დარასელიას თასი: ფინალში თბილისის "დინამო" "ესპანიოლთან" დამარცხდა [VIDEO]
დინამო არენაზე წლევანდელი გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთის პირისპირ ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი - დინამო თბილისი და ესპანიოლი წარდგნენ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა ფინალისთვის საკადრისი გამოდგა და ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენა დინამო არენაზე მოსულ არც ისე ცოტა გულშემატკივარს.
გუნდებმა პირველივე წუთიდან სწრაფი ფეხბურთი გააჩაღეს და უკვე მეშვიდე წუთზე ჟერარ პერეირას კარგი თამაშით სტუმრები დაწინაურდნენ. თბილისელებმა უფრო უმატეს ტემპს და მიჯრით რამდენიმე ეპიზოდში ვერ მოახერხეს გოლის გატანა. მიზანთან ყველაზე ახლოს გიორგი აბუაშვილი გახლდათ, მისი დარტყმული ძელმა მოიგერია.
დინამო უმატებდა შეტევებს, გოლი კი თავად მიიღო. მცველების მიერ გამოტანილი ბურთი საჯარიმოს მისადგომთან მატეო რეგატიიომ მიიღო და ზუსტად გადაგზავნა კარში. ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარში დინამომ უფრო დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შეიძლება ითქვას დარჩენილი 40 წუთი დიდ წნეხში ჰყავდა მეტოქე, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს თბილისელებმა გოლის გატანა.
44- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა, რომელმაც დარჩენილი დრო ყველაზე აქტიურად ჩაატარა, ვერ მოახერხა პენალტის გატანა. ბურთი მეკარემ მოიგერია. ათიოდე წუთში ისევ აზაროვის აქტიურობა და ჯადული იობაშვილმა ზუსტი დარტყმით შეამცირა სხვაობა. დინამო დარჩენილ დროში სულ უტევდა, ბოლო მომენტში კი სიზუსტე აკლდებოდათ.
აზაროვის აქტიურობას იობაშვილი თავურით ასრულებდა და სულ მცირედით ააცილა. ზაურ სიჭინავას დარტყმულიც სანტიმეტრებში აცდა ესპანიოლის კარს. მომდევნო შეტევაში აზაროვის ჩაწოდებული და ისევ აბუაშვილი, მისი დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან ხვდება. მეოთხმოცე წუთზე ნიკა სიხარულაშვილს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მისი დარტყმული დაუცველი კარიდან მცველმა გამოიტანა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და ესპანიოლმა გამარჯვება მოიპოვა.
29.04.18. დარასელიას თასი. ფინალი. დინამო (თბ) - ესპანიოლი 1:2
დინამო 1:2 ესპანიოლი
გოლი: პერეირა 7’ რეგატიიო 36’ იობაშვილი 57’
გაფრთხილება: კონატე, ჟისპერი
დინამო: ხარშილაძე, კვარაცხელია (ბაბლუანი 55), ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, გაგნიძე (აზაროვი 41), მორჩილაძე, სიჭინავა, იობაშვილი, აბუაშვილი, ჩხეტიანი (სიხარულაშვილი 30)
ესპანიოლი: ერვასი (პლაზა 41), დ. მოლინა, პერეირა, კონატე, დე ლას ერასი (ფელისესი 41), კუენკა, პ. მოლინა, რეგატიიო (ჟისპერი 41), რამოსი, კასტელი, ნიეტო
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ვიტესს" 5:1 მოუგო და ნახევარფინალში "სპარტაკს" შეხვდება [VIDEO]
დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ჯენოას" სძლია და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]
დარასელიას თასი: სფფ-ის აკადემია კიევის "დინამოსთანაც" დამარცხდა [VIDEO]
ჩხუბი, რომელიც თბილისის "დინამოსა" და "ჯენოას" 15-წლამდელთა გუნდებს შორის მოხდა [VIDEO]
დარასელიას თასი. დინამო (თბ)-ჯენოა [LIVE]
დარასელიას თასი: ნახევარფინალში "დინამო თბილისის" მეტოქე გაირკვა [VIDEO]