Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებს.

ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია

ილია მიხაილოვის ("კოლხეთი") შემთხვევაში გამოყენებულია მისი ძველი კლუბის ფოტო ახალი მაღალი ხარისხის სურათის არარსებობის გამო.

Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებს.

ნუკრი რევიშვილი (რუსთავი) - რთულია, ფეხბურთელი შეიყვანო სიმბოლურში გოლის გამო, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევაა. რუსთაველთა მეკარის მიერ ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა კლუბი წაგებისგან იხსნა და ერთი ქულა მოუტანა.

ლევან ხარაბაძე (დინამო) - თბილისელთა მცველი ამ სეზონში საუკეთესოა მის პოზიციაზე. ახალგაზრდა ფეხბურთელი 7 ტურის განმავლობაში, 4-ჯერ მოხვდა ჩვენს სიმბოლურში. უნდა აღინიშნოს, რომ ხარაბაძეს შეტევითი პოტენციალი ბევრად მეტი აქვს, ვიდრე დაცვითი, თუმცა ორივეს საკმაოდ კარგად ართმევს თავს. "სიონთან" შეხვედრაში ორივე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა.

გიორგი კილასონია (კოლხეთი) - ლაშა გოგონაია დისკვალიფიცირებული იყო "ლოკომოტივთან" შეხვედრაში, მის მაგივრად კი გუნდს გიორგი კილასონია წარუძღვა და საკმაოდ ნაყოფიერადაც. კილასონია კარგი იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც ერთვებოდა. მის ასეთ აქტიურობას გოლიც მოჰყვა.

გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო) - მოქმედ ჩემპიონთან მატჩში ძალიან კარგი იყო გიორგი რეხვიაშვილი. ის საკმაოდ კარგადაც ირჯებოდა და თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდა "ტორპედოს" შემტევებს.

გუჯა რუხაია (დინამო) - "დინამოს" მცველი ბევრს მოძრაობდა და ხშირ შემთხვევაში ისეთ პოზიციაზეც კი აღმოჩნდებოდა, რომ იქ ყოფნა ნამდვილად არ ევალებოდა, თუმცა ის ცდილობდა ყოფილიყო იქ, სადაც ბურთი იყო. ერთ ასეთ მომენტში თავდამსხმელობაც შეითავსა და ხარაბაძის ჩამოწოდებულს კარგი თავური დარტყმით უპასუხა.

ალვინ ფორტესი (დილა) - გორელებმა "რუსთავთან" მატჩი ჩააგდეს, მაგრამ გამოსარჩევია ალვინ ფორტესის მოძრაობები, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აუღეს ალღო ეროვნულ ლიგაში. ჰოლანდიელს ეფექტური გოლიც გამოუვიდა და მატჩის დარჩენილ ნაწილშიც ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

გიორგი გაბულოვი (რუსთავი) - რუსთაველთა ლეგიონერის დიდი დამსახურებაა, რომ ქვემოქართლელებმა ქულა მოიპოვეს. ორივე შემთხვევაში მის პასს მოჰყვა გოლი. ამავდროულად, გაბულოვის შრომის შედეგია, რომ "რუსთავმა" მეორე ტაიმში ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, რადგან ის მოედნის ცენტრში უნაკლო იყო.

გიორგი მიქაბერიძე (სიონი) - მიქაბერიძემ რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, თუნდაც პირველ ტაიმში, როცა მისი ჩაწოდების შემდეგ ლაშა მანაგაძემ არაზუსტად დაარტყა. ასევე მიქაბერიძემ ძალიან კარგად შეასრულა ჯარიმა და გოლად აქცია, რისი წყალობითაც "სიონი" მეორე ტაიმის დასაწყისში წინ გაიყვანა.

ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) - ფრანგი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა და რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყო. მისი აქტიურობის შედეგია პირველი გოლიც, როცა კუთხურიდან მისი ჩამოწოდებული ბურთი დავით ხურცილავამ საკუთარ კარებში ჩაჭრა.

ილია მიხაილოვი (კოლხეთი) - ფოთელთა უკრაინელმა ლეგიონერმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჯერ შეხვედრის დასაწყისში პენალტი გამოიმუშავა, მოგვიანებით კი ლევან კაკულიას პასს ზუსტად უპასუხა და გოლი გაიტანა.

ბექა გვარაძე (საბურთალო) - გვარაძის გოლმა ყველანაირი ინტრიგა მოკლა ჩემპიონისა და წლევანდელი ლიდერის დაპირისპირებაში. ახალგაზრდა შემტევმა საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა როინ კვასხვაძის კარში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი - ბოლო ორ ტურში ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით საბურთალოელებმა ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაამარცხეს, ეს კი ჭიაბრიშვილის სწორი მიდგომისა და ტაქტიკური ანალიზის შედეგია.

▶ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ზურა
ვადაჭკორია რატომ არაა სიმბოლურში?
ზურა
ვადაჭკორია რატომ არაა სიმბოლურში?
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:1 მარცხდება
ესპანეთი - საქართველო. შემადგენლობები ცნობილია
ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა
"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე მორიგი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა
"სექსუალური მანიაკია, გამუდმებით თავისი პენისის სურათებს მიგზავნიდა" - ბრაზილიელმა მოდელმა ვინისიუსზე სკანდალური ამბავი მოჰყვა
დიდი მატჩის დღე - ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!
"თავი დაანებეთ, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა" - მბაპემ იამალი დაიცვა
ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
კრივში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
სიონი-ამკარი 0:0 - ტაიმები განსხვავებული სცენარით
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
დაბრუნება საქართველოში - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
ბოლნისის "სიონმა" ახალწვეულები წარადგინა
ტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა
სიონი-კოლხეთი 0:2 - ფოთელთა ასპროცენტიანი სტუმრობა
ალვინ ფორტესი "ქაისარში" ლობჯანიძესთან ერთად ითამაშებს
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
დილამ" ლეანდრო რიბეიროს პრიზი გადასცა და "შერიფს" ფრე გაუგორა
"სკა ენერგიამ" ალადაშვილის, რუხაიას და ჟუნიორის გოლებით მოიგო
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ოფიციალურად: გუჯა რუხაია "სამტრედიას" ფეხბურთელია
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
შედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით...
ალვინ ფორტესი გორის "დილაში" დაბრუნდა
Sportall.ge-ს სათვალე: ნუკრის პროგრესი, +18 კადრი და ტურის გოლი შესვენებაზე
"ᓡᓘᓝᓜᓛᓐ" "ᕒᓣᓠᓘᓐᕡ" ᓛᓝᓣᓒᓝ, "ᓩᓘᕮᕣ
ბოლნისის "სიონი" გადახალისდება
ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის "საბურთალო" დატოვა
საბურთალო-მარკ სტარი 5:1 - ესპანელმა ლეგიონერმა ამჯერად დუბლი გაიფორმა
ზესტაფონი-სიონი 4:2 - ოთხთვიანი პაუზის შემდეგ... [VIDEO]
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
საბურთალო VS არარატ-არმენია - ვის წარუძღვება "მიმინო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში?
თბილისის "დინამო" მისმა კაპიტანმა დატოვა
ალვინ ფორტესი ნაკრებში გამოიძახეს
"საბურთალომ" ამხანაგურ მატჩში ბოლნისის "სიონი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ალვინ ფორტესმა 80 ათასი მაყურებლის წინაშე ითამაშა და მისმა გუნდმა მარეზის ალჟირის ნაკრები დაამარცხა
გურია-სიონი 0:2 - გოგიჩაიშვილს ერთი შანსიც დარჩა
გიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები
ხარაიშვილის გოლი არ ეყოთ... "საბურთალომ" "სიბირთან" წააგო
გიორგი რეხვიაშვილი: თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]
"საბურთალოს" ერთ-ერთი ლიდერი სათამაშოდ საბერძნეთში წავიდა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ნაკრების მომავალი - ყველაზე ძვირად ღირებული 23 წლამდე ქართველი ფეხბურთელები
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ლადო ბურდული: შეიძლება ბოლნისის "სიონში" სპონსორი გამოჩნდეს
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან