კაცნაკლულმა "ბარსელონამ" "რეალთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

ლა ლიგას 36-ე ტურში "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა ფრედ (2:2) დასრულდა.

მართალია, "ბარსელონა" უკვე ესპანეთის ჩემპიონია, მაგრამ ელ კლასიკოს სულ სხვა დატვირთვა აქვს და "ნოუ კამზე" "რეალთან" მატჩს 97 939 მაყურებელი დაესწრო.

ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი თქვა, შეიძლება კეილორ ნავასი, სერხიო რამოსი, მარსელო, ვარანი, მოდრიჩი და რონალდო დავასვენოო, მაგრამ ყველა ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

მე-10 წუთზე ანგარიში სუარესმა გახსნა (სამეფო გუნდს პრიმერას 8 შეხვედრაში 6 გოლი გაუტანა), 5 წუთში კი რონალდომ დალაშქრა ტერ შტეგენის კარი (კლასიკოში მე-18 გოლი გაიტანა). ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით სერხი რობერტო გააძევა.

შესვენებაზე ზიდანმა აქტიური რონალდო ასენსიოთი შეცვალა - ალბათ, იმის შიშით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ტრავმა არ მიეღო. თუმცა, როგორც იუწყეს, კოჭ-წვივის კუნთი დაეჭიმა.

53-ე წუთზე კი მესიმ დაამწუხრა ნავასი - 2:1. ეს კლასიკოში მისი 26-ე გოლია (14 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული) და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.

57-ე წუთზე მოედანი ინიესტამ დატოვა, რომელმაც უკანასკნელ კლასიკოში მიიღო მონაწილეობა და ის გულშემატკივრებმა ოვაციებით გააცილეს.

73-ე წუთზე ბეილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მორიგი შეტევისას მადრიდელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა მიიჩნია, რომ ალბას მარსელოზე თამაშის წესები არ დაურღვევია.

მოკლედ, ეს დაძაბული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

სოსო
41 წუთზე რობერტოს გაგდებამდე ცოტა ადრე ბეილიმ უკნიდან ფეხი ჩაარტყა უმტიტის და ეს გაცილებით უფრო არასპორტული იყო,ვიდრე რობერტოს უხეშობა,ხოლო როცა ნავასმა მესის პირისპირ გასულს არ გაატანინა,მესიმ კარგად სწორედ იმიტომ ვერ დაარტყა,რომ სერხიო რამოსი ხელით იჭერდა და ეს ნაღდი პენალტი იყო.სხვათა შორის ბეილიმ მანამდეც გასააფრთხილებლად იუხეშა,მაგრამ მსაჯმა ისიც გაატარა.მესის და რობერტოს უხეშობა უკვე რეაქცია იყო მსაჯის მიერ გატარებულ რეალის უხეშობებზე.ასეთ თამაშებში დაძაბულობა ძალიან დიდია და მსაჯს დიდი სიფრთხილე მართებს,რომ მართვის სადავეები არ დაკარგოს,ამ თამაშში კი მსაჯი ვერ იყო სიმაღლეზე და მაგარი თამაში გააფუჭა.
სტატია უვარგისია
სირცხვილია თქვენს პორტალზე ასეთი უშინაარსო, ტენდეციური და უვიცი სტატიების დადება!

სათაური ძალიან გაუგებარია. ასეთი სათაური მოუხდებოდა ინტერი - იუვენტუსის თამაშს (2:3) როცა ბოლო წუთებზე გაიტანა იუვემ 2 გოლი. ამ თამაშზე კი ფრე ლოგიკური შედეგი იყო, იმის მიუხედავად რომ ბარსას მეორე გოლამდე სუარესზე განზრახ ჯარიმა იყო და შემდგომ მარსელოზე სუფთა პენალტი. 10 კაციან ბარსას ყავდა მესი, 11 კაციან რეალს არ ყავდა რონალდო - შესაბამისად რიცხობრივი უპირატესობა ძალიან პირობითია.

თუმცა ერთ რამეში ათასპროცენტიანია, ზიდანმა იმიტომ არ გამოიყვანა რონალდო შეეშინდა პირველი ტაიმისთვის შური არ ეძიათ და სერიოზული ტრავმა არ აეკიდებინათ ლიგისთვის.
Zviadi
აუ სუარიტო რა ხვიტოა:D))) რა უქნა იმას
გიორგი
ამ სტატიის ავტორს ალბათ არ უყურებია თამაშისთვის :)) მინიმუმ მსაჯზე ზედაპირულად ორი სიტყვის თქმა კარგი იქნებოდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს