ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი:"რეალი" ცალი ფეხით ფინალშია, მხოლოდ ცალით [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "რეალმა" მიუნხენში 2:1 დაამარცხა "ბაიერნი".

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე შესაცვლელი გახდა ტრავმის გამო რობენი, რომლის მაგივრადაც მოედანზე ალკანტარა შევიდა. ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არც ერთი გუნდის კართან არ შექმნილა.

"რეკორდმაისტერი" მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა და ვითარებიდან გამომდინარე, ალოგიკური გოლი გაიტანა: კიმიხი მარსელოს მიერ მიტოვებული ფლანგიდან შეიჭრა თავისუფალ ზონაში და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ნავასმა არგასაშვები ბურთი გაუშვა.

33-ე წუთზე ტრავმა ბოატენგმა მიიღო და მიუნხენელთა თავკაცს იუპ ჰაინკესს მეორე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ცოტა ხანში კი რიბერი ნავასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა და ანგარიშის გაორების ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ შანსი გამოიყენა მარსელომ, რომელმაც შორიდან დარტყმული ბურთი ულრაიხისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მოკლედ, მიუნხენურმა გუნდმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გაუშვა გოლი და თან, ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის გარეშე დარჩა.

მეორე ტაიმში "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისკო ასენსიოთი შეცვალა, ამ უკანასკნელმა რაფინიას შეცდომა გამოიყენა და სწრაფი კონტრიერიშისას წინ გაიყვანა "რეალი". საპასუხო შეტევისას კი ნავასმა არ დაანება რიბერის ანგარიშის გათანაბრება. ცოტა ხანში ლევანდოვსკიმ და მიულერმა ზედ კარის წინ შეუშალეს ერთმანეთს ხელი და ბურთის მადრიდელთა კარში გადაგზავნა ვერ მოახერხეს.

მერე რიბერის ისევ აუღო ნავასმა დარტყმული ბურთი. 71-ე წუთზე რონალდომაც გაიტანა გოლი, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა. ცოტა ხანში კი შეცვლაზე შესულმა ბენზემამ ვერ შეძლო მიუნხენელთა მესამედ დამწუხრება. 87-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი მიზანს.

ერთი სიტყვით, "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე წააგო და ძალიან გაუჭირდება საპასუხო მატჩში. არადა, შეხვედრის წინ ჰაინკესმა თქვა, რომ კარგი წინათგრძნობა ჰქონდა და ამ სეზონში 39 გოლის გამტანი ლევანდოვსკის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.

მიუნხენი. "ალიანს არენა". 70 000 მაყურებელი

ბაიერნი - რეალი 1:2

გოლები: 1:0 კიმიხი (28), 1:1მარსელო (44), 1:2 ასენსიო (57)

ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ბოატენგი (ზულე 33), ჰუმელსი, რაფინია, ხავი მარტინესი (ტოლისო 75), რობენი (ალკანტარა 8), რიბერი, ხამესი, მიულერი, ლევანდოვსკი

რეალი: ნავასი, კარვახალი (ბენზემა 67), რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო (კოვაჩიჩი 83), კროოსი, მოდრიჩი, ვასკესი, ისკო (ასენსიო 46), რონალდო

მატჩის შემდგომი კომენტარები:

▶ ზინედინ ზიდანი: დავიტანჯეთ, მაგრამ კარგ შედეგს მივაღწიეთ

▶ იუპ ჰაინკესი: "რეალს" ორი გოლი ვაჩუქეთ, დანებებას არ ვაპირებთ

emigranti
ფეხბურთში ლოგიკას რომ ეძებთ უკვე ცდებით. რეალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ამაში როგორ უნდა შეიტანო ეჭვი, როცა მესამე წელია ფაქტიურად ფინალშია და მესამედაც თუ მოიგო ლიგა ეგება მაშინ მაინც დადუმდეთ რეალის მოძულეები.
გგგ
მე ანალოგიური სიტიზე ვთქვი და ზოგიერთი არ დამეთანხმა - სეზონის ფინიშზე დაიღალა გუნდი და გასაგებიცაა. 3 ფრონტზე გამარჯვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, უბრალოდ ბაიერნის ერთი და იგივე არ მესმის - გუნდის ხელმძღვანელობას ჩემპიონთა ლიგის მოგება 5 წლის წინანდელი ფეხბურთელებით უნდა და ასე არ გამოვა. გუშინდელ შეხვედრაში ბაიერნში ვეტერანი რიბერი საუკეთესო იყო. მითუმეტეს ბუნდესლიგას და თასს უპრობლემოდ იგებს და სხვებივით დაღლლიც არ უნდა იყოს.
გიორგი
რეალის გოლები ხომ სულ ლოგიკური იყო :)
თემო
ფაქტი ერთია რომ გუნდს თუ ორი დაახლოებით თანაბარი შემადგენლობა არა ყავს როგორიც შარშან რეალს ყავდა ჩ.ლ.-ზე და თავის ქვეყნის ჩემპიონობის მოგება ერთდროლად ფიზიკურად ძაან ძნელია.ამიტომ რეალმა ამოირჩია ჩ.ლ. ბარსამ,სიტიმ და ბაიერნმა გადაწყვიტეს ყველაფრის მოგება და რაც მიიღეს ჩანს.მთავარი ტურნირიდან გამოვარდნენ.
lasha
ბავარიასგან უფრო მეტს ველოდი. ამ თამაშში გამოჩნდა რომ რეალი შემადგენლობით რამოდენიმე თავით მაღლა იდგა მოწინააღმდეგეზე. გუნდს თადარიგში ყავდა ბეილი, ბენზემა, ასენსიო. ამით ყველაფერი ნათვამია. რეალი თავისი შემადგენლობით შეიძლება ითქვას მსოფლიო ნაკრებია. ბაირენი, რომა და ლივერპული ერთად რომ შეაერთო რეალს მაინც ვერ დაამარცხებენ
soso
გიორგიპირველი-ო. კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ბურთი მრგვალია, მაგრამ აქ დიდ როლს თამაშობს საკუთარი კედლები. რომამ კი სენსაცია საკუტარ კედლებში გამოჭედა ბარსელონასთან. თუმცა არა მგონია ეს ლივეროულთანაც გამოუვიდეს. იქ ხომ სუპერვარსკვლავი მოჰამედ სალაჰია ფორმის პიკში.

სადაა ბარსელონა რომ შეხვდეს?
გულშემატკივარი
ბაიერნს მეორე თამაშში რაღაც შანსები ექნება თუ გამოვლენ და მოედანზე ყველაფერს დადებენ, გუშინ მე ეს ვერ დავინახე. მეორე ტაიმში, ბოლო 20 წუთი ძალიან დაღლილად გამოიყურებოდნენ და ბურთს 35 წლის რიბერის აჩეჩებდნენ, გუშინ ბაიერნი არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც გამოვიდა და ყველაფრის ფასად მზადაა დაამარცხოს რეალისნაირი პრინციპული მოწინააღმდეგე. მეგონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში წინა წლების შეცდომებს აღარ გაიმეორებდნენ, მაგრამ იგივე მოხდა
buje
ბაიერნმა გაიტანა ალოგიკური გოლი და რეალმა ორივე ლოგიკური??? კარგით რა.თამაშს მაინც უყურეთ ან შეეშვით ამ უაზრო სტატიების წერას
გიორგიპირველი
თუ იუვენტუსი სამით ნულს წააგებს ან რომა ოთხით ერთს ან ხუთით ორს,გასვლის შანსი აქვს და ბაიერნს ორით ერთზე - არა?
თემო
ამას კლასით მოგება ქვია.
adfas
ოგონდაც ეგენი ბარსელონას არ სჰეახვედრო და.....
გგგ
ბაიერნი ბოლო 3 სეზონია ერთსა და იმავე სტილში მარცხდება ესპანურ გუნდებთან. დღესაც რეალმა ისე მოიგო, არც დაღლილა და ამაში ძირითადად ბაიერნმა შეუწყო ხელი. ეჭვი მეპარება მეორე შეხვედრაში მინიმალური შანსი ჰქონდეთ. უკვე დიდი ხანია გუნდი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს, თორემ სულ სირაქლემას პოზაში ყოფნა მხოლოდ ბუნდესლიგაში გაამართლებს
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს