"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა "წითელ ეშმაკებთან" მატჩის შემდეგ დიდი დროგბა შეაქო და არც ტორესი გაუკრიტიკებია
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:2) საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მეტოქე ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა. "წითელმა ეშმაკებმა" "არისტოკრატები" პირველ შეხვედრაშიც დაამარცხეს (1:0).

"ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში "მანჩესტერი" ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა. საპასუხო შეხვედრაში საფინალო სასტვენამდე მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ათი კაცით დავრჩით (მეორე ყვითელი ბარათის გამო რამირესი გააძევეს). პირველი 25 წუთი უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, მომენტები გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ შევძელით. ტაიმის ბოლოს მანჩესტერელთა მიერ გატანილმა გოლმა კი ჩვენი ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულა", - თქვა ანჩელოტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა კუთვნილი თავისი გუნდის ფორვარდ დიდე დროგბასაც მიუზღო, რომელმაც შესვენებაზე ტორესი შეცვალა და გოლი გაიტანა. ამავე დროს, მას ესპანელი თავდამსხმელი არ გაუკრიტიკებია.

"დროგბამ ფანტასტიკური მეორე ტაიმი ჩაატარა, ძალიან სასარგებლო იყო და გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტორესს, მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და მისი გვჯეროდეს. ახლა ეს დამარცხება რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ", - აღნიშნა ანჩელოტიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა