შაბათს, „უემბლიზე“, მანჩესტერული დერბია და ყველაფერი, რასაც ამ შეხვედრის წინ ერთი ან მეორე გუნდის ფეხბურთელები იტყვიან, თამაშის წინა „გახურებად“ აღიქმება.

შაბათს, „უემბლიზე“, მანჩესტერული დერბია და ყველაფერი, რასაც ამ შეხვედრის წინ ერთი ან მეორე გუნდის ფეხბურთელები იტყვიან, თამაშის წინა „გახურებად“ აღიქმება. მაგალითად, რიო ფერდინანდმა „იუნაიტედის“ წარმატების რეცეპტზე ილაპარაკა, ინგლისურმა პრესამ კი ეს „სიტის“ ჭკუის დარიგებად მიიღო — თითქოს ვეტერანი ამბობდა თუ მართლა ძლიერი გუნდის შექმნა გინდათ აი, როგორ უნდა მოიქცეთო. ფერდინანდმა თქვა, რომ მის კლუბში ფეხბურთელებს შორის სრული თანხმობა და ურთიერთგაგებაა. ამ სიტყვებს „სანმა“ მიაბა ასეთი წინადადება — რასაც „მანჩესტერ სიტიზე“ ვერ ვიტყვითო. ერთი სიტყვით, ხვალ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალია...

მანჩესტერული გუნდების შედარებისას ჟურნალისტები იხსენებენ, რომ „სიტიში“ წლეულს რამდენჯერმე მოხდა ისეთი რამ, რაც „იუნაიტედში“ არ მომხდარა — თამაშის დროს ფეხბურთელმა შეცვლა გააპროტესტა. მწვრთნელის გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჯარო გალაშქრებისგან თავი ვერ შეიკავეს კარლოს ტევესმა, მარიო ბალოტელიმ და ჯეიმს მილნერმა — ეს ინგლისელი კაცი ფიცხ სამხრეთელებს ორშაბათს, „ლივერპულთან“ შეხვედრის მეორე ტაიმში „შეუერთდა“. 32 წლის ფერდინანდი კი ამბობს, რომ „იუნაიტედში“ მსგავსი არაფერი ხდება:

„ჩვენთან ვერ ნახავთ ფეხბურთელს, მოედნიდან გასვლის დროს, უკმაყოფილოდ თავს რომ აქნევდეს ანდა სათადარიგოთა სკამზე გაბუტული იჯდეს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელობა ყველას უხარია. მწვრთნელმა ვინმეს ასეთი რამ რომ შეამჩნიოს, დაუყოვნებლივ თავის ადგილს მიუჩენს და მართალიც იქნება. ფერგიუსონის წინაშე ყველა თითის წვერებზე დადის. ყველაფერი კი იქიდან მოდის, რომ ხალხს ამ გუნდში თამაში უნდა. საკმარისია მოთამაშე „იუნაიტედში“ მოხვდეს, რომ მერე სხვაგან წასვლა აღარ უნდა. აქ, დაუწერელი კანონი მოქმედებს: ყველა პატივს სცემს მწვრთნელს და ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში მის მოსვლამდე თამაშობდნენ. „იუნაიტედის“ გასახდელში არავინ არავის ქიშპობს. ჩვენთან, თამაშის წინ ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ, თუნდაც ვიღაც ვიღაცის პოზიციაზე გამოდიოდეს“.

კიდევ, ფერდინანდმა აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ძალებისა და ფორმის აღდგენის საოცარი უნარი აქვს. ვეტერანი, სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობდა — „იუნაიტედმა“ „ჩელსი“ ორჯერ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. პრემიერლიგაში გუნდი პირველ ადგილზეა, მდევარ „არსენალს“ შვიდი ქულით უსწრებს. ფეხბურთის ასოციაციის თასის ამბავი უკვე მოგახსენეთ. ერთი სიტყვით, „იუნაიტედი“ კვლავ სამ ფრონტზე იბრძვის და 1999 წლის უნიკალური შედეგის, ეგრეთწოდებული „ტრებლის“ გამეორების რეალური შანსი აქვს.

რიო ფერდინანდი ამბობს, რომ წარმატების ნიშნებს ის სექტემბერშივე ამჩნევდა.

„10-15 თამაშის მერევე ვთქვი, რომ ჩვენს გუნდს ძალების და ფორმის აღდგენის დიდებული უნარი აქვს. ასეთ მებრძოლ გუნდში არასდროს მითამაშია. დღევანდელი „იუნაიტედი“ წარუმატებლობას არ ეგუება. არადა, თუ საქმისადმი სწორი დამოკიდებულება არ გაქვს კალაპოტიდან ამოვარდნა ერთი წუთის ამბავია“.

„ტრებლის“ შესახებ სერ ალექს ფერგიუსონსაც ჰკითხეს, თუმცა მან საჯაროდ ტრაბახისა და დაქადნებისგან თავი შეიკავა. ფრანგი მცველი პატრის ევრა კი სიმართლის თქმას არ ერიდება:

„რასაკვირველია, როდესაც ფეხბურთელებთან რჩება ფერგიუსონი ამაზე ლაპარაკობს. ფაქტის წინაშე ვდგავართ და რატომ უნდა მოვიტყუოთ თავი? უკვე გაზაფხულია, სეზონი დასასრულს უახლოვდება და ჩვენ კვლავ სამი ტიტულისთვის ვიბრძვით.

სწორად გამიგეთ, ჩვენ, ბიჭები, ერთმანეთს არ ვეუბნებით, რომ სამივე შეჯიბრებაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ყოველ კარსმომდგარ შეხვედრაში მოგებაზე ვფიქრობთ“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა