საქართველოს თასის გათამაშების 2 მეოთხედფინალისტი ცნობილია. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მერვედფინალური სერიის მეორე მატჩებში “დინამომ” და “ოლიმპმა” იმარჯვეს და ორი შეხვედრის ჯამში მეტოქეებს აჯობეს. ამ გუნდებს სერიის წინა შეხვედრებიც მოგებული ჰქონდათ, თანაც დამაჯერებელი ანგარიშით და დღეს მოპოვებული გამარჯვებით მომდევნო წრეში გასვლა გაინაღდეს.

მერვედფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება. დინამოელებს “ა” ლიგის დებიუტანტი ფიზკულტურის უნივერსიტეტის გუნდი სერიის პირველ მატჩში 55 ქულით ჰყავდათ დამარცხებული. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გასვლის მყარი გარანტია ჰქონდათ. მეორე შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქეს 22-ქულიანი მარცხი (94:72 სტატისტიკა) აკმარეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

დინამოელებს 22 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ახალგაზრდა დავით კაკუშაძემ, ხოლო სედრიკ ქაუნსელმა და მაიზერ რევაზაშვილმა შეხვედრა 13-13 ქულით დაასრულეს. დამარცხებულებს 21 ქულით გიორგი ცირიკიძემ ულიდერა, ხოლო 15 ქულა ვლადიმერ დოლიძის ანგარიშზე დაგროვდა.

დღეს გამართულ მეორე შეხვედრაში “ოლიმპმა” “ზესტაფონი” 88:73 (სტატისტიკა) დაამარცხა. სუპერლიგელებს სერიის პირველი შეხვედრა 39 ქულით ჰქონდათ მოგებული და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ამ უპირატესობის მეორე მატჩში შენარჩუნება მართებდათ. ზესტაფონელები 3 პერიოდის მანძილზე იგებდნენ, რის შემდეგაც “ოლიმპმა” ლიდერობა მოიპოვა და გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდა. ოლიმპელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, ხოლო “ზესტაფონში” 33 ქულით საუკეთესო იყო დანიელ დუარტე.

“დინამო” და “ოლიმპი” მეოთხედფინალში არიან. მერვედფინალური სერიის დარჩენილი მატჩები 28 და 29 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
"დინამოს" გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა