ინგლისში უეინ რუნის გინებაზე ლაპარაკს ვერა და ვერ დაუსვეს წერტილი; "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ჩადენილს ძალიან ნანობს
ინგლისში უეინ რუნის გინებაზე ლაპარაკს ვერა და ვერ დაუსვეს წერტილი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავს კვლავ „ვესტ ჰემთან“ შეხვედრის დროს მომხდარ ამბავზე ჰკითხეს და მანაც უპასუხა, რომ ჩადენილს ძალიან ნანობს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ლიდერები ლონდონელებთან 2:0-ს აგებდნენ, როდესაც რუნიმ ფხა გამოიღო და სამი გოლი გაიტანა. ამით გახარებულმა თავდამსხმელმა მოედნის კიდესთან ტელეკამერასთან მიირბინა და სიხარულის გამოსახატავად გინება დაიწყო. ამ საქციელისთვის „იუნაიტედის“ ვარსკვლავი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შაბათს მას ფეხბურთის ასოციაციის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშის გამოტოვება მოუწევს.

„ემოციით ვიყავი შეპყრობილი, რას ვაკეთებდი თავად ვერ ვხვდებოდი. ჩემმა სამმა გოლმა წაგებული თამაში შემოაბრუნა და ამან ძალიან გამახარა. შეხვედრა რომ დამთავრდა მივხვდი რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და დაუყოვნებლივ ბოდიში მოვიხადე. რად უნდა ლაპარაკი ტელეკამერასთან მივარდნა და გინება ცუდი საქციელი იყო. ახლა, როდესაც უკვე დამსაჯეს, ვერაფერს გავხდები, ამიტომ იძულებული ვარ შევეგუო და ცხოვრება გავაგრძელო. იმედი მაქვს, რომ ბიჭები შაბათს „სიტის“ დაამარცხებენ და ასოციაციის თასის ფინალში ვითამაშებ“ — თქვა რუნიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გასულ კვირაში რუნის შესახებ პრესაში ისიც დაიწერა, რომ „კოკა კოლამ“ მასთან სარეკლამო თანამშრომლობა გინებისა და ცუდად ქცევის გამო შეწყვიტა.

„ეს ტყუილია, — გაეცინა მანჩესტერელს, — „კოკა კოლას“ გასული სეზონის მიწურულს ველაპარაკე. მათ მაშინვე მითხრეს, რომ ოლიმპიადის მოახლოების გამო ჩემგან მეტი აქტიურობა სჭირდებოდათ, მე კი საამისო დრო არ მაქვს. ჩვენ მაშინვე შევთანხმდით, რომ „კოკა კოლას“ სახე 2010 წლის მერე აღარ ვიქნებოდი, უბრალოდ, ეს ამბავი ახლა გახმაურდა“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა