ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩი გორის "დილასა" და "დინამო თბილისს" შორის ინციდენტით დასრულდა.

შსს-ს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაც აქვს დაწყებული.

რა მოხდა გორში და რა გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი, Sportall.ge "დინამოს" პრესატაშე ირაკლი ბუხალის დაუკავშირდა.

"რატომ მოხდა ინციდენტი? მიკოლა კოვტალიუკმა იუხეშა ბულისკერიაზე. მერე ლაშა თოთაძემ უთხრა, რომ ბოდიში უნდა მოეხადა, უკრაინელმა კი ანიშნა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდა.

თავად ტრიბუნაზე რაც მოხდა, შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ამას "დინამო თბილისი" გმობს. ჩვენ არანაირ აგრესიას არ ვესალმებით.

ჩხუბი არ ყოფილა არც ტრიბუნაზე და არც მის გარეთ. იქ იყო გამყოფი ბარიერი და მოხდა სკამების მტვრევა.

აქვე ვიტყვი, რომ "დინამო თბილისი" თავის სექტორში დამტვრეული სკამების ზარალს მთლიანად აანაზღაურებს.

როგორც გავიგე, გამოძიებაა დაწყებული მომხდარ ინციდენტზე. ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო გამოძიების დაწყება? შარშანდელი თამაში რომ იყო, ბოლო ტური "დინამო" - "ტორპედო", ქუთაისელმა ფანებმა ჩვენს სტადიონზე უამრავი სკამი გატეხეს.

ამაზე არანაირი გამოძიება არ ყოფილა. კლუბები შეთანხმდნენ ზარალის ანაზღაურებაზე და სულ ეს იყო.

კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ სტადიონის უკანა მხრიდან, ვინც გარეთ იყო გასული, გორელი გულშემატკივრები ქვებს ესროდნენ.

ინციდენტი ფან-კლუბებს შორის არ მომხდარა, ეს აუცილებლად მინდა ვთქვა. აქეთ იყო "დინამოს" ფან-კლუბი და იქით ადგილობრივი გორელი გულშემატკივარი", - გვითხრა ირაკლი ბუხალიმ.

▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]

▶ "დინამოს" გულშემატკივრებმა "დილასთან" ნამატჩევს სკამების მტვრევა დაიწყეს და გორში დაძაბული სიტუაციაა

▶ გორის "დილას" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

TRX
აქ ფულზე არაა საუბარი. არ სჭირდება გორს თქვენი სკამების საფასურის ანაზღაურება. აი მაგ ვანდალიზმის ჩამდენებისთვის 6000 ლარიანი საპროცესოების ჩახევა კი აუცილებელია, ჭკუა რომ ისწავლონ!!!
სოსო
კლუბები თვითონ ანაზღაურებენ ზარალს და საჭირო არ არის გამოძიების დაწყება?ასე აპირებენ საფეხბურთო ვანდალიზმთან ბრძოლას?ეს ხომ პირდაპირი წაქეზებაა?!სწორედაც რომ მიესალმებიან საფეხბურთო ძალადობას.აღშფოთებული ვარ ამ განცხადებით და ვფიქრობ ამისთანა ხალხი სამუდამოდ უნდა ჩამოაშორონ საფეხბურთო სტრუქტურებს.ესენი ფეხბურთში საძმოების და მხედრიონის ეპოქას ნერგავენ და ამაზე ფეხბურთის ფედერაციამაც ძალიან მკაცრად უნდა იმსჯელოს.სახელმწიფო ათეულ მილიონებს ახარჯავს კლუბებს,ესენი კი ხულიგნებს აფინანსებენ.თუ ამისთანა ფანი,ფეხბურთზე არ ივლის,დააკლდება რაიმე ფეხბურთს?არა მგონია.ბიუჯეტის ფული კი,თურმე დაიზოგება კიდეც. ადმინ, ჩვენ უკვე რობოტები ვართ.აზრი აღარ აქვს მტკიცებას,რომ არ ვართ რობოტები,მაგრამ ჩვენც გვაქვს ბატონო ნერვები და მოაშორეთ ეს სულელური და შეურაცხმყოფელი ტესტი.პოსტებს გვიბლოკავთ და შეურაცხყოფას გვაყენებთ.ეს პოსტი მინაწერის გარეშე გამოვაგზავნე,მაგრამ არ გაუშვით.არ კმარა?ახლა მაინც არ დამიბლოკოთ.
რუსთაველი
ლაშა თოთაძეს უნდა მიეცეს სამაგალითო დისკვალიფიკაცია უხელფასოდ სანამ არ აანაზღაურებს სტადიონისადმი მიყენებულ ზარალს.
Am chems skams
Yes
მიშა63
მართალია, რობოტს ვეჩალიჩო თუ, კომენტარზე ვიფიქრო ???
haha
ქუთაისელებს ხმა არ გაქვთ ამოსაღები, რაც თქვენ გაპატიეს იმას ალბათ ერთადერთი მამაღმერთი პატიობს ალბათ. თორე ყველა ქვეყნის კანონებით და ყველა ქვეყნის მორალით უმაღლესი ლიგაში თამაში უნდა გქონდეთ აკრძალული. პ.ს. დროა გუნდს სახელი შეუცვალოთ და ტორპედოს მაგივრად ქვასროლია დაარქვათ.
dila
და სკამების მტვრევა და ადამიანებზე სროლა დანაშაული არაა? ნაცარი შეაყარეთ ერთმანეთს თვალებში, დიახაც უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველე ის მოქმედი პირი ვინც სტადიონის ინფრასტრუქტურა დააზიანა, თანას სამაგალითოდ, ტქვენ რაში გენაღვლებათ სტადიონზე 60000 სკამი გაქვთ და თამაშზე მაქსიმუმ 100 კაცი მოვიდეს ამტვრიეთ და იყავით მარა ჩვენ რას გვერჩით? ჩვენ გვიყვარს ჩვენი გუნდიც და პატარა ლამაზი სტადიონიც. აანაზღაურებთ კიდევაც და დაისჯებით სამაგალითოდაც.
davit
ჯერ იქიდან დავწყოთ რომ გორელი გულშემატკივარი რომელიც ბავშვებთან და ოჯახთან ერთად დადის ყოველთვის სტადიონზე ამ კუთხით ყოველთვის ერთ ერთი სამაგალითოა, როცა თბილისში 200 კაცი მივა სტადიონზე უკვირთ. მერე ამ პატარა და ლამაზ სტადიონს ყველა უფრთხილდება, მთელი ქალაქი, რაც შეეხება ამ ფაქტს ეს მარტო გორში არ ხდება როდესაც დინამოს ქომაგები საგარეო მატჩებზე დადიან, იმ შემთხვევაშიც ადგილობრივი გულშემატკივარი დიდხანს გაკვირვებული უყურებდა და შემდეგ რა გასაკვირია რო გარეთ ელოდებოდნენ რაც მაგათ გააკეთეს მადლობა თქვან რომ საერთოდ გადარჩნენ. ჯერ სკამებს ისვრიან და მერე პოლიციის უკან იმალებიან
გიორგი
გამოდის, რომ ვისთანაც არ უნადა ქონდეს დინამოს კონფლიკტი ისინი მუდამ მართლები არიან!!! ქუთაისში მთელი სექტორი რომ დალეწენ ის არაა სახსენებელი ალბათ ხომ??? სანამ დინამოსადმი ასეთი განსაკუთრებული "სიყვარული" იქნება მმართველი ორგანოების მხრიდან,ამ საქმეს არაფერი ეშველება!!! და კიდევ ერთი, მოაშორეთ ეს უტვინო რობოტია თუ რაღაც ოხრობა, ადამიანს 10%-იანი მხედველობა მაქვს და რობოტზე ვიფიქრო თუ იმაზე რა დავწერო? ეს უბრალოდ თქვენი მკითხველების შეურაცჰყოფაა!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ექსკლუზივი - დემეტრე ბულისკერიათი სერია A-ს კლუბი დაინტერესდა? ფეხბურთელის კომენტარი
ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
გორის "დილაში" უკრაინელი ფორვარდი დაბრუნდა
მიკოლა კოვტალიუკი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ გუნდში გადავიდა
მიკოლა კოვტალიუკს "ზორია" იწვევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
დემეტრე ბულისკერია "დინამოდან" "ლოკომოტივში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
უკრაინელი ლეგიონერი "დილასგან" 2,5 თვის ხელფასის გადახდასა და გათავისუფლების ფურცელს ითხოვს
"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
მიკოლა კოვტალიუკი ინციდენტზე: ეს ფეხბურთია და არა ბალეტი... ბულისკერია მატჩის შემდეგ მოვიდა და მიყვიროდა
ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა
ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება