ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც აშშ-ში პატიმრობაში იმყოფება, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ცრუ ინფორმაციის შესახებ საუბრობს.

"მინდა, ხაზი გავუსვა ცრუ ინფორმაციებს და სიმართლე იცოდეს ხალხმა. მე არავინ მიცემია, თავს არავის დავსხმივარ, არც ფულის, არც ოქროს გამო. არის ერთი ინციდენტი: სარბენად ვიყავი გასული, ბოდვარგზე. მიყვარს ოკეანესთან ახლოს სირბილი და რომ მოვრჩი ვარჯიშს, სადღაც 12 სთ იქნებოდა დღის, მეგობრების მანქანები დავინახე. მეთქი, მივესალმები. როდესაც ავედი ზემოთ ნარბენი, სულ სველი ვიყავი და ვთქვი კიდევაც, მოსასალმებლად მოვედი-მეთქი...

ესეც ჩაწერილია, ინფორმენტმა ამოიგო დანა და ჩემს მეგობარს ესროლა მუცლის არეში. რა თქმა უნდა, ვერ გაარტყა მიზანში. მეც გაშლილი ხელი შევთავაზე ინფორმენტს, რადგან დანა მომეგდო ხელში და გამეცილებინა იქაურობას.

მოგეხსენებათ, ხელი მძიმე მაქვს. წაბარბაცდა ინფორმენტი და რომ მოეგო რეალობას, აღარც დანა იდო მაგიდაზე და მეც ჩემს ადგილას ვიჯექი. ამ ყველაფრის აუდიო და ვიდეოჩანაწერი არსებობს, ვითომდა ჩემ საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამით ვადასტურებ იმას, რომ ინფორმენტი ძალიან საშიში კაცია. მისთვის უნდა მიესაჯათ 20 თუ 25 წელი. 15 წელი ციხეში გაატარა, შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა, დეპორტით რომ არ გაეშვათ. ასეთმა საშიშმა კრიმინალმა დანა კი არა, ვარდი რომ გესროლოს, შეგაშინებს.

თანაც არ ვიცოდი, რომ ინფორმენტი იყო, თორემ ეგ რომ მცოდნოდა, ყველაფერს ხაზი გაესმებოდა. ამერიკის მთავრობა არავის მოკვლის უფლებას არ მისცემდა მას. ასე დავიცავი ჩემი მეგობარი. თუ მოიყვანენ ჩემ წინააღმდეგ სასამართლოზე, ამერიკელს ვის ვაწყენინე, ვის დავესხი თავს, ამ შემთხვევაში დავეთანხმები ბრალდებას.

მეგობარს თვალწინ რომ მიკლავენ და მე ჯიბეში ხელებჩაწყობილი ვდგავარ, მაშინ ჩაქუჩა კი არა, ჩემი ფეხები ვყოფილვარ. ცემა მე როგორი ვიცი, შედით ჩემს არქივში და ნახეთ, ერთი დარტყმით როგორ გავუტეხე ყბა მოწინააღმდეგეს, ნეკნებიც... და სპარინგპარტნიორებს ამერიკაშიც გავუტეხე ნეკნები. ეს დაუგეგმავად ხდებოდა. მე არავისთვის ზიანის მიყენება არ მინდა, მხოლოდ მინდა ვაჯობო ბრძოლის დროს. და ინფორმენტს, მოგეხსენებათ, გაშლილი ხელის დარტყმისთვის არავინ მისცემდა 25 წელს, მას ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს დაშავებული. ციხეშიც გავიგე მასზე, როგორ დაუჩეხავს ხელები და პოლიციისთვის გადაუშლია".

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მართალი და ალალი კაცი ხარ, მაგრამ გული მწყდება რომ შენ საყვარელ საქმიანობას ამდენი ხანია ჩამოშორდი, აქმდე ხო სანდერსაც დამარცხებული გეყოლებოდა.....
სოსო
თუ მხოლოდ ეს არის,რასაც ეს ამბობს,მაშინ გამოსაშვები ყოფილა. მაგრამ მხოლოდ ეს არის?
ყველა ნასედკის....
რა ვერ გაიგე, ნასედკამ ამის ახლობელს დანა ესროლა. ამან კიდევ ეგრევე ალიყური გაუშალა. რადგან კარგი ალიყური იცის, "ცოტა" დაზარალდა ის ნასედკა. ამას ედავებიან: ნასედკა ისე ვეღარ ნასედკობს, როგორც ადრეო))))) ისე ყველა ნასედკის მე...
კოტე
რაა ეს, ინგლისურიდან ითარგმნაააა?????
კახა
ჩვენს მეგობარ ამერიკელებს რომ დაველაპარაკოთ და ამ კაცს უშუამდგომლოთ არ შეიძლება? რა დააშავა ეხლა ისეთი ყბაში შემოსდო ლაწანი ვიღაც ნაძრალას, მგონი გაუჩალიჩეს.
jondo
ჩვენებურად ნასედკა
uuu
პოლიციის აგენტს ეგრე ეძახიან..
haha
თავისუფლება ჩაქუჩას.
kalia
ჩვენებურად (კხურად) ხურციძის ამ მონოლოგს ქვია -"რას მიცვავ-მააცვავ ოოოო". ვერაფერიც ვერ გავიგე, რის თქმა უნდა ჩაქუჩას. ანუ დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ არ ჩამიდენიაო!!! ნუ მოკლედ!!!!
ცოტნე
ინფორმენტი არასწორადაა გადათარგმნილი. საუბარია FBI ის ინფორმატორზე :)
zura
ინფორმენტი ვინმეს სახელია თუ რამეს აღნიშნავს?
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს
რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს