მგზავრებმა კაკტუსს სძლია და ნახევარფინალში გავიდა
სუპერლიგის მეორე ნახევარფინალისტი ცნობილია. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე დიდი მოულოდნელობა დააფიქსირა. რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გასულმა “მგზავრებმა” პლეი ოფის პირველი წრიდან მეორეადგილოსანი “კაკტუსი” გამოაგდო. აქამდე სუპერლიგაში არასდროს მომხდარა, რომ მეოთხედფინალური სერია მოედნის უპირატესობის არმქონე გუნდს მოეგოს.

“მგზავრებმა” სერიის პირველი მატჩი “კაკტუსს” 85:69 მოუგო. სერიაში ჩამორჩენილ “კაკტუსს”, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ “ქუთაისმა” აჯობა, საპასუხო მატჩში საერთო ანგარიშის გათანაბრების ამბიცია ჰქონდა, თუმცა… “მგზავრების” მწვრთნელმა, ბუბა ბერიშვილმა მატჩისშემდგომ კომენტარში თქვა, რომ სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე იცოდნენ, რომ “კაკტუსს” შეხვდებოდნენ და მასთან სათამაშოდ ემზადებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, “მგზავრების” მოთამაშეები მართლაც მომზადებულნი იყვნენ, რადგან წინა მატჩის მსგავსად, დღევანდელ შეხვედრაშიც მეტოქეს გასაქანი არ მისცეს.

“მგზავრები” კვლავ ლიდერის როლში იყვნენ, თუმცა “კაკტუსი” წინა მატჩის მსგავსად მეტოქეს წინ არ უშვებდა და შანსს ინარჩუნებდა. გადამწყვეტი პერიოდის წინ “მგზავრები” 6 ქულით იგებდნენ, რაც ბევრს არაფერს ნიშნავდა და “კაკტუსს” შანსს აძლევდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მატჩის ბედი გაირკვა. ზუსტად მაშინ, როცა მაყურებელი ყველაზე მძაფრ ბრძოლას ელოდა, “მგზავრების” მოთამაშეებმა გუნდური სულისკვეთებით, სწრაფი გარღვევებით, ზუსტი შორი სროლებითა და გაუვალი დაცვით 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა “კაკტუსისთვის” არარეალური გახდა, რადგან მატჩის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები რჩებოდა.

საბოლოოდ “მგზავრებმა” 12 ქულით – 87:75 გაიმარჯვა, სერიაში ანგარიში 2:0 გახადა და ნახევარფინალშიც გავიდა. გამარჯვებულებს 20 ქულით ტეილორ სტეფორდმა ულიდერა. 15 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ადრიან ბოუის ანგარიშზე 14 ქულა და მატჩში უმეტესი 13 პასი დაგროვდა. “კაკტუსტში” 15 ქულით საუკეთესო იყო ანატოლი ბოისა. 14 ქულა მოაგროვა დავით ლომიძემ.

“კაკტუსისთვის” სეზონი დასრულდა, “მგზავრები” კი ნახევარფინალში “დინამოს” შეხვდებიან. ამჯერად სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

ბუბა ბერიშვილი – “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი:

“რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 3 ტურის მანძილზე რეალურად ჩვენ უკვე ვემზადებოდით “კაკტუსისთვის”. ამ მომზადებამ შედეგი გამოიღო და მე მინდა ბიჭებს მადლობა ვუთხრა. დღეს უფრო დაძაბულ თამაშს ველოდი და ასეც იყო. ვერ ვიტყვი, რომ იოლად გავიმარჯვეთ. საბოლოო ანგარიში, რაც ჩვენს სოლიდურ უპირატესობას მიანიშნებს, ბოლო 2 წუთში გაიზარდა. როგორც მთავარი მწვრთნელი, სუპერლიგის ნახევარფინალში პირველად გავედი, რასაც ვულოცავ საკუთარ გუნდს და ეს ჩემთვისაც დიდი სტიმულია. პროგრამა მაქსიმუმი, რაც ოთხეულში მოხვედრას გულისხმობდა, მიღწეულია. წინ ნახევარფინალია და ჩვენ არაფერი გვაქვს სანერვიულო. “დინამოს” ბოლომდე ვეთამაშებით და შევეცდებით, ფინალში გავიდეთ”.

ტეილორ სტეფორდი – “მგზავრების” უკანახაზელი:

“ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი იყო ძალიან ძლიერ მეტოქესთან. პირველ მატჩში მოგების შემდეგ ძალიან რთულ ბრძოლას ველოდით და საბოლოოდ ასეც გამოვიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენს სასარგებლოდ. გავიმარჯვეთ და ნახევარფინალში გავედით, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მეტოქეა “დინამო”, რომელსაც ღირსეულად შევებრძოლებით და ჩვენი მიზანი ამ ბრძოლაში იქნება მხოლოდ ფინალში გასვლა”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიერ

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება