ფოტო: ანი რეხვიაშვილი

დღეს, 6 მაისს, "ავჭალაზე" 2017/2018 წლების სეზონის დიდი 10-ის მეორე ფინალისტი გაირკვევა, რომელიც 13 მაისს "მიხეილ მესხზე", ქუთაისის "აიას" ჩემპიონის ტიტულს შეეცილება.

მცირე ფინალში ერთმანეთს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "ლოკომოტივი" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის "ჯიქი" შეხვდებიან და ის 15 საათზე დაიწყება.

"ლოკომოტივმა" წლევანდელი რეგულარული პირველობა მოიგო, თუმცა შესარჩევ ფინალში ქუთაისის "აიასთან" 15:20 დამარცხდა. ის მატჩი "ავჭალაზე" გაიმართა და ახლა კვლავ "ავჭალაზე", რკინიგზელები გადამწყვეტ მატჩში მოსახვედრად იბრძოლებენ.

"ჯიქი" სატურნირო ცხრილში მესამე იყო და ფლეი ოფებში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო. გორელები მასპინძლის უფლებით სარგებლობდნენ და გათამაშებას ჯერ რუსთავის "ხარები" გამოთიშეს (36:27), ხოლო ერთი კვირის წინ "ბათუმს" სძლიეს - 25:19.

წლევანდელ სეზონში ამ გუნდებმა ორჯერ ითამაშეს აშკარა უპირატესობა "ლოკომოტივის" მხარესაა. პირველ წრეში, 8 ოქტომბერს, ისინი გორში შეიბნენ და სტუმრებმა 22:14 იმარჯვეს. რკინიგზელებმა ორის წილ 4 ლელო გაიტანეს. განმეორებითი მატჩი 10 მარტს "ავჭალაზე" შედგა და მისი პირველი ტაიმი "ჯიქმა" 11:0 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, გიორგი ბეგაძემ და გოშა შკინინმა ლელოები გაიტანეს, რამაზ ხარაზიშვილმა ერთი გარდასახა და "ლოკომოტივმა" 12:11 იმარჯვა.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ინდივიდუალურ მაჩვენებლებში სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლები ლიდერობენ. საუკეთესო მექულე "ჯიქის" მგეზავი მამუკა ნინიძეა, რომლის ანგარიშზე 153 ქულაა და დიდი ალბათობით პირველობას აღარავის დაუთმობს. "ლოკომოტივის" ფულბეკის, ბექა წიკლაურის ანგარიშზე მხოლოდ 76 ქულაა.

სამაგიეროდ, საუკეთესო მელელოვეებში 22 ლელოთი პირველ ადგილზეა გოშა შკინინი და მდევრებს ისიც ისე უსწრებს, ძნელად რომ ვინმე დაეწიოს. გორელთაგან საუკეთესო მელელოვე ნიკა ბიწაძეა, რომელსაც 9 ლელო აქვს გატანილი და საერთო ჩათვლაში გურამ ქანდაურაშვილთან ერთად(ხარები) მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით

დათო ქუთაისელს
ქუთაისელო ვინ გჩაგრავს, რა უსამართლობა, რა კაროჩე, თვალები გაახილე, რეგულარული გათამაშების ცხრილი ნახე, ლოკომოტივმა პირველზე დაამთავრა და წესებით სახლში თამაში ეკუთნის. სპორტი არ იცი, არ იცი, ბოღმა რატომ გახჩობს.
დათო ქუთაისელს
ქუთაისელო ვინ გჩაგრავს, რა უსამართლობა, რა კაროჩე, თვალები გაახილე, რეგულარული გათამაშების ცხრილი ნახე, ლოკომოტივმა პირველზე დაამთავრა და წესებით სახლში თამაში ეკუთნის. სპორტი არ იცი, არ იცი, ბოღმა რატომ გახჩობს.
ქუთაისი
აია პირველზე გავიდა და რატოა თბილისში თამაში კაროჩე თბილისი ყველაფერში გვჩაგრავს ეს უსამართლობა ოდესღაც დამთავრდება?
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივს" 17:8 მოუგო