1/4 სერიის პირველ მატჩში მგზავრებმა კაკტუსი დაამარცხა
გუშინ დაწყებული სუპერლიგის პლეი ოფი დღეს 2 მატჩით გრძელდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზებში დაგეგმილი მატჩებიდან 1 დასრულდა. რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასულმა “კაკტუსმა” მეშვიდეადგილოსან “მგზავრებს” უმასპინძლა და მარცხი განიცადა. მატჩის შედეგი იმდენად მოულოდნელი არ გახლდათ, რამდენადაც ის, რომ შეხვედრა ისე ჩამთავრდა, რომ ვითარება არ დაძაბულა.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” კარგად ითამაშა, თუმცა მათ გამარჯვებას ხელი კაკტუსელთა შეცდომებმაც შეუწყო. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდის წევრებმა ბევრი სროლა გააფუჭეს, თუმცა შეხვედრის ბოლო პერიოდამდე მთლიანობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. “მგზავრები” მცირედით ლიდერობდნენ – პირველი პერიოდი 22:20 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის 5 ქულით – 40:35 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში კაკტუსელებმა თამაში გამოასწორეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდნენ. სწორედ მაშინ, როცა მატჩის ბოლო წუთებმა მოატანა და თამაშის დაძაბვა იყო მოსალოდნელი, “მგზავრების” ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და მოპოვებული სოლიდური უპირატესობა ბერიშვილის გუნდს აღარც დაუთმია. საბოლოოდ “მგზავრებმა” 16 ქულით – 85:69 იმარჯვა.

ბოლო პერიოდის შუაწელში “მგზავრების” წევრებმა ძალიან გამართული კალათბურთი ითამაშეს. გამოსარჩევი იყო ადრიან ბოუის როგორც შორი სროლები, ისე სწრაფი გარღვევები. ასევე კახა ჯინჭარაძის, ბერნარდ ნკალისა და ოთარ ფხაკაძის შედეგიანობა. მთლიანობაში კი, “მგზავრებმა” გუნდური თამაშის წყალობით მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.

გამარჯვებულებს 22 ქულით, 11 მოხსნით, 7 პასით და 4 ჩაჭრით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 20 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. 11 ქულა ბერნარდ ნკალის ანგარიშზეა, ხოლო ოთარ ფხაკაძემ და ტეილორ სტეფორდმა შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. “კაკტუსში” 24 ქულით დეანდრე პარკსი გამოირჩა. 11 ქულა ჰქონდა კრისტიან ჯონსონს, ხოლო ჯონ მიტჩელმა 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, მორიგი შეხვედრა 8 მაისს, 16:00 საათზე, კვლავ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, “მგზავრები” ნახევარფინალში გავა, ხოლო “კაკტუსმა” თუ იმარჯვა, სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი 10 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„ვულოცავ „მგზავრებს“, დამსახურებულად გაიმარჯვეს. თასის ფინალის შემდეგ, ალბათ, ვერ მოვასწარით ძალების აღდგენა. ანგარიში ჯერ 1:0-ა და მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის.“

ბუბა ბერიშვილი – „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:

„მადლობა ჩემს ბიჭებს იმისთვის, რომ რა დავალებაც ჰქონდათ, მაქსიმალურად გაართვეს თავი. თუმცა შეცდომებიც, რა თქმა უნდა, გვქონდა. მესამე-მეოთხე პერიოდში გამოვასწორეთ დაცვაშიც და შეტევაშიც თამაში და ამან მოგვიტანა მოგება. დიდი ხანია ამ გუნდისთვის ვემზადებით და მაქსიმალურ შედეგსაც მივაღწიეთ. ზეგ გვაქვს მომდევნო თამაში, რომელიც ალბათ რთული იქნება და უკეთ უნდა მოვემზადოთ, რომ ოთხეულში გადავიდეთ.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება