საქართველოს ნაკრებისა და "ხიმნასტიკის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ ესპანურ Diarimes.com-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გუნდსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

- როგორ შეაფასებდით "ხიმნასტიკის" მიმდინარე სეზონს?

- ყოველ შეხვედრაში გუნდი წარმატებისთვის ბოლომდე იბრძვის. გვინდა, რომ წელს ადგილი შევინარჩუნოთ და მომავალ სეზონში იქნებ პრიმერა დივიზიონშიც გადავიდეთ.

- თქვენ დღეს კლუბის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ხართ, მაგრამ ადრე მცირე დრო გეძლეოდათ...

- ეს ევროპაში ჩემთვის პირველი გამოწვევა იყო და ალბათ, ამიტომ... ჩემი ოჯახისგან მოშორებით ვიყავი... სათამაშო სტილი, ხალხი, ყველაფერი ახალი იყო.

ამიტომ დავტოვე ესპანეთი და გადავედი დანიაში, რადგან ამ ყველაფერს უფრო შევგუებოდი და შემდეგ უფრო წარმატებით დავბრუნდი.

- რომელი სჯობს, დანიის უმაღლესი დივიზიონი თუ ესპანეთის მეორე დივიზიონი?

- ჩემთვის ესპანეთის მეორე დივიზიონი უფრო ძლიერია, რადგან აქ უფრო ფიზიკურ დატვირთვებზე კეთდება აქცენტი.

- თქვენ ტარაგონაში გიორგი აბურჯანიას რჩევით გადმოხვედით, რომელიც ახლა "სევილიაში" თამაშობს...

- ჩვენ მეგობრები ვართ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ჯერ კიდევ იქიდან ვიცნობთ, როდესაც ბავშვები ვიყავით.

- რა შეიცვალა ოთარ კაკაბაძის თამაშში? ის ბრწყინვალედ გადაადგილდება ბურთთან ერთად...

- არ ვიცი, ვერ გეტყვით... ამაზე კომენტარის გაკეთება რთულია...

- რატომ ჰქონდა "ხიმნასტიკს" სეზონის საშინელი სტარტი?

- არ ვიცი, ჩვენ ძალიან კარგი მწვრთნელი, ფეხბურთელები და ტექნიკური სტაფი გვყავს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად უნდა ვიბრძოდეთ.

- გვპირდები, რომ მომავალ სეზონში კვლავ ტარაგონაში იქნები?

- მე ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს...

- მაგრამ, როგორც თქვენ ამბობთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება...

- დიახ, მაგრამ ამ მომენტისთვის მთლიანად "ხიმნასტიკზე" და მომავალი თვის თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. 7 თამაში კიდევ დაგვრჩა და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

- თამაშის ეს სტილი ჩვეულებრივი გახდა კაკაბაძისთვის, დრიბლინგით ჩამოიცილოს 2-3 მოთამაშე და ჩააწოდოს...

- დიახ, ამ სეზონში გუნდისთვის უფრო მეტად შესაბამისი ვარ და უკეთესად ვთამაშობ, ბევრი რამ ვისწავლე.

▶ ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]

ზურა
კარგია, რომ სხვას უსწორებ, მაგრამ "მგონი" ნახმარის ნაცვლად გამოყენებული უფრო მიღებული იქნებოდა ♥ არასწორადაა ნახმარი ;დდ
ჰაჰ
კაი რა
თბილისელი სნობი
რათა თუ რომ? ეხლა არ მითხრა ვაჟა ესე წერდაო ;)
იასონი
დიახ, ეს ფრაზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინტერვიუში! კაკაბაძე კი უთუოდ ითამაშებს დიდ გუნდში!
სტატიის ავტორს
"ამიტომ დავტოვე ესპანეთი და გადავედი დანიაში,რადგან ამ ყველაფერს შევგუებოდი...".აქ სიტყვა "რადგან" არასწორადაა ნახმარი,მის ნაცვლად უნდა იყოს სიტყვა "რათა".სიტყვა რადგან იხმარება დაახლოებით"იმიტომ რომ"-ის მნიშვნელობით და შეეხება წარსულს,ხოლო სიტყვა "რათა",იხმარება სიტყვების "იმისათვის რომ" მნიშვნელობით და შეეხება მომავალს.ქართული ენის სპეციალისტი არა ვარ და უფრო კვალიფიციურად ვერ ჩამოვაყალიბებ,მაგრამ ამას ნებისმიერი ქართული ენის პედაგოგი უფრო გასაგები ფორმით აგიხსნით. გთხოვთ საწყენად ნუ მიიღებთ,მით უფრო,რომ იგივე შეცდომას, ძალიან ბევრი უშვებს.პატივისცემით სოსო.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" განაცხადშია და დღეს სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ვარაუდები - რატომ გადადის ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში"?
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
ოფიციალურად: "ლუცერნმა" ოთარ კაკაბაძე წარადგინა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური ხდება - "ხიმნასტიკმა" ქართველის პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
შვეიცარიული პრესა: ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში" გადავა და ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]