პლეი-ოფის პირველი მატჩი "დინამომ" "ოლიმპს" 27 ქულით მოუგო
საკალათბურთო სუპერლიგის პლი ოფი დაიწყო. მეოთხედფინალურ წყვილებს შორის სტარტი პირველებმა “დინამომ” და “ოლიმპმა” აიღეს. რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 და მე-6 ადგილებზე გასული გუნდების საპლეიოფო სერიის პირველი მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. მოქმედმა ჩემპიონმა დინამოელებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეტოქეს საკმაოდ დამაჯერებლად – 70:43 მოუგეს და ნახევარფინალისკენ მიმავალი გზის ნახევარი წარმატებით გაიარეს.

მატჩის დებიუტში პოზიციური ბრძოლა მიდიოდა, რისი შედეგიც ის გახლდათ, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა მცირე ხნის ბრძოლის შემდეგ თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს. ლეონიდ ივატინის წუთშესვენებებმა და დაგეგმილმა ტაქტიკამ ვერ იმუშავა – “ოლიმპმა” ვერ მოახერხა დინამოელთა შეტევების შეჩერება და მეტნაკლებად თანაბარი პირველი პერიოდის (19:11) შემდეგ, მეორე ათწუთეულის შუაწელში ოლიმპელები გვარიანად ჩამორჩნენ.

დიდი შესვენებისთვის “დინამო” 42:23 იგებდა და დარჩენილ 20 წუთში უპირატესობის შენარჩუნება მართებდა. მოქმედმა ჩემპიონმა ეს ამოცანა მესამე პერიოდშივე გადაჭრა, რომელიც ფრედ – 13:13 დასრულდა და დარჩენილ პერიოდში “ოლიმპის” თეორიულმა შანსმა ხორცი ვერ შეისხა. დინამოელები მშვიდად მივიდნენ გამარჯვებამდე და საბოლოოდ 27-ქულიანი მოგება გაიფორმეს.

“დინამოში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა ლაველ ბოიდი. 11-11 ქულა მოაგროვეს ილია ლონდარიძემ და გიორგი შარაბიძემ. 8 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა კაელ ტურპინი. “ოლიმპში” 16 ქულით საუკეთესო იყო მორის ჰილი, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა. “დინამო” “ოლიმპს” 1:0 უგებს და შემდეგი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 7 მაისს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.

ირაკლი ხოშტარია – “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:

“ვიცოდით, რომ ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდა დღეს – მიუხედავად ანგარიშისა. დამერწმუნეთ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. პლეი ოფში ადვილი თამაში არ არსებობს. ეხლა ჩვენი მთავარი მიზანია, აღვიდგინოთ ძალები. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვიყოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ ხოლმე.

დიმიტრი ჟაკობოვი – “ოლიმპის” მწვრთნელი:

“ვულოცავ “დინამოს”. მოწინააღმდეგემ თამაშის უმეტეს დროში ჩვენზე უკეთესად ითამაშა და ის იმსახურებდა გამარჯვებას. სამწუხაროდ, ჩვენ შედეგიანად ვითამაშედ მხოლოდ ეპიზოდურად, რაც ძლიერ მეტოქესთან, ასეთი დონის მატჩის მოსაგებად საკმარისი არაა. ეს პლეი ოფია და მნიშვნელოვანია ყველა მცირე დეტალიც კი. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და სწორედ ამ დეტალებისგან მოდის გამარჯვება. მატჩს გავაანალიზებთ, შეცდომებს უკეთესად დავინახავთ და შევეცდებით, შემდეგ მატჩში უფრო მაღალ დონეზე, მეტი კონცენტრაციითა და მოტივაციით ვითამაშოთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა