ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მიუახლოვდა

მიუახლოვდა

შოტლანდიის პრემიერლიგაში „რეინჯერსმა“ გამოტოვებული თამაში ჩაატარა, ნიკიცა იელავიჩის მშვენიერი მაკრატელა დარტყმის წყალობით სტუმრად „აბერდინი“ დაამარცხა

შოტლანდიის პრემიერლიგაში „რეინჯერსმა“ გამოტოვებული თამაში ჩაატარა, ნიკიცა იელავიჩის მშვენიერი მაკრატელა დარტყმის წყალობით სტუმრად „აბერდინი“ დაამარცხა და „სელტიკს“ მიუახლოვდა. ახლა გლაზგოს გუნდებს თამაშების რაოდენობა ტოლი აქვთ, ქულებით კი „სელტიკია“ წინ — ორით მეტი აქვს. ხორვატმა გოლი 22-ე წუთზე გაიტანა, მანამდე კი „აბერდინს“ შეეძლო ორი გოლის გატანა. ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ სონე ალუკოსა და ჯოშ მეგინისს. მასპინძლებს შესვენების შემდეგაც შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ „რეინჯერსის“ მეკარე ალან მაკგრეგორს ვერ აჯობეს. ეს „აბერდინის“ ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ.

ქუინზ პარკის სამზადისი

ეჭვი აღარავის ეპარება, რომ „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში ითამაშებს — ჩემპიონშიფის შეჯიბრების დამთავრებამდე 5 ტურით ადრე ლონდონელები უახლოეს მდევარ „კარდიფ სიტის“ 10 ქულით უსწრებენ. მწვრთნელი ნილ უორნოკი უკვე ხვალისას და ზეგისას ზრუნავს — როგორც ჩანს უმაღლეს ლიგაში დიდი ხნით დასარჩენად ემზადება და ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებაზე ფიქრობს. მას „ფულჰემის“ თავდამსხმელი ენდი ჯონსონი და „ჰალ სიტის“ ნახევარმცველი ჯიმი ბალარდი მოსწონებია.

ცნობისთვის: როგორც კი უბან შეფერდს ბუშის ბინადარი ძლიერების მარაქაში გაერევა, დასავლეთ ლონდონელებს შეეძლებათ ტრაბახით თავი მთელს ინგლისს მოაბეზრონ — ოციდან სამი გუნდი, „ჩელსი“, „ფულჰემი“ და „ქუინზ პარკი“ მათი რაიონიდან იქნება.

ჯონსონს, „ფულჰემის“ შემადგენლობაში, 23 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მას ფეხი სტკიოდა და დიდხანს მკურნალობდა. „ევერტონის“ ყოფილი ფორვარდი 30 წლის არის და ახლანდელ გუნდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. „ფულჰემში“ ჯონსონი კვირაში 40 ათას ფუნტს იღებს და თუ ასეთი ჯამაგირის შემცირებას დათანხმდება, მის „ქუინზ პარკში“ გადასვლას წინ არაფერი უნდა აღუდგეს. ერთი ნაღდია, თუ ტრანსფერი შედგა, ფეხბურთელს ახალი ბინის ქირაობა არ დასჭირდება.

რაც შეეხება 32 წლის ბალარდს, იგი 32 წლისაა და „ჰალს“ „იფსვიჩში“ ჰყავს გაქირავებული. მისი ხელფასი კვირაში 45 ათასი ფუნტია.

კოულმა მომისმინეთო

„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი კარლტონ კოული ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დამნაშავედ სცნო და დასჯას უპირებს, თუმცა თავად ფეხბურთელმა მისი საქმის პერსონალური გარჩევა ითხოვა. რა დააშავა კოულმა? ინგლისისა და განის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ასეთი წინადადება დაწერა:

„ემიგრანტებს „უემბლის“ სტადიონისთვის ალყა დაურტყამთ. ვიცოდი, რომ ხაფანგს გვიმზადებდნენ. ჰა, ჰა, ჰა“.

ეს ნაწერი 27 წლის ფერადკანიან ინგლისელს, რომელიც იმ დღეს „უემბლიზე“ მაყურებლად იყო მისული რასიზმად ჩამოართვეს.

იმ დღეს კოულმა „ტვიტერში“ სხვაც ბევრი დაწერა. მაგალითად, განელებს უთხრა, ყოჩაღ ძმებო თქვენ აფრიკა ასახელეთო და დასძინა, „უემბლიდან“ უსაფრთხოდ რომ გასულიყავი ინგლისის ნაკრების მაისურა უნდა გცმოდა და სახეზე წმინდა გიორგის დროშა დაგეხატაო, მაგრამ იმ ერთ ნათქვამს რატომღაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს.

საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ კოულს დისკვალიფიკაციას, ალბათ, არ მიუსჯიან, მაგრამ 10 ათას ფუნტს გადაახდევინებენ.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა