სუპერლიგის პლეი-ოფების წყვილები ცნობილია
სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილია 1 მატჩი, რომელიც 30 მაისს ტყიბულში გაიმართება, თუმცა მის შედეგს ცხრილში და შესაბამისად პლეი ოფის ბადეში გუნდების განლაგებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილია.

დარჩენილ მატჩში ერთმანეთს მეოთხედფინალის მომავალი მეტოქეები – “ქუთაისი” და “მარნეული” შეხვდებიან. ეს მატჩი პლეი ოფის წინ დაზვერვით ხასიათს ატარებს, თუმცა სენსაცია იქნება, რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა ქუთაისელებმა პლეი ოფის სერია მერვეადგილოსან “მარნეულთან” რომ დათმონ. ეს არც მოხდება. რაც შეეხება რეგულარულის ბოლო მატჩის გამართვის ადგილს, გუნდების მოლაპარაკებით იგი ტყიბულში, ახალაშენებულ, კოხტა სპორტულ დარბაზში გაიმართება.

გუნდები ცხრილში 29 აპრილს გამართული შეხვედრების შემდეგ განლაგდა. თბილისში “კაკტუსმა” 112:92 მოუგო “მგზავრებს” და პლეი ოფის პირველ წრეშიც ეს გუნდები შეხვდებიან, ხოლო “რუსთავმა” “ოლიმპს” უმასპინძლა და 79:62 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში გავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. ბოლო, მე-9 ადგილზე გასული “სოხუმი” კი სუპერლიგაში დასარჩენად “ა’ ლიგის ფინალში დამარცხებულ “ტიტებთან” საკვალიფიკაციო სერიას გამართავს 2 მოგებამდე. მატჩები 3 მაისს, 20:00 საათზე და 5 მაისს, 19:15 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

პლეი ოფის პირველ წრეში, ანუ მეოთხედფინალში სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები 3 მოგებამდე იქნება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა