ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

პრემიერლიგა. XXXVII ტური: როცა მიზანი სიცოცხლეზე მეტია [VIDEO]

პრემიერლიგა. XXXVII ტური: როცა მიზანი სიცოცხლეზე მეტია [VIDEO]

პრემიერლიგის ბოლოსწინა ტური პარასკევს, "ბრაიტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩით დაიწყო.

ჟოზე მოურინიომ ლამის საკრალურ მიზნად დაისახა მეორე ადგილზე გასვლა, "ბრაიტონი" კი, რომელიც ამ სეზონიდან თამაშობს უძლიერესთა შორის, პრემიერლიგაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობდა...

...და ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა. თუმცა იმ დღეს "თოლიებმა" ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ "იუნაიტედთან" ისტორიული გამარჯვება ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნებოდა.

"ბრაიტონს" ყველაზე მეტად ხელი "სუონსიმ" "გაუმართა", რომელიც შაბათს "ბორნმუთთან" საგარეო მატჩში ხელმოცარული დარჩა და ახლა ბოლო ორ ტურში მოუწევს სეზონის უმთავრესი ამოცანის გადაჭრა...

ერთი სიტყვით, კრის ჰიუტონის გუნდის მოტივაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა არაფრისმომცემ მეორე ადგილთან შედარებით და ეს მოურინიომაც აღიარა:

"დღეს ფეხბურთის ღმერთი სამართალიანი იყო "ბრაიტონის" ბიჭებისთვის. მათ დიდი მიზანი ჰქონდათ და ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენგან განსხვავებით, ყველაფერი გაიღეს. როგორც ჩანს, ვერაფრით დავარწმუნე ჩემი ფეხბურთელები იმაში, რომ მეორე ადგილს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა საამისოდ კიდევ გვაქვს ორი მატჩი".

Video

04.05.18 ბრაიტონი - მანჩესტერი 1:0

"სტოკმა" 10 წელი გაძლო პრემიერლიგაში და ამისთვის ნამდვილად იმსახურებს ქებას. თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც ამ 10-წლიანი ეპოპეის დასასრული საკუთარ სტადიონზე დაიტირეს. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ პოლ ლამბერტის გუნდი იგებდა და იმედიც იყო, რომ ბრძოლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდებოდა, მაგრამ... მეორე ნახევარში როი ჰოჯსონის "არწივებმა" ეს გეგმა ჩაშალეს და თავად დაიგულეს თავი სამშვიდობოს.

ერთი სიტყვით, ლამბერტმა ვერაფერი უშველა გუნდს, რომელსაც იანვრიდან მოძღვრავს (მხოლოდ 7 ქულა 13 მატჩში). თუმცა დამოძღვრილისა ამ გუნდს არაფერი ეტყობა - თუ იანვარში "სტოკი" არ იყო უპირობო აუტსაიდერი, ახლა მთლად ფსკერზე დაეშვა. ცხადია, ლამბერტი პოსტს ვეღარ შეინარჩუნებს...

"ვესტ ბრომვიჩი" კი კვლავ სასწაულებს ახდენს. ერთი თვის წინ ვინ იფიქრებდა, რომ ამ გუნდს პრემიერლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდებოდა, მაგრამ... გაუშვეს ალან პარდიუ და მოვიდა დარენ მური, ვისი ხელმძღვანელობითაც "ვესტ ბრომვიჩს" ჯერ ერთი თამაშიც არ წაუგია - ბოლო 5 მატჩში 11 ქულა (3 მოგება, 2 ფრე) დააგროვა და ამ 11-დან 7 ქულა პირველი ოთხეულის გუნდებს ("მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და ბოლოს "ტოტენჰემი") დასცინცლა.

"ტოტენჰემს" კი ეს მარცხი შეიძლება ძვირად დაუჯდეს. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და "ჩელსი" 2 ქულის დისტანციაზე დაიახლოვა - "ჩელსი", რომელმაც ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, მაშინ, როცა კონკურენტები ქულებს ანიავებენ.

"ლივერპულთან" გამარჯვებით ანტონიო კონტეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტიც რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. საქმე ისაა, რომ "ლივერპულს" ერთი თამაშიღა დარჩა სათამაშო, "ჩელსის" კი - ორი.

Video

06.05.18. ჩელსი - ლივერპული 1:0

უმოტივაციო "ლესტერი" ბოლო ტურებში გულუხვად არიგებს ქულებს და შაბათს ამით "ვესტ ჰემმაც" ისარგებლა. "ჩაქუჩებმა" სტუმრად 2 უპასუხო გოლი გაუტანეს "მელიებს" და ბოლო ორ ტურში ამდენივე ქულა ეყოფათ პრემიერლიგაში დასარჩენად.

ეს ამოცანა უკვე გადაჭრა "უოტფორდმა", რომელმაც "ნიუკასლს" მოუგო და რაფა ბენიტესს მე-300 საიუბილეო პრემიერლიგური მატჩი გაუფერმკრთალა. თუმცა "კაჭკაჭებს" თავი უკვე ქუდში აქვთ და მომავალ სეზონზე ფიქრობენ...

უკვე სამშვიდობოსაა "ბორნმუთიც", რომლისთვისაც 41 ქულა პრემიერლიგაში დარჩენის გარანტიაა. აი, "სუონსისთვის" კი გადამწყვეტი კვირა დაიწყო. უელსური გუნდი ზეგ გამოტოვებულ მატჩში უმასპინძლებს უშუალო კონკურენტ "საუთჰემპტონს", ხოლო სეზონის ბოლო დღეს უკვე გავარდნილ "სტოკს" დაუხვდება.

რა თქმა უნდა, ასეთი გრაფიკით "გედებს" უკეთესი შანსი აქვთ, რადგან "საუთჰემპტონი", გარდა იმისა, რომ "სუონსისთან" სტუმრად უნდა ითამაშოს, ბოლო ტურში თვით "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს და ძნელად სავარაუდოა, ამ ლაბირინთს თავი დააღწიოს. მარკ ჰიუზის "წმინდანებს" გაცილებით საიმედო მდგომარეობა ექნებოდა, "ევერტონისთვის" დამატებულ მე-6 წუთზე რომ არ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების შანსი.

მოულოდნელი იყო "მანჩესტერ სიტი"-"ჰადერსფილდის" საბოლოო შედეგი - 0:0. არადა, პეპ გვარდიოლას გუნდს რეკორდები აქვს დასამხობი. საამისოდ, "სიტის" ერთი გამარჯვება და 3 გოლი სჭირდება. ბევრი ელოდა, რომ ამ ამბავს სწორედ "ჰადერსფილდი" ემსხვერპლებოდა, მაგრამ... ისე კი, პრემიერლიგის დებიუტანტისთვის, რომელიც პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის, ეს ქულა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანიც იყოს.

"არსენალმა" 5:0 მოუგო "ბარნლის" და ეს იყო "მეთოფეთა" ბოლო საშინაო მატჩი ამ სეზონში. შესაბამისად, არსენ ვენგერი, რომელსაც ფეხბურთელებმა დერეფანი მოუწყვეს, ლამაზად დაემშვიდობა "ემირეითსის" პუბლიკას.

Video

06.05.18. არსენალი - ბარნლი 5:0

ფაქტები

1982 წლის ნოემბრის შემდეგ "ბრაიტონმა" პირველად შეძლო ინგლისის მთავარ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება.

პერსონალურად ჟოზე მოურინიოსთვის მაისი უიღბლო თვედ იქცა. ამ თვეში, სხვადასხვა დროს, მისმა გუნდებმა პრემიერლიგის 10 საგარეო მატჩიდან 6 წააგეს (1 მოგება, 3 ფრე).

1978 წლის დეკემბრის შემდეგ ("ბოლტონი", 0:3) "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად წააგო პარასკევის მატჩი.

1989/90 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარ ლიგაში ახალაღზევებულ გუნდებთან ერთ სეზონში 3 მატჩი წააგო. "ბრაიტონამდე" ჟოზე მოურინიოს გუნდი დამარცხდა "ნიუკასლთანაც" (0:1) და "ჰადერსფილდთანაც" (1:2).

1899/1900 წლების სეზონის შემდეგ "კრისტალ პალასი" ინგლისის ტოპ-ლიგის პირველი გუნდია, რომელმაც გავარდნა აიცილა ჩემპიონატის პირველი 7 მატჩის წაგების მიუხედავად.

პოლ ლამბერტის ხელმძღვანელობით "სტოკმა" ვერ მოიგო ვერცერთი ის 4 მატჩი, რომლის პირველი ტაიმის შემდეგაც წინ იყო.

"ტოტენჰემმა" პრემიერლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი, 20 თამაში წააგო 90-ე წუთზე და უფრო გვიან გაშვებული გოლების გამო.

"ვესტ ბრომვიჩს" არ წაუგია ბოლო 5 მატჩი. მხოლოდ "ლივერპულს" აქვს უკეთესი მიმდინარე სერია - ზედიზედ 6 წაუგებელი მატჩი.

"არსენალთან" ნოემბერში წაგებული 0:2-ის შემდეგ (24 მატჩი) "ტოტენჰემმა" პირველად ვერ მოახერხა პრემიერლიგის ტურში გოლის გატანა.

"ლესტერმა" ვერ მოიგო ზედიზედ მე-6 საშინაო მატჩი, რაც ამ გუნდის უგრძესი სერიაა 2014 წლის 26 დეკემბრის შემდეგ.

"ვესტ ჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 9 ტურში პირველად მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

"ვესტ ჰემმა" გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც პრემიერლიგის ბოლო 11 საგარეო მატჩში. ეს არის ამ გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 1966 წლის დეკემბრის შემდეგ.

2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "უოტფორდმა" მოიგო ჩემპიონატის ბოლო საშინაო მატჩი.

2012 წლის შემდეგ "სუონსიმ" პირველად წააგო პრემიერლიგის ზედიზედ 3 მატჩი ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "სუონსიმ" 17 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. უარესი შედეგი (19) მხოლოდ "ჰადერსფილდს" აქვს.

"ბორნმუთმა" ბოლო 6 ტურში პირველად გაიმარჯვა.

"ევერტონმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 55 გოლი გაუშვა. ბოლოს უარესი შედეგი ჰქონდა 2003/04 წლების სეზონში - 57 გოლი.

პრემიერლიგა. XXXVII ტური

ბრაიტონი-მანჩესტერ იუნ 1:0

გოლი: 1:0 გროსი (57)

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - დარმიანი (68. შოუ), სმოლინგი, როხო (76. მაკტომინი), იანგი - ფელაინი (68. ლინგარდი), მატიჩი, პოგბა - მატა, რაშფორდი, მარსიალი.

სტოკი-კრ. პალასი 1:2

გოლები: 1:0 შაქირი (43), 1:1 მაკარტური (68), 1:2 ვან აანჰოლტი (86)

ბორნმუთი-სუონსი 1:0

გოლი: 1:0 ფრეიზერი (37)

ლესტერი-ვესტ ჰემი 0:2

გოლები: 0:1 ჟოაო მარიო (34), 0:2 ნობლი (64)

უოტფორდი-ნიუკასლი 2:1

გოლები: 1:0 პერეირა (2), 2:0 ე. გრეი (28), 2:1 პერესი (55)

გამოუყენებელი პენალტი: დინი (39. უოტფორდი)

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 1:0

გოლი: 1:0 ლივერმორი (90+2)

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი (85. ფერნანდო ლორენტე) - ტრიპიერი, ერიქსენი, ვანიამა, როუზი - ალი (67. სონი), ლამელა (78. ლუკას მოურა) - კეინი.

ევერტონი-საუთჰემპტონი 1:1

გოლები: 0:1 რედმონდი (56), 1:1 თ. დევისი (90+6)

გაძევება: იოშიდა (85. საუთჰემპტონი)

მანჩესტ. სიტი-ჰადერსფილ. 0:0

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, სტოუნზი (73. ბერნარდო სილვა), დელფი (57. მენდი) - დე ბრუინი (67. გიუნდოგანი), ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სანე, სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუში.

არსენალი-ბარნლი 5:0

გოლები: 1:0 ობამეიანგი (14), 2:0 ლაკაზეტი (45+3), 3:0 კოლაშინაცი (54), 4:0 ივობი (64), 5:0 ობამეიანგი (75)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, ჩემბერსი (77. მერტეზაკერი), მავროპულოსი, კოლაშინაცი - ჯაკა, უილშირი (72. რემზი) - ობამეიანგი, ივობი, მხითარიანი - ლაკაზეტი (72. უელბეკი).

ჩელსი-ლივერპული 1:0

გოლი: 1:0 ჟირუ (32)

ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, რიუდიგერი - მოზესი (89. ძაპაკოსტა), ფაბრეგასი (90+3. პედრო), კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - აზარი (86. ვილიანი) - ჟირუ.

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი (59. ჰენდერსონი), ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი (74. სოლანკე) - ალექსანდერ-არნოლდი, ვეინალდუმი, მილნერი (89. მორენო) - სალაჰი, მანე, ფირმინო.

ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 27 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

გამოტოვებული მატჩები

8 მაისი: სუონსი-საუთჰემპტონი

9 მაისი: ჩელსი-ჰადერსფილდი, ლესტერი-არსენალი, მანჩესტერ სიტი-ბრაიტონი, ტოტენჰემი-ნიუკასლი

10 მაისი: ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნ

ბოლო ტური

13 მაისი: ბარნლი-ბორნმუთი, კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი, ჰადერსფილდი-არსენალი, ლივერპული-ბრაიტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-უოტფორდი, ნიუკასლი-ჩელსი, საუთჰემპტონი-მანჩესტერ სიტი, სუონსი-სტოკი, ტოტენჰემი-ლესტერი, ვესტ ჰემი-ევერტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ

სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა

"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია

"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე

"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს

"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს

დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი

"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა

[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა

"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა

კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა

ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს

გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს

"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?

"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს