეთა.
"დეპორტივომ" 2015 წლის ნოემბრის მერე პირველად მოიგო ლა ლიგაში ზედიზედ ორი თამაში.
4 ბასკურ კლუბს ლა ლიგაში მხოლოდ 2 ქულა აშორებს ერთმანეთისგან.
ლა ლიგა. XXXII ტური
ჟირონა-ბეტისი 0:1
გოლი: 0:1 ლორენი (36)
სევილია-ვილიარეალი 2:2
გოლები: 0:1 რაბა (36), 0:2 ბაკა (68), 1:2 ნოლიტო (78), 2:2 ნ'ზონზი (82)
სევილია (4-2-3-1): სორია - ხესუს ნავასი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი, ბანეგა - სარაბია, ფ. ვასკესი (67. ნოლიტო), ს. რამირესი (85. მესა) - მურიელი (54. ბენ იედერი)
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, რუკავინა, რუისი, ხ. კოსტა - ტრიგეროსი, რ. ერნანდესი - კასტილიეხო, რაბა (78. ფუეგო), ჩერიშევი (65. რ. სორიანო) - ბაკა (85. უნალი)
გაძევება: ბენ იედერი (62), ხ. კოსტა (76)
გამოუყენებელი პენალტი: ნოლიტო (77)
ბარსელონა-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (15), 2:0 უმტიტი (51), 2:1 პარეხო (86-პენ)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (93. სემედუ), პიკე, უმტიტი, ალბა - პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა (84. დ. სუარესი) - კოუტინიო (79. დემბელე), ლ. სუარესი, მესი
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში (69. პერეირა) - როდრიგო (80. ძაძა), მინა (71. ვიეტა)
ლას პალმასი-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 ოიარზაბალი (21)
ლეგანესი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 გერერო (63)
ბილბაო-დეპორტივო 2:3
გოლები: 0:1 ადრიანი (6), 0:2 ადრიანი (14), 1:2 რაულ გარსია (47), 1:3 ბორხა (53), 2:3 სუსაეტა (72)
ეიბარი-ალავესი 0:1
გოლი: 0:1 გუიდეტი (5)
ატლეტიკო-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 ა. კორეა (33), 2:0 გრიზმანი (48), 3:0 ფ. ტორესი (77)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა, საულ ნიგესი, კოკე (62. გაბი), ვიტოლო (78. ხუანფრანი) - გამეირო, გრიზმანი (58. ფ. ტორესი)
ხეტაფე-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 დ. სუარესი (53)
გაძევება: ფლამინი (61. ხეტაფე)
მალაგა-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ისკო (29), 0:2 კაზემირო (63), 1:2 როლანი (93)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვალიეხო, ტ. ერნანდესი - ისკო (72. მაიორალი), კაზემირო, კოვაჩიჩი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ასენსიო (66. სებალიოსი)
ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 15 - როდრიგო მორენო (ვალენსია).
მომდევნო ტური
17 აპრილი: დეპორტივო-სევილია, სელტა-ბარსელონა, ვილიარეალი-ლეგანესი;
18 აპრილი: ესპანიოლი-ეიბარი, ვალენსია-ხეტაფე, რეალი-ბილბაო;
19 აპრილი: რეალ სოსიედადი-ატლეტიკო, ალავესი-ჟირონა, ლევანტე-მალაგა, ბეტისი-ლას პალმასი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gio
რომასთან 4-1 რო იგებდი და იქიდან რო გავარდი მაგის მერე შენი რეკორდი არ გაიშვა ააა.... რომასთან?? ვინმე სხვასთან მაინც წაგეგო გუნდი სასუოლოსთან ვერ იგებს და ფიორენტინამ რომას თავის სტადიონზე 2 ნოლი მოუგო გასულ კვირას .. ბარსა ჯობია თავი არ გამოყო სანამ ეს სირცხვილი არ დავიწყდება ხალხს...
[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
სიმეონე: იცით, ენრიკემ პსჟ-ში რა შეცვალა?
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
"ატლეტიკო" ნუნიესის გადაბირებას შეეცდება
ერთ დროს "ბარსელონას" შეუცვლელი ფეხბურთელი კარიერის 31 წლის ასაკში დასრულებასთან ახლოსაა
"ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ არიან" - ჟიულ კუნდე
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
მბაპემ ვინისიუსს პირზე ხელი ააფარა და შესაძლო გაძევებას გადაარჩინა
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ბარსელონამ" პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია