დღეს ეროვნული ლიგა 2 მე-7 ტურის მატჩებით განახლდება. ამ ტურში რამდენიმე საკვანძო დაპირისპირება გველის.

20 აპრილი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 16:00

"შუქურა" - "გაგრა"

ქუთაისში საინტერესო დაპირისპირება გველის. ერთმანეთის წინააღმდეგ ორი გუნდია, რომლებსაც სეზონის დასაწყისში ამ პოზიციებზე ნამდვილად ვერ წამოვიდგენდით.

"გაგრამ" წაუგებელი სერია "ცხინვალთან" (0:2) მატჩით დაასრულა.

წინა შეხვედრაში აფხაზებს ბურთის ფლობაში სრული უპირატესობა ჰქონდათ - 63%, თუმცა შეტევების განხორციელება უჭირდათ.

"შუქურამ" ლიდერ "ვიტ ჯორჯიასთან" ვერაფერი გააწყო და წინა ტურში მათი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ქობულეთელებმა წინა შეხვედრაში მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ზუსტად.

20 აპრილი. თბილისი. შატილი. 16:00

"ნორჩი დინამო" - "მერანი"

"შატილის" სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი გუნდი ლიგის ლიდერობისთვის მებრძოლ გუნდს დაუპირისპირდება.

"ნორჩი დინამო" ბათუმის "დინამოსთან" წინა შეხვედრას 0:2-ს აგებდა, მეორე ტაიმში კი შეძლეს თამაშის შემობრუნება და გაათანაბრეს, თუმცა 93-ე წუთზე ზღვისპირელთა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა ერთი ქულა წაართვა.

"ნორჩი დინამო" ლიდერობს გატანილი გოლების რაოდენობით, კლუბს 6 ტურში 12 გოლი აქვს გატანილი. თუმცა აგრეთვე ლიდერობენ მიღებული ბურთების რაოდენობითაც, 11 გაშვებული გოლი.

"ნორჩების" ბომბარდირი 30 წლის იაგო დეისაძეა, რომელსაც 4 გოლი აქვს გატანილი.

წინა შეხვედრაში "მერანმა" დათა სიჭინავას დუბლით მოიპოვა ფრე.

მარტვილელებმა 6 ტურის შემდეგ ყველა სახის ანგარიში დააფიქსირეს: 2 შეხვედრა მოიგეს, 2 შეხვედრა ფრედ ითამაშეს და 2-იც წააგეს.

ორი შეხვედრაა, რაც მარტვილშია დათა სიჭინავა და უკვე გუნდის ლიდერია: 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.

21 აპრილი. თბილისი. ბასა. 14:00

"შევარდენი"-"ვიტ ჯორჯია"

"შევარდენი" ამ სეზონში საკმაოდ სიმპათიური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო "ვიტ ჯორჯია" ერთადერთი გუნდია, რომელიც 6 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია.

"შევარდენი" ბოლო ტურში თელავს ესტუმრა და ადგილობრივ გუნდთან ფრე, 0:0 ითამაშა.

"იუნკერებს" ამ სეზონში 8 გოლი აქვთ გატანილი და 10 მიღებული. გუნდის ბომბარდირები ომარ პატარკაციშვილი და დავით ოდიკაძე არიან 2-2 გოლით.

"ვიტ ჯორჯია" ბოლო ორი შეხვედრაა უგოლო ფრეს თამაშობს: "შუქურასთან" და "გაგრასთან", რის შედეგადაც ცხრილში ლიდერობა დაკარგა.

"ვიტ ჯორჯიამ" შუქურასთან მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად კარში და 4-მდე საგოლე მომენტი შექმნა.

21 აპრილი. მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი. 16:00

"სამგურალი" - "თელავი"

"სამგურალი", რომელსაც ეროვნული ლიგისთვის უნდა ებრძოლა, ჯერჯერობით ძალიან არასტაბილურად გამოიყურება, ხოლო "თელავი", რომელიც თითქოსდა ლიგის აუტსაიდერი უნდა ყოფილიყო, ძალიან ხშირად გვაოცებს.

"სამგურალი" ბოლო შეხვედრაში "მერანს" ფრედ ეთამაშა - 2:2. წინა ტურებში კი ორი მარცხი ჰქონდა დაფიქსირებული.

წყალტუბოელთა შემადგენლობაში გაბრიელ საღრიშვილმა უკვე მეორეჯერ შეასრულა დუბლი - პირველ ტურში "შევარდენთან" და ბოლო ტურში "მერანთან".

"თელავის" არცერთ შეხვედრაში არცერთ გუნდს 1 გოლზე მეტი არ გაუტანია.

კახელებს ყველაზე ცოტა, 3 გოლი აქვთ გატანილი და ამდენივე მიღებული. იგივე შედეგი აქვს "გაგრას".

22 აპრილი. მცხეთა. მცხეთა პარკი. 16:00

"ცხინვალი" - ბათუმის "დინამო"

ბათუმელები შეთამაშდნენ და უკვე 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. სამაჩაბლოელებს, რომლებიც საკმაოდ არასტაბილურად თამაშობენ, გაუჭირდებათ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.

"ცხინვალმა" ბოლო შეხვედრაში "გაგრას" წაუგებელი სერია დაამთავრა და 2:0 დაამარცხა.

სამაჩაბლოელთა ბომბარდირები ზვიად მეტრეველი და კობა შალამბერიძე არიან 3-3 გოლით.

ბათუმელებმა ბოლო 4 მატჩში 10 გოლი გაიტანეს, როცა პირველ ორ ტურში გოლის გატანა ვერ შეძლეს.

ბათუმელებს გიორგი ილურიძე და ჯოვინო ფლამარიონი ლიდერობენ 3-3 გოლით.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "კოლხეთს" სოსო ფილიაც ვერ შველის
საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
''დიდი ფული შემომთავაზეს და მითხრეს, ''შევარდენში'' თამაშობდი, იცი რაც უნდა გააკეთო...'' - მოსტოვოიმ საქართველოს მე-2 ლიგაში გარიგებულ მატჩებზე მოჰყვა
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
"მერანი" გავარდა - ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში 23 გოლი გავიდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
"ნორჩმა დინამომ" სახელი შეიცვალა და გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ეროვნული ლიგა 2. I ტური: "თელავმა" და "ცხინვალმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
"ნორჩი დინამო" ახალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს გეგმავს
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დასახელდა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
წარსულის ქრონოლოგია - "ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი საქართველოში ჩაწყობილი მატჩების საქმეში ფიგურირებდა
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?