97 939 ადამიანი მივიდა "ელ კლასიკოს" სანახავად, რომელიც იდეაში, სატურნირო ინტრიგას მოკლებული იყო. ეს ამ სეზონის რეკორდია. ამ თამაშში ბევრი რამ მოესწრო.
საერთო ჯამში, 4-გოლიანი თრილერი ურიგო საყურებელი არ გამოდგა, "ბარსამ" კი თავისი რეკორდული წაუგებელი სერია გააგრძელა...
ელ კლასიკო
ზინედინ ზიდანმა შეტევაში BBC (ბეილი, ბენზემა, რონალდო) განათავსა, ხოლო ერნესტო ვალვერდემ მესისა და სუარესს ფილიპე კოუტინიო მიახმარა.
მე-10 წუთზე სერხი რობერტომ მარჯვენა ფლანგიდან ლუის სუარესი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა. "რეალმა" 4 წუთში გაათანაბრა, კრიშტიანო რონალდომ თავისივე დაწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა, რომელიც მე-400 აღმოჩნდა "რეალისთვის" "ელ კლასიკოს" ისტორიაში.
პორტუგალიელმა იმ მომენტში ტრავმა მიიღო, ტაიმი კი ჩაამთავრა, მაგრამ მერე მაინც შეცვალა ზიდანმა (შესვენებაზე). საპასუხო გოლის შემდეგ სტუმრების უპირატესობა აშკარა გახდა, შემდეგ კი ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს - ლუკა მოდრიჩმა და ჟორდი ალბამ ერთმანეთში იჩხუბეს კიდევაც, ისევე, როგორც სერხიო რამოსმა და ლუის სუარესმა (სუარესი მანამდე კეილორ ნავასსაც ეჩხუბა). ტაიმის ბოლოს კი სერხი რობერტომ სულაც დაარტყა მარსელოს და მსაჯმა ის გააძევა.
10-კაციანმა "ბარსამ" მეორე ტაიმში მესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით გაათანაბრა, თუმცა მანამდე ლუის სუარესი უხეშობდა, რაც მსაჯმა ვერ შენიშნა.
58-ე წუთზე ანდრეს ინიესტა შეცვალეს. ასე დასრულდა მისი ისტორია კლასიკოებში (38 თამაში).
72-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მარკო ასენსიომ ბეილს გაატანინა - 2:2. ამის შემდეგ აქტიურ მესის კიდევ შეეძლო "ბარსას" დაწინაურება, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა.
"ბარსას" 3 მატჩი რჩება და თუ არ წააგებს არც ერთში, პირველი კლუბი გახდება 21-ე საუკუნეში, რომელიც ლა ლიგას წაუგებლად მოიგებს. 9 მაისს ორივე გუნდი გადადებულ შეხვედრებს ითამაშებს, "ბარსა" "ვილიარეალს" მასპინძლობს, ხოლო "რეალი" "სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" ესტუმრება.
06.05.18. ბარსელონა - რეალი 2:2
ფაქტები
2008 წლის შემდეგ ეს პირველი კლასიკო იყო, რომელშიც ერთ-ერთ გუნდს უკვე განაღდებული ჰქონდა ჩემპიონის ტიტული.
ლეო მესიმ და ანდრეს ინიესტამ 38-ე კლასიკო ითამაშეს და კლასიკოს ისტორიაში მე-4 ადგილზე გადავიდნენ.
კრიშტიანო რონალდომ კლასიკოებში მე-18 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ალფრედო დი სტეფანოს (რეალი) გაუთანაბრდა საზიარო მეორე ადგილზე ლეო მესის შემდეგ.
ქარიმ ბენზემა "რეალის" პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, რომელმაც გოლებშიც (11) და პასებშიც (10) ორნიშნა ნიშნულს მიაღწია.
კლასიკოს ისტორიაში პირველი "რეალი" გახდა, რომელმაც მე-400 გოლი გაიტანა. გოლის ავტორი კრიშტიანო რონალდოა.
ლეო მესი "კამპ ნოუზეც" კლასიკოების ყველა დროის ბომბარდირი გახდა ლა ლიგაში - 7.
"ბარსელონამ" ზედიზედ 42-ე მატჩი არ წააგო ლა ლიგაში. ჩემპიონატის რეკორდი იზრდება.
სხვა მატჩები
სევილიური კლუბები ერთმანეთის ანტიპოდები არიან - მაშინ, როცა "სევილიამ" 3 მარტის მერე პირველად მოიგო ლა ლიგაში, მისმა "მწვანე" მეტოქემ ქალაქში, "ბეტისმა" 4 მარტის მერე პირველი თამაში წააგო. "ბეტისი" ევროპალიგის საგზურის ზონაშია - "სევილია" არა, თან "ბეტისმა" ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა, "სევილიას" კი ჯერ აღნიშნული ტურნირის საგზურიც კი არ მოუპოვებია.
"სევილიაში" ხელახალი დებიუტი ჰქონდა ხოაკინ კაპაროსს, რომელმაც გაარღვია კიდეც მონტელას "დანატოვარი" მოჯადოებული წრე. როგორც ჩანს, მის ხელში გუნდი სულ სხვანაირ ფეხბურთს ითამაშებს.
"ვალენსიამ" ვალენსიის მხარის დერბი წააგო "ვილიარეალთან", მაგრამ ამის მიუხედავად, მეოთხე ადგილი და ლიგის საგზური დაიბევა. "დეპორტივო" გავარდა, მაგრამ გუნდმა არ დაუშვა გალისიური დერბის წაგება, ბოლო წამებზე ლუკას პერესმა იყოჩაღა და ანგარიში გაათანაბრა "სელტასთან" დაპირისპირებაში.
"ატლეტიკო" შინ გოლსაც კი არ უშვებდა, მაგრამ ევროპალიგის ფინალისტმა "ესპანიოლთან" შეირცხვინა თავი - 0:2. დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
06.05.18. ატლეტიკო - ესპანიოლი 0:2
ფაქტები
ევერ ბანეგამ "სევილიას" მაისურით 7-დან 7 პენალტი გაიტანა. აქედან 5 - "სანჩეს პისხუანზე".
"სევილიამ" ლა ლიგაში 3 მარტის შემდეგ პირველად მოიგო. მაშინაც ბასკური კლუბი დაამარცხა (ბილბაო).
"სევილიამ" 7-ტურიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
"ეიბარმა" "ჟირონას" ზედიზედ მეორედ მოუგო 8-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ.
ინიაკი ვილიამსი ლა ლიგაში "ბილბაოს" ფეხბურთელებში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობდა - 7 გოლი, 6 საგოლე პასი.
"ვილიარეალმა" ვალენსიური დერბი ორჯერვე "ვალენსიას" ლა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოუგო (2007/08 & 2015/16).
როდრი ერნანდესის (ვილიარელი) პასები ტოპ-4 კლუბთან: "ატლეტიკოსთან" - 62 და 101, "ბარსელონასთან" - 56, "ვალენსიასთან" - 74 და 85, "რეალთან" - 66.
"ბეტისმა" ლა ლიგაში 4 მარტის მერე პირველად წააგო. გუნდმა ლა ლიგაში 8-ტურიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ლა ლიგა. XXXVI ტური
სევილია-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ბანეგა (47-პენ)
სევილია (4-2-3-1): სორია - ლაიუნი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, მესა (79. გაისი) - სარაბია (87. ფ. ვასკესი), ბანეგა, ნოლიტო (69. ხ. კორეა) - ს. რამირესი
ჟირონა-ეიბარი 1:4
გოლები: 0:1 კიკე (9), 0:2 კიკე (38), 1:2 ადაი (55), 1:3 ჯორდანი (80), 1:4 ინუი (89)
ბილბაო-ბეტისი 2:0
გოლები: 1:0 მუნიაინი (76), 2:0 ადურისი (92)
ბეტისი (5-3-2): პ. ლოპესი - ტელიო, ამატი, ბარტრა, ჟუნიორი (20. კამარასა), დურმისი - რუისი, ხ. გარსია, ხოაკინი (74. ბუდებუზი) - სანაბრია (63. რ. კასტრო), ლორენი
სელტა-დეპორტივო 1:1
გოლები: 1:0 მ. გომესი (13), 1:1 ლ. პერესი (91)
ვილიარეალი-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 მარიო გასპარი (86)
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, რუკავინა (46. ხ. კოსტა) - ტრიგეროსი, რ. ერნანდესი - კასტილიეხო, რაბა (83. სანსონე), ჩერიშევი (67. ფორნალსი) - ბაკა
ვალენსია (4-4-2): ნეტუ - ვეზუ, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი (71. ფ. ტორესი), პარეხო, კონდოგბია, გედეში (81. ა. პერეირა) - როდრიგო, ს. მინა (67. ვიეტო)
მალაგა-ალავესი 0:3
გოლები: 0:1 მ. გარსია (3), 0:2 დემიროვიჩი (68), 0:3 იბაი გომესი (70)
ატლეტიკო-ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 სავიჩი (53 ს.კ.), 0:2 ლეო ბაპტიშტაო (77)
ატლეტიკო (5-3-2): ობლაკი - ვრსალკო, ხ. ხიმენესი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში (65. გაბი) - ვიტოლო (26. სანე), თომასი, კოკე (46. საულ ნიგესი) - გამეირო, ფ. ტორესი
ლას პალმასი-ხეტაფე 0:1
გოლი: 0:1 ანხელი (88)
ბარსელონა-რეალი 2:2
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (10), 1:1 რონალდო (14), 2:1 მესი (52), 2:2 ბეილი (72)
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - კოუტინიო (46. სემედუ), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა (58. პაულინიო) - მესი, ლ. სუარესი (92. პ. ალკასერი)
რეალი (4-3-3):L კ. ნავასი - ნაჩო (68. ლ. ვასკესი), ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (84. კოვაჩიჩი) - ბეილი, ბენზემა, რონალდო (46. ასენსიო)
გაძევება: ს. რობერტო (45+3)
ორშაბათი, 7 მაისი
ლეგანესი-ლევანტე 23:00
ბომბარდირები: 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა).
გადადებული მატჩები
9 მაისი: ბარსელონა-ვილიარეალი; სევილია-რეალი.
მომდევნო ტური
12 მაისი: ალავესი-ბილბაო, ბეტისი-სევილია, დეპორტივო-ვილიარეალი, ეიბარი-ლას პალმასი, ხეტაფე-ატლეტიკო, ჟირონა-ვალენსია, რეალი-სელტა, რეალ სოსიედადი-ლეგანესი;
13 მაისი: ესპანიოლი-მალაგა, ლევანტე-ბარსელონა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დათკა ნარმანია
რეალი და ქრისტინა რონალდო. აუპატიურებენ ფეხბურთს. არ ვარ ბარსას ფანი. ხაშურის ივერიას ვგულშემატკივრობ
კახაბერი
მსაჯმა მე -14 ფეხბურთელად იტამაშა რეალის შემადგენლობაში ! რატომ მეთოხმეტედ ? იმიტომ რომ არ გააგდო ბეილი და რამოსი , არ მიატოლა პროვოკატორი მარსელო - ერთასერთი რაშიც შეცდა ბარსელონას სასარგებლოდ - არ დანიშნა პენალტი !
Soso
ხო,ოლივერმაც ეგრე ქნა.ბუფონის მაგივრად ჩადგა კარში:)
TORNIKE
სუარესს გოლი არ ჩაუთვალეს
ქუთაისელი
ერთმა თქვა - მსაჯმა ბარსელონას ფეხბურთელი გააგდო და მის მაგივრად თვითონ ითამაშაო - ეს იყო საუკეთესო აღწერა გუშინდელი ელ-კლასიკოს.
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] 7-გოლიანი თრილერი - "ელ კლასიკო" "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
ითამაშებს თუ არა ბელინგემი "ელ კლასიკოში"? - ანჩელოტიმ ინგლისელზე ისაუბრა
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
პირველად ბოლო 17 წელიწადში - კრიშტიანო რონალდოს გენიალური სერია შეწყდა
[VIDEO] მთავარი განსხვავება ვალვერდემ შექმნა - "ელ კლასიკო" ესპანეთის სუპერთასის ფინალში!
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა