საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და წინ უძღვის მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ბათუმში გაიმართება.

ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატის წარდგენაზე საქართველოს ჭადრაკის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რეგისტრაციის პირობებსა და თამაშის წესებზე.

ჩემპიონატის მიზანია საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია და ევროპის მეორე კორპორატიულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება.

ჩემპიონატი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება. მონაწილეობის უფლება აქვთ ბიზნესკომპანიების (კორპორაციების) გუნდებს. თითოეული გუნდი კომპლექტდება ოთხი ძირითადი (I, II, III, IV დაფა) და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისაგან, თუმცა სათადარიგო მოჭადრაკის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ყოველ ტურში ერთი მოჭადრაკე მაინც უნდა იყოს კომპანიის მოქმედი თანამშრომელი. გუნდში ნებადართულია ფიდეს ნებისმიერი წევრი-ფედერაციის მოჭადრაკის მონაწილეობა, თითოეულ გუნდში 2300-ზე მაღალი რეიტინგის (2018 წლის 1-ლი მაისის მონაცემებით) მქონე ერთზე მეტი მოჭადრაკე არ უნდა იყოს და ერთ მოჭადრაკეს მაინც უნდა ჰქონდეს 2000-ზე ნაკლები რეიტინგი (ან ურეიტინგო).

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა რაოდენობის მიხედვით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 ლარს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც პარიზში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდების ყველა წევრს გადაეცემა საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთები.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა