ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალმა" "ბაიერნს" გაუძლო და ფინალში გავიდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა "რეალსა" და "ბაიერნს" შორის 2:2 დასრულდა და ბლანკოსი ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში.
პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე დამარცხებული (1:2) "ბაიერნი" რევანშით იმუქრებოდა და ისევე როგორც მიუნხენურ მატჩში, კიმიხმა დებიუტშივე გახსნა ანგარიში. ეს მისი მე-4 გოლია მიმდინარე გათამაშებაზე და ამას გარდა, 3 საგოლე გადაცემის ავტორია.
თუმცა, მასპინძლებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა - ბენზემამ მარსელოს პასით თავურით დალაშქრა ულრაიხის კარი. "რეალმა" ტურნირზე ზედიზედ 42-ე საშინაო თამაშში გაიტანა გოლი. ბოლოს "სამეფო გუნდმა" 2011 წელს "ბარსელონას" ვერ გაუტანა გოლი (0:2).
ამის შემდეგ პირველი ტაიმის დარჩენილი დრო გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა დაწინაურება და შესვენებაზე 1:1-ზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე კიმიხის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მარსელოს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ჩაკირმა ჩათვალა, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ულრაიხმა საშინელი შეცდომა დაუშვა, ბენზემამ დუბლი შეასრულა და "რეკორდმაისტერი" უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. 50-ე წუთზე ალაბას არ დაანება ნავასმა ანგარიშის გათანაბრება, მერე კი რონალდომ სამიოდ მეტრიდან ვერ გადაგზავნა ბურთი კარში, ხოლო 63-ე წუთზე ხამესმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა გოლი და არ აღნიშნა.
ბავარიულმა გუნდმა იერიშები გააძლიერა და ნავასმა ტოლისოს მიერ დარტყმული, მიწიდან ასხლეტილი ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. ბოლოს "ბაერნი" შტურმზე გადავიდა, მაგრამ "რეალმა" გაუძლო და ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში.
01.05.18 რეალი - ბაიერნი 2:2
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 81 000 მაყურებელი
რეალი - ბაიერნი 2:2
გოლები: 0:1 კიმიხი (3), 1:1 ბენზემა (11), 2:1 ბენზემა (46), 2:2 ხამესი (63)
რეალი: ნავასი, სერხიო რამოსი, მარსელო, ვარანი, მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი (კაზემირო 72), ვასკესი, ასენსიო (ნაჩო 88), რონალდო, ბენზემა (ბეილი 72)
ბაიერნი: ულრაიხი, ჰუმელსი, ალაბა, ზულე, კიმიხი, რიბერი, ხამესი (ხავი როდრიგესი 83), ალკანტარა, ტოლისო (ვაგნერი 75), მიულერი, ლევანდოვსკი
გგგ
კი ეგრეა ნამდვილად, მაგრამ ჯერ მოიცადე ეხლა რუმენიგემ ნაფტალინიდან ამოიღოს ვინმე! კატასტროფული სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ - რენატო სანჩესი, ტოლისო, სანდრო ვაგნერი და კიდევ ვინ იცის რამდენი. გუნდმა თავისივე აღზრდილ ტონი კროოსს ხელფასი არ მოუმატა და კაცი აგერ უკვე რამისაა მეხუთედ შესწვდეს ჩემპიონთა ლიგას. ლევანდოვსკიმაც დააფიქსირა აზრი, რატომაც უნდოდა რეალში გადასვლა, მაგრამ დარჩა და იქნება კაი ხანს. ყველაზე საოცრება კიდევ ამ ვეტერანების ტანჯვა მგონია - სანამ 40 წელს არ მიუკაკუნებს ვინმე, იქამდე სიქა უნდა გააძრონ. დარწმუნებული ვარ, ამას მარტო მე არ ვფიქრობ. ამ მიდგომებით ბაიერნს ცოტა ხანში ნახევარფინალში გასვლაც გაუჭირდება. როცა იქნება მოიგებს წვალებით ამ ჩემპიონთა ლიგას და მერე 5 წელი უნდა იტანჯოს ახალი წარმატებისთვის
დიტო
არ შეიძლება თამაშიდან 11 მეტრიანი დარტყმა გაუქმდეს საერთოდ. დარჩეს მხოლოდ თამაშის შემდგომი პენალტები. ჯარიმა დაინიშნოს საჯარიმოში დარღვევის ადგილას. აღარ იქნება ამდენი დავები, იყო თუ არ იყო პენალტი.
giga
მერამდენეჯერ უნდა გაათრიონ რეალი მსაჯებმა ? ბარემ პირდაპირ თასი მისცენ, ტურნირს რაღას ატარებენ ? მერემდენეჯერ უნდა ,,შეცდნენ" მსაჯები რეალის სასარგებლოდ ?
ზედიზედ მესამე ფანტასტიკაა
ბენზემაზე რომ 100%-იანი პენალი არ დადო ეს არ ითვლება.მარტო რეალი კარში უნდა დაიდოს პენლები.რა საცოდავები ხართ ბარსისტებო.
bavaria
სამწუხაროდ დღეს რეალი უკეთესი გუნდია, ვიდრე ბაიერნი, გერმანიის გულშემატკივრები ყველაზე ობიექტურები ვართ, პენალტიც იყო, თან ორი, მაგრამ სად ტოლისო და სად მოდრიჩი, სად სერხიო და სად ზულე, სად ულრაიხი და სად ნავასი, ცოტაა? არა მგონია, ასე ლიგას ვერ მოიგებ. ახალი სისხლი გვინდა.
Musenbezi
თამაშამდე მსაჯის ვინაობა რო გავიგე 100%-ით დარმწმუნებული ვიყავი რო ბაიერნს შანსი არ ჰქონდა!!!
kika
ბაიერნმა აჯობა ნამდვილად,რეალს გაუმართლა და იმედია ფინალშიც არ გაუმართლებს. წელს რეალზე უკეთესი გუნდები არიან ბარსა,იუვენტუსი და რათქმაუნდა ბაიერნი. რეალმა მსაჯის დახმარებით და ნავასის საოცარი თამაშით მოიგო. ძალიან კარგი იქნება თუ ლივერპული გავა ფინალში და რეალს მიუჩენს კუთვნილ ადგილს,რომელიც ეკუთვნის ამ სეზონში!
beqa
არდადებულ პენლებზეც დაწერეთ
ზურა
არ ღირს ფეხბურთის ყურება...ასე გაჩემპიონებული გუნდი რაღა სანახავია?...
გგგ
ჯობია ობიექტურები ვიყოთ. მსაჯმა თავისი მოქმედებით მართლა დააზარალა ბაიერნი და ეს ცალკე თემაა, მაგრამ შედეგი უფრო ბაიერნის დამსახურება მგონია - მესამე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ მალევე გაუშვეს და ამან ძალიან იმოქმედა. ამის შემდეგ რეალი შეტევით დიდად თავს არ იწუხებდა და მეორე გოლიც ბაიერნის ბრალი იყო. მიულერი მალევე უნდა შეეცვალათ, მაგრამ ვინ ჰყავთ ? გუნდში ცვლილებების დროა, თორემ ამდენს ეს ფეხბურთელები ვერ გაუძლებენ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა