„მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ მეკარე დავიდ დე ხეას ტრანსფერზე გარიგდნენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ მეკარე დავიდ დე ხეას ტრანსფერზე გარიგდნენ — თანხა, რომელსაც ინგლისური კლუბი ესპანურს გადაუხდის 17,8 ფუნტის ანუ 20 მილიონი ევროს ტოლია. „დეილი მეილი“ ზუსტად ერთი თვის წერდა, რომ მანჩესტერელებს ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად 20 წლის მადრიდელი ჰყავდათ შეგულებული, რაც ახლა დადასტურდა. დე ხეა „ოლდ ტრეფორდზე“ ხუთი წლით გადავა.

მიმომხილველები წერენ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის მხრიდან ასეთი ახლგაზრდა კაცის კარში ჩაყენება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ირკვევა „იუნაიტედის“ თავკაცს ესპანელი გოლკიპერის ნიჭისა სწამს. სწორედ ამით გახლდათ განპირობებული ის, რომ ფერგიმ დე ხეას ყიდვა ამჯობინა „შალკეს“ გოლკიპერ მანუელ ნოიერის, ინტერელი ჟულიო სეზარის და აიაქსელი მარტენ სკეტელენბურგის ყიდვას.

ფერგიუსონი დე ხეას თამაშს მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. ამბობენ, რომ ამიერიდან სერ ალქსი აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეების გადაბირებაზე გააკეთებს. დღეს უკვე ცნობილია, რომ „იუნაიტედის“ თავკაცი ნანობს ვან დერ სარი 1999 წელს, „ტრებლის“ შესრულებისთანავე არ იყიდა. ფერგიუსონის ოდინდელი კონკურენტი, არსენ ვენგერი ამბობს, რომ მანჩესტერელები 40 წლის ჰოლანდიელის გარეშე დღევანდელივით ძლიერები ვერ იქნებიან. ვენგერმა თქვა:

„ვან დერ სარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ის 40 წლისაა და კვლავ „იუნაიტედის“ კარს იცავს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მივა „ოლდ ტრეფორდზე“ მის ნაცვლად, ვინც არ უნდა იყოს, ვან დერ სარს ვერ შეცვლის. ჰოლანდიელის დიდი კოზირი ხომ მარტო გამოცდილება კი არა, მისი ბუნებრივი ნიჭიც იყო“.

კარიერის ბრწყინვალედ დამთავრებისთვის კი ედვინ ვან დერ სარს ამ სეზონში მართლაც საუცხოო შანსი ეძლევა. მას შეუძლია ორი ფინალი ითამაშოს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა